„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №287 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულება დანართის შესაბამისად.“
|
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. ადმინისტრაციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
4. ადმინისტრაცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს რუსთვის მერიას.
5. ადმინისტრაციას აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
6. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია რუსთავის მერის წინაშე.
7. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ბ) საქმისწარმოების წესების დაცვაზე, მათ შორის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში დოკუმენტაციის მოძრაობის ზედამხედველობა;
გ) რუსთავის მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნვა და მათი აღჭურვა საქმიანობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით.
დ) ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების და წესების დაცვა, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ე) მუნიციპალიტეტის სახელით გასამართი ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა;
ზ) საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების წარმოება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ) რუსთავის მერიის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება- განხორციელება, თანამედროვე ინფორმაციული სისტემების განვითარება, მისი დანერგვის ხელშეწყობა, დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება;
ი) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობების რეგულირება, სოციალური მედიის მართვა და მონიტორინგი, მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა, პიარის დაგეგმვა, სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მოქალაქეთა მიღებების ორგანიზება-განხორციელება;
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია.
ბ) ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე;
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს ადმინისტრაციისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; უქმნის ადმინისტრაციის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ვ) იღებს და დადგენილი წესით აფასებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ რუსთავის მერიის შინაგანაწესისა დაცვას;
ი) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
კ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) მერს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, აკონტროლებს მათი სამუშაო აღწერილობებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
ბ) პასუხს აგებს შესაბამისი განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენს განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ი) პასუხისმგებელია შესაბამისი განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
კ) შესაბამისი განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) სამსახურებრივ კორესპოდენციებს უნაწილებს მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს.
2. ადმინისტრაცია საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე.