თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.005984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 8, 13/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს

ა №8

 

2010 წლის 2 ივლისი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისმერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო

:

მუხლი 1. შეიცვალოს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009  წლის  30 სექტემბრის №229 დადგენილების №1 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის

დებულება)და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.

(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11).

მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე  . ხვადაგიანი

 

დანართი №1

 

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისმერიის აპარატის

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქალაქ ქუთაისის მერიის აპარატი (შემდგომში – „აპარატი“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის საორგანიზაციო, დოკუმენტირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მატერიალურ-ტექნიკურ, საგარეო ურთიერთობების, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას;

2. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და, მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა     და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;

3. აპარატი ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;

4. აპარატის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“  საქართველოს  ორგანული  კანონის  39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის   შესაბამისად   ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო;

5. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;

6.  აპარატს  აქვს  დებულება,  დოკუმენტების  სარეგისტრაციო  შტამპი,  ბლანკი,  ბეჭედი  №1 სახელწოდების აღნიშვნით;

7. აპარატის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;

8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

მუხლი 2. აპარატის სტრუქტურა

1. აპარატის სტრუქტურა შედგება უფროსის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

2. აპარატის განყოფილებებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) საგარეო ურთიერთობათა განყოფილება.

მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები

1. ხელს  უწყობს  თვითმმართველი  ქალაქ  ქუთაისის  ტერიტორიაზე  ერთიანი  საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;

2. უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების ეფექტიანი ფორმების დანერგვას;

3.  კოორდინირებას უწევს მერიის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

4. უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას ქალაქის მართვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში;

5.    შეიმუშავებს   წინადადებებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის თაობაზე;

6.  უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას, კანონით დადგენილი წესით;

7. ხელს უწყობს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესისა“ და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების თანახმად, იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს მერიაში მიღებულ კორესპონდენციებს, სამართლებრივ აქტებს, ახორციელებს მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო- დოკუმენტურ გაფორმებას, მისი დამუშავების ორგანიზებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

9.    უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ თათბირებისა და შეხვედრების ჩატარების, მოქალაქეთა მიღების, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზებას;

10. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ, საგარეო, საბუღალტრო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, კომპეტენციის ფარგლებში;

11.  აწარმოებს მერიის თანამდებობის პირების,  სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების   თანამშრომლების,  საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) გაფორმებასა და აღრიცხვას;

12. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის (www.kutaisi.gov.ge) საინფორმაციო და კონცეპტუალურ განვითარებას;

13.  ამზადებს ინფორმაციებს იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით;

14.  უზრუნველყოფს  ქალაქ  ქუთაისის  უწყებათაშორისი კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებას.

მუხლი 4. აპარატის განყოფილებების ფუნქციები

1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება:

ა) აწარმოებს საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, საკასო და საბანკო ოპერაციებს, საბუღალტრო ანგარიშგებასა და ბალანსების შედგენას, ანალიზს, სინთეზურ და ანალიტიკურ აღრიცხვიანობას;

ბ) არსებული ნორმატივების თანახმად, გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მათი თანამშრომლების საბუღალტრო მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის   საკრებულოს  აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (თვითმმართველობა) ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები) მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას;

დ) უზრუნველყოფს ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დანიშნულებით გამოყენებას;

ე) უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან მიღებული მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვას;

ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ანგარიშსწორების სრულ და თავისდროულ აღრიცხვას;

ზ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა /ვალდებულებების/ და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვას;

თ) აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ფორმით;

ი) ინახავს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს დადგენილი წესით და აბარებს არქივში;

კ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და აპარატის უფროსის დავალებებს.

2. იურიდიული განყოფილება:

ა)  ახორციელებს ქალაქ  ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) ამზადებს და დაურთავს სამართლებრივ დასკვნას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე, საკრებულოში წარსადგენ პროექტებს;

გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსახილველ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;

დ) უწევს კონსულტაციებს მერიის თანამდებობის პირებს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს;

ე) ამზადებს წერილობით ინფორმაციას ახალი კანონის მიღების ან/და მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წარმოადგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის მარეგულირებელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში;

ვ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და აპარატის უფროსის დავალებებს.

თ) იცავს ქალაქ ქუთაისის მერიის ინტერესებს სასამართლოში.

