თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.005997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს

№21

2010 წლის 2 ივლისი

ქალაქი ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო

:

მუხლი 1. შეიცვალოს     „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილების №1 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის დებულება) და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.

(დანართი №1 დადგენილებას თან ახლავს)

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11).

მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                       . ხვადაგიანი

 

დანართი 1

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის     

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქში ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხებისა და ლტოლვილთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად   ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ ქუთაისის საკრებულო.

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №14 სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.

9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ნინოშვილის ქუჩა №61.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1.სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.

2. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხებისა და ლტოლვილთა უფლებების კუთხით, საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზება და მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.

4. უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

5. თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციის წარმოება;

6. რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

7. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების სამინისტროსა          და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციის შეთავსება სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, დადგენილი წესით, ფორმით და პერიოდულობით.

8. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.

9. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.

10. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

11. სამსახურის ფუნქციები ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მოსახლეობისათვის აუცილებელი, კვალიფიციური და ხელმისაწვდომი  სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

გ) ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შეთანხმებული, კოორდინირებული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

დ) ადგილობრივი სამედიცინო პროგრამების შემუშავება და სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელება;

ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავადობის სტრუქტურის დადგენა და ავადობის ანალიზი;

ვ) სახელმწიფო  და ადგილობრივი ჯანდაცვითი  პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

თ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) ქალაქში განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ლ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილ- აქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

მ)  პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის  ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროების შემთხვევაში;

ნ) ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

ო) მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.

12. სამსახურის ფუნქციები სოციალურ საკითხებში:

ა) სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კომპეტენციის ფარგლებში;

ე)  სახელმწიფო  და ადგილობრივი სოციალური      პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში.

13. სამსახურის ფუნქციები ლტოლვილთა საკითხებში:

ა) ქალაქის ფარგლებში ლტოლვილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ)    ლტოლვილთათვის   კანონით დადგენილი დახმარებებისა და შეღავათების მიღების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ლტოლვილთა დროებითი საცხოვრებელი ფართის მოძიებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ლტოლვილთათვის   ჯანდაცვითი  და სოციალური   პრობლემების დარეგულირების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ლტოლვილთათვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება- განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ლტოლვილთათვის შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს წინადადებები ქალაქში ჯანდაცვითი და სოციალური სფეროს რეორგანიზაციისა და საქმიანობის ახალი ფორმების დანერგვის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ითანამშრომლოს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, ჯანდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით;

გ)  მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;

თ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ი) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

თ) შეიმუშავებს და წარუდგენს  ქალაქ  ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა

უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლები

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.

2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) დააყენონ ხელმძღვანელობის  წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;

გ)მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.

4.  სამსახურის თანამშრომელთა  თანამდებობები  განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 7. სამსახურის ქონება

სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.