თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.005995
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს

№19

2010 წლის 2 ივლისი

ქალაქი ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისსაფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო

:

მუხლი 1. შეიცვალოს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო      საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილების №1 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულება) და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.

(დანართი №1 დადგენილებას თან ახლავს)

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11).

მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              . ხვადაგიანი

 

დანართი 1

თვითმმარველი ქალაქისქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისსაფინანსო საქალაქო სამსახურის

მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. საფინანსო საქალაქო სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას მერიის უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად   ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ ქუთაისის საკრებულო.

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №12 სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.

9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ/ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;

გ) ვალდებულების აღებისა და რეგისტრაციის სახაზინო განყოფილება; დ/ ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი           ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;

2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კოორდინირება;

3. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ხარჯვის პროცესის მართვა, ფინანსური რეზერვების გამოვლენა, სახსრების ხარჯვის ძირითად და პრიორიტეტულ მიმართულებებზე წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;

4. ადგილობრივი  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება, კანონით დადგენილი წესით;

5. საქალაქო სამსახურებთან ერთად მოსაკრებლის გამოანგარიშება და შესაბამისი საგადასახადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

6. თვითმმართველი ერთეულის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

7. ადგილობრივი  ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად და  ეკონომიურად ხარჯვის უზრუნველყოფა;

8. ადგილობრივი  ბიუჯეტის შემოსულობებისა  და გადასახდელების პროგნოზირება, შესრულების ოპერატიული მონაცემების მიხედვით სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზი;

9. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენის ორგანიზება მხარჯავი სუბიექტების მონაწილეობით;

10. ქალაქ ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირების, ქალაქის ტერიტორიაზე   განთავსებული მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, აგრეთვე, მერიის სტრუქტურული ერთეულების საბიუჯეტო განაცხადების პროექტების მიღება და განხილვა. განხილვის შედეგების ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში ასახვა, დადგენილი   წესით. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში შემოსავლების პროგნოზირება, კომპეტენციის ფარგლებში;

11. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ქალაქის მერისათვის წარდგენა, კანონით დადგენილი წესით;

12. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლიური და კვარტალური განწერის პროექტის შედგენა და ქალაქის მერისათვის წარდგენა;

13. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დამტკიცებული განწერით გათვალისწინებული ასიგნებებისა და ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში მასში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით) სახაზინო მომსახურების პრინციპების დაცვით, დაფინანსების განხორციელება (მომსახურ ბანკთან ურთიერთანგარიშსწორების     შესაბამისად), დადგენილი წესით.

14. ახალ საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებამდე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად თანხების გაცემა არაუმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით, რომელიც არ აღემატება ფაქტობრივად მიღებულ შემოსავლებს.

15. მეთოდური დახმარების  გაწევა  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობაზე.

16. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.

17. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.

18. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად, მიიღოს ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისაგან ხარჯთაღრიცხვები, საქმიანობისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები, განსაზღვრულ ვადებში;

ბ) კანონით დადგენილი წესით შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ღონისძიებების დაფინანსება, თუ: დადგენილი წესის შესაბამისად, სახაზინო სამსახურში წარმოდგენილი არ იქნება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოვლინდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არადანიშნულებით მიმართვის შემთხვევები, ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისათვის დაწესებული ანგარიშგების წარმოუდგენლობის ფაქტები, არ მოხდება რეგისტრირებული ვალდებულების დამოწმება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ;

გ) ჩაატაროს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების, მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური, წლიური ბალანსებისა და ხარჯთაღრიცხვების ანგარიშგების ანალიზი. მოამზადოს წინადადებები მათში საჭირო შესწორებების შეტანის თაობაზე, აგრეთვე შეისწავლოს, თუ რა ზომებია მიღებული ამ წინადადებების განსახორციელებლად;

დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მოამზადოს  წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები და საბიუჯეტო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად წარუდგინოს წინადადებები ქალაქ ქუთაისის მერს;

ბ) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

გ) კეთილსინდისიერად შეასრულოს  მოქმედი კანონმდებლობისა  და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

დ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

ე) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულს მერიის აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ვ) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის    უფროსი, რომელიც  არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის   შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.

 2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

გ)    ორგანიზებას უწევს  და       აკონტროლებს  სამსახურის    თანამშრომელთა      მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

თ) შეიმუშავებს და  წარუდგენს ქალაქ  ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლები

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.

2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა)  დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით;

გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.

4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 7. სამსახურის ქონება

სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.