თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №230 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.005985
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს

ა №9

2010 წლის 2 ივლისი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 230 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო

:

მუხლი 1. შეიცვალოს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №230 დადგენილების დანართი №1 (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება) და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.

(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11).

მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე  . ხვადაგიანი

 

დანართი1

 

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის

ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით და სამსახურზე დელეგირებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, საქართველოს სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა        და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად     ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ ქუთაისის საკრებულო.

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №2 სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.

9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხვედველობის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. სამსახურის        ძირითადი      ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;

2. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში       სამშენებლო    ტექნიკური     რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში;

3. ზედამხედველობა სამშენებლო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვ.);

4.  გარე რეკლამის განთავსების საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

5. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა);

6. ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;

7. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად, ქალაქში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;

8. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

9. არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;

10. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში;

11. საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში გაგზავნა;

12. წინადადებების მომზადება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მერიის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის მიწოდება;

13. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

14. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;

15. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება;

16. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის  შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების საფუძველზე;

ა) მუხლი 513. „სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა“;

ბ) მუხლი 55. „სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა“;

გ) მუხლი 552. „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“;

დ) მუხლი 1191. „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“;

ე) მუხლი 125. „სატრასპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. მე-8 ნაწილი. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა;

ვ) მუხლი 148. „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“;

ზ) მუხლი 150. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“;

თ) მუხლი 1501. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“;

ი) მუხლი 151. „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება“;

კ) მუხლი 152. „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას“;

ლ) მუხლი 1522. „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“;

მ) მუხლი 1534 „გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე“;

ნ) მუხლი 159. „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“;

ო) მუხლი 1591. „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“.

მუხლი 4. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხვედველობის განყოფილების ფუნქციები

1. სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოს მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინადადების მომზადება;

2. დამრღვევის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე წინადადების მომზადება;

3. ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელება;

4. სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

5. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილეთა მიერ  უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლოატაციო საიმედოობის დაცვის ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში;

6. მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;

7. სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების          საფუძვლების არსებობის      შემთხვევაში,  დოკუმენტაციის მომზადება ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;

8. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას შემოწმების აქტის შედგენა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;

9. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმება და შემოწმების აქტის შედგენა;

10. მშენებარე ობიექტზე მშენებლობის შეჩერების გარეშე არსებული დარღვევის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

11. მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მითითების მომზადება;

12. მითითების გაცემის, აქტის შედგენის, მითითების  დროულად შესრულების ან/და არშესრულების, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან/და დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის დინების საკითხების გადაწყვეტის განახორციელება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;

13. საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის  პროექტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმის შედგენა;

14. მშენებლობის კონსერვაციის პროცესში მონაწილეობა და შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას შედგენილ კონსერვაციის აქტზე ხელის მოწერა.

მუხლი 5. სამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ – სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ)    მიიღოს ინფორმაცია  საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

დ)  მოამზადოს    წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს    სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარდგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;

ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ   ინფორმირებაზე  სამსახურის საქმიანობასთან  და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ- სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით;

ბ) „ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს ზომები ქალაქის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;

გ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე ქალაქის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;

დ) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ე) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ვ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

ზ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულულ დოკუმენტები;

თ) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის     საქმიანობას   ხელმძღვანელობს     სამსახურის     უფროსი, რომელიც  არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის     შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

გ) ორგანიზებას     უწევს  და       აკონტროლებს სამსახურის   თანამშრომელთა        მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ვ) ქმნის   სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

თ)   შეიმუშავებს   და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ლ)მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები

1.  სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.

2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე   საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;

გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.

4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 8.სამსახურის ქონება

სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.