„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.132.000.128
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №12
2010 წლის 23 ივლისი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №7 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ.11-15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილება. “.
ბ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) საკრებულოს წევრებს უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პროექტებით;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და საკრებულოს ბიუროს დავალებით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას, სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებასა და სათანადო დასკვნების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვისას გამოთქმული და საკრებულოს მიერ მიღებული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, ახორციელებს საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას;
ე) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების კომპიუტერულ უზრუნველყოფას – აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, ქსეროასლების მომზადებას, დამოწმებასა და საჭიროებისამებრ დაგზავნას;
ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საკრებულოს ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალური გამოქვეყნებისათვის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ წარდგენის ორგანიზებას;
ზ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას;
თ) სხვადასხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ან/და საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს;
ი) ახორციელებს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წარმომდგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად, ასევე ახორციელებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში კომისიის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად.
კ) ახორციელებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ამ სფეროში მოქალაქეთა მიღებას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმების წარმოებას;
მ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას;
ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. “.
გ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს კორესპონდენციების მიღებას, აღრიცხვასა და დანიშნულებისამებრ ჩაბარებას;
ბ) ახორციელებს გასული კორესპონდენციების აღრიცხვასა და დანიშნულებისამებრ დაგზავნას;
გ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და გაგზავნას, სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;
დ) ახორციელებს საკრებულოს წევრებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების წარმოებას;
ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. “.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.კირთაძე