3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვების ორგანიზებას და დოკუმენტურ უზრუნველყოფას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) ყოველი წლის ბოლოს, მერის ბრძანების საფუძველზე, ბუღალტრულ აღრიცხვის განყოფილებასთან ერთად უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის ჩატარებას და საინვენტარო უწყისის შედგენას;

გ) აწარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მწყობრიდან გამოსული ინვენტარის არსებული წესით ჩამოწერას;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ელექტრონული და საკომუნიკაციო სისტემების მოვლა-პატრონობას, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს;

ე) უზრუნველყოფს მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშსწორებო დოკუმენტების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში და შესყიდული პროდუქციის გადაცემას მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) აწესრიგებს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს  აპარატის,  მერიის  სტრუქტურული  ერთეულებისა  და  ტერიტორიული  ორგანოების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდებას;

ზ) უზრუნველყოფს კვარტალური ვალდებულებების მომზადებას და საფინანსო სამსახურში რეგისტრირებას;

თ) ახდენს ოფიციალური დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მიღებების მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) ამუშავებს გეგმებს და ადგენს ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოების   ყოველწლიურ ჩამონათვალს, ამზადებს  წინადადებებს საპროექტო ორგანიზაციისათვის შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. უზრუნველყოფს სამუშაოთა ორგანიზებას;

კ) ადგენს  თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების სქემებს და აწესრიგებს პარკირების პროცესს;

ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის პერსონალური სამომსახურეო ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობას, ამარაგებს საწვავ-საცხები მასალებითა და ავტოსათადარიგო ნაწილებით;

მ) უზრუნველყოფს სამეურნეო-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;

ნ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას კომპეტენციის ფარგლებში;

ო) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და აპარატის უფროსის დავალებებს.

4. საგარეო ურთიერთობათა განყოფილება:

ა) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და ამ ორგანოებიდან საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ოფიციალური დელეგაციების საპროტოკოლო მომსახურებას;

ბ) ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებისათვის საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში;

გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ და სხვა შეხვედრებზე საუბრებისა და ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას, აფორმებს დადგენილი წესით;

ე) ახორციელებს იმ ღონისძიებების (ეროვნული დღესასწაულები, აღლუმები, ჯილდოების გადაცემა და  სხვა  საცერემონიო  ღონისძიებები) საპროტოკოლო უზრუნველყოფას, რომელშიც მონაწილეობენ თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები;

ვ) კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების ინფორმირებას, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, გადაადგილებასთან და მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) ახორციელებს თვათმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო გამოსვლების საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

თ) უზრუნველყოფს  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროსთან,  საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან უცხოეთში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან და ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას;

ი) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას ქალაქის ინტერესებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით;

კ) თანამშრომლობს ქალაქ ქუთაისში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციებთან;

ლ) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს დასავლეთევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები) და სხვა ენებზე მაღალკვალიფიციურად;

მ) თარგმნის და ამზადებს ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური პოლილინგვისტური ვებგვერდის (www.kutaisi.gov.ge) შესაქმნელად;

ნ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;

ო)  ასრულებს  საკრებულოს,  საკრებულოს  თავმჯდომარის,  მერისა  და  აპარატის  უფროსის დავალებებს.

მუხლი 5. აპარატის უფლება-მოვალეობანი

1. აპარატს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საჭირო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მოამზადოს წინადადებები აპარატის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

დ)   მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე)  მონაწილეობა  მიიღოს  ქალაქ  ქუთაისის  ბიუჯეტის  პროექტის  შემუშავებაში,  თავის კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან.

2. აპარატი ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.

მუხლი 6. აპარატის უფროსი

1. აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.

2. აპარატის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს აპარატის განყოფილებების მუშაობას და აპარატის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, ქალაქ ქუთაისის მერიის აპარატისა და  ტერიტორიული  ორგანოების   საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

დ) განსაზღვრავს აპარატის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;

ე) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მოსამსახურეთა შორის;

ვ) ქმნის აპარატის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ამზადებს წინადადებებს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას აპარატის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

კ)  წარუდგენს  მერს  წინადადებებს  აპარატის  მოსამსახურეთა  მორიგი  და  დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს აპარატის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.  აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.  აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 7.  აპარატის თანამშრომლები

1. აპარატის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვით ქალაქ ქუთაისის მერის მიერ;

2. აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის   წინაშე წინადადებები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის თაობაზე;

ბ) დადგენილი წესით ისარგებლონ   საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით;

3. აპარატის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები;

ბ) დროულად  და  სრულყოფილად  შეასრულონ  უშუალო  და  ზემდგომი  ხელმძღვანელების დავალებები;

გ) იმუშაონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

დ) შეასრულონ შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ  სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

4.    აპარატის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 8. აპარატის ქონება

აპარატის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

აპარატის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.