"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №74
2011 წლი ს 14იანვარი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე–2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს ა ქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“.
2. შეიცვალოს დადგენილების №1 და №2 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართ ებ ი №1 და №2დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის ა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი I. ზოგადი დებულებები
1. არქიტექტურის ა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგომში –სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ზემოხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, ასევე ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ ის – ქუთაისის ტერიტორიაზე სხვადასხვა საკითხების ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით და სამსახურ ისათვის დელეგირებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ს,საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 და„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებ ებ ის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს,საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ს თავმჯდომარის წარდგინებით, ა მტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი№3,სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3ა.
მუხლი2. სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, სანებართვო, საზღვრების დადგენისა და ლეგალიზების განყოფილების,სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.
2. თვითმმართველი ქალაქ ის – ქუთაისის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება.
3. არქიტექტურულ-ქალაქ თ მშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა.
4. სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის თაობაზე პროექტის მომზადება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი მოწყობისა და ქალაქ თ მშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქ თ მშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.
5. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში.
6. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
7. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
9. ქალაქ თ მშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად.
10. საკადასტრო აზომვითი ნახაზების ა და თვითმმართველი ქალაქ ის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისას, შესაბამისი დასკვნების მომზადება.
11. წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით.
12. ქ ალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის ა თვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
13. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
14.მიღებული კორესპო ნ დენციის განხილვა და შესწავლა.
15. ქალაქ ქუთაისის მერის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
16. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით ა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4.სანებართვო, საზღვრების დადგენისა და ლეგალიზების განყოფილების ფუნქციები
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე, შეთ ა ნხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება და ქალაქ ქუთაისის მერისათვის წარდგენა.
2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა.
3. მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის წარმოება.
4. შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმება.
5. უნებართვოდ, ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ა თვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ქალაქ ქუთაისის მერისათვის წარდგენა;
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა სთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
7. ცალკეულ მიწის ნაკვეთებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მისამართის მინიჭების ა თვის საკითხის განხილვა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტ ებ ის პროექტ ებ ის მომზადება;
8. განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
9. განყოფილების ყოველთვიურ ი, კვარტალურ ი და წლიურ ი სტატისტიკურ ი მონაცემებ ის დამუშავება;
10. ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ი უფლება-მოვალეობებ ი ს განხორციელება.
11. სამსახურის უფროსისა და ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
მუხლი5.სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.
3. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე/სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა).
4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლი ს განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაცი ის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისა თვის, კომპეტენციის ფარგლებში.
5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით,სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში,მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითებ ის გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების,წესების ა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.
6. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების მიღება.
7. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის/ექსპლუატაციაში მიღება/დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება – „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
8. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
9. სამსახურის უფროსისა და ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
მუხლი 6. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
2. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი/შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა).
3. ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
4. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად ქალაქში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
5. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
6. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარ ი ული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
7. არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
9. საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში გაგზავნა.
ა) მუხლი 148. „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“;
ბ) მუხლი 150. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“;
გ) მუხლი 1501. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“;
დ) მუხლი 151. „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება“;
ე) მუხლი 152. „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას“;
ვ) მუხლი 1522. „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“.
მუხლი 7. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით,განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე,შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;
დ)მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
თ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ი) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით;
ბ)„ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება ქალაქის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;
გ)განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე ქალაქის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
დ) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ე) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ვ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
ზ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
თ) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.
მუხლი8. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ)განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვ ი ს წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის, გასცემს დავალებებს სამსახურის თანამშრომლებზე;
ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ) ასრულებს ქალაქ ქუთაისის მერისა და სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირების დავალებებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა)დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ)ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ)ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ)შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობ ები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი10. სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი11. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის ა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი