„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2019 წლის 22 ოქტომბერი ქ. რუსთავი |
ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“.
|
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის დებულებების, ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო 3700, ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.
სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დამუშავება;
ბ) მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და დამუშავება;
დ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადებების/ გადაწყვეტილებების მომზადება/მიღება;
ე) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა;
ვ) პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესებით მშენებლობის ობიექტის შემოწმება, მშენებლობის პროცესში დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება;
თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ი) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, რუსთავის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განყოფილება.
2. არქიტექტურის განყოფილების უფლებამოსილებაა:
ა) ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
ბ) არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება;
დ) შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა;
ე) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
ვ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ტექნიკური დოკუმენტაციის და ფინანსირების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი წინადადებების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადება: მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გასაცემად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე და სხვ.;
თ) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა;
ი) ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად შესაბამის სამინისტროში;
კ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადება ქალაქის მერისათვის;
მ) სამსახურში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) წერილობითი განცხადების საფუძველზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას;
ო) არქიტექტურულ, სამშენებლო და ურბანულ სფეროში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობაში მეთოდური კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობის მიღება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ჟ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ობიექტებზე შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემოწმების მიზნით; მშენებლობისთვის პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების;
გ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის: მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) მშენებლობის ობიექტზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
ე) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მშენებლობის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ზ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.
1. სამსახურს უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მოადგილე საქმიანობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად.
3. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) სამსახურის მოსამსახურეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე (მათ შორის: ბრძანებებზე, დადგენილებებზე, მითითებებზე და სხვა სამართლებრივ აქტებზე);
თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურზე ვიზირებულ განცხადებებზე, მომართვაზე, წერილებსა ან/და სხვა კორესპონდენციებზე;
კ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ლ) ახორციელებს სამსახურში დაცული დოკუმენტაციის ასლების „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად დამოწმებას;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
4. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
5. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. სამსახურის ქვედანაყოფებს (განყოფილებას) უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილებების) ხელმძღვანელები:
ა) წარმართავენ განყოფილების საქმიანობას და ახორციელებენ შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებენ შესაბამისი განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებენ და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენენ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავენ განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებენ წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) უქმნიან განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევენ განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებენ გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენენ განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენენ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ი) პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
კ) სამსახურებრივ კორესპონდენციებს უნაწილებენ მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;
ლ) შესაბამისი განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
მ) ასრულებენ ქალაქის მერის და სამსახურის სხვა დავალებებს.
8. მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის მოვალეობას, მერის დავალებით, ასრულებს ერთერთი საჯარო მოხელე.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
1. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს;
ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს და პასუხი გასცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და შუამდგომლობებს;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახური წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
დასკვნითი დებულებები
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.