„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2021 წლის 27 დეკემბერი ქ. ბაღდათი
|
1.მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – განყოფილებები):
ა) ქონების მართვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) ტურიზმის განვითარების განყოფილება;
დ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური, მასში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ქონების მართვის განყოფილება:
ა.ა) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ დაურეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის მიზნით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირებას. აგრთვე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ქონების რეგისტრაციის დაზუსტებას;
ა.ბ) წინადადებების შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში საკითხის დასასმელად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმართველ ერთეულზე გადმოცემის შესახებ;
ა.გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ა.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ა.ე) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და ნუსხის შესაბამისად, საპრივატიზებო ობიექტების გეგმის პროექტის მომზადებას;
ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული იმ ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ, რომელმაც დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება;
ა.ზ)მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის (პრივატიზება/სარგებლობის უფლებით გაცემა) მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას, აუქციონის შედეგების გაფორმებას;
ა.თ) კანონიერი მოსარგებლეებისთვის მათ სარგებლობაში არსებული ფართების კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას;
ა.ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლებას;
ა.კ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას;
ა.ლ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ჩართულობას;
ა.მ) სხვადასხვა პროფილის სტატისტიკური ბაზებისა და მონაცემების დამუშავებას;
ა.ნ) საინფორმაციო პაკეტების შექმნას და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ბ) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების პროცესების წარმართვას და მონიტორინგს;
ბ.ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, განხორციელების მონიტორინგს;
ბ.დ) ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნესინიციატივების ხელშეწყობას;
ბ.ე) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;
ბ.ვ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციების და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ.ზ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებას;
ბ.თ) ინვესტიციების მოზიდვის ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ.ი) საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებას;
ბ.კ) საინვესტიციო წინადადებების შემუშავებას და საინვესტიციო პაკეტების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ.ლ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას;
ბ.მ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიებას, დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას;
ბ.ნ) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, საინფორმაციო პაკეტების შექმნასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას.
გ) ტურიზმის განვითარების განყოფილება:
გ.ა) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების და გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესების წარმართვას;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების მოძიება, ტურისტულ ობიექტებზე ვიდეორგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადების ხელშეწყობა-კორდინაციას;
გ.გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება-შემუშავებას;
გ.დ) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
გ.ე) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენას;
გ.ვ) საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
გ.ზ) ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას;
გ.თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებას;
გ.ი) მუნიციპალიტეტის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ტურების ორგანიზებას;
გ.კ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების გადამზადების, ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფას.
დ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება:
დ.ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას;
დ.ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას;
დ.გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას;
დ.დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრას;
დ.ე) სოფლის მეურნეობის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
დ.ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას;
დ.ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის ქსელის რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ.თ) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
დ.ი) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას;
დ.კ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას.“.
|