„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2019 წლის 19 მარტი ქ. ბაღდათი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – განყოფილებები):
ა) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) ტურიზმის განვითარების განყოფილება;
გ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური, მასში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ღონისძიებების დაგეგმვას და კოორდინირებას;
გ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
დ) ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის დაზუსტებას;
ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემისა და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება-წარდგენას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის უზრუნველყოფას;
თ) მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ი) მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას;
ლ) მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობას;
მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელების მონიტორინგს;
ნ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არაპრივატიზებული ფართობზე საკუთრების მოწმობის გაცემას; თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით მოკვლევის წარმოებას, განხილვას და საკუთრების მოწმობის გაცემას;
ო) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების ინვენტარიზაციის ორგანიზება-კოორდინაციასა და მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლებას;
პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარის, პრივატიზებისა და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.
2. ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების პროცესების წარმართვას და მონიტორინგს;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, განხორციელების მონიტორინგს;
დ) ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნესინიციატივების ხელშეწყობას;
ე) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;
ვ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციების და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ზ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებას;
თ) ინვესტიციების მოზიდვის ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებას;
კ) საინვესტიციო წინადადებების შემუშავებას და საინვესტიციო პაკეტების მომზადების უზრუნველყოფას;
ლ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას;
მ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიებას, დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას;
ნ) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, საინფორმაციო პაკეტების შექმნასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას.
3. ტურიზმის განყოფილების მოვალეობაა:
ა) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების და გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესების წარმართვა;
ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების მოძიება, ტურისტულ ობიექტებზე ვიდეორგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადების ხელშეწყობა-კორდინაცია;
გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება-შემუშავება;
დ) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ე) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენა;
ვ) საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ზ) ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;
ი) მუნიციპალიტეტის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ტურების ორგანიზება;
კ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების გადამზადების, ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფა.
4. სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას;
ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას;
დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრას;
ე) სოფლის მეურნეობის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის ქსელის რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
თ) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ი) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას;
კ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას.“.
|