თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდის ნიმუშების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თ ვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22
2010 წლის 2 ივლისი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11).
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ქალაქ ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში „ტერიტორიული ორგანოები“), რომლებიც შექმნილნი არიან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, მართვის ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოფენ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირს მოსახლეობასთან მათი საცხოვრებელი ადგილისა და ქალაქის ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის გათვალისწინებით.
2. ტერიტორიული ორგანოები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ტერიტორიული ორგანოები ანგარიშვალდებულნი არიან ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.
4. ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ ქუთაისის საკრებულო.
5. ტერიტორიული ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. ტერიტორიულ ორგანოებს აქვთ დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდებისა და შესაბამისი ნომრის აღნიშვნით.
7. ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
8. ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.
9. ტერიტორიული ორგანოების იურიდიული მისამართებია: ქალაქი ქუთაისი.
ა) ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანო – ავტომშენებლის ქუჩა №32;
ბ) გამარჯვების ტერიტორიული ორგანო – ზ. გამსახურდიას ქუჩა №34;
გ) გუმათის ტერიტორიული ორგანო – ავალიანის ქუჩა №16;
დ) ვაკისუბნის ტერიტორიული ორგანო – რ. თაბუკაშვილის ქუჩა №24;
ე) კახიანოურის ტერიტორიული ორგანო – განჯის ქუჩა №15ა;
ვ) მუხნარის ტერიტორიული ორგანო – ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შეს. №15;
ზ) ნიკეას ტერიტორიული ორგანო – ნიკეას ქუჩა №26;
თ) საფიჩხიის ტერიტორიული ორგანო – 26 მაისის ქუჩა №43;
ი) სულხან-საბას ტერიტორიული ორგანო – სულხან-საბას გამზირი №43ა;
კ) უქიმერიონის ტერიტორიული ორგანო – რუსთაველის გამზირი №97;
ლ) ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიული ორგანო – რუსთაველის გამზირი 3ა;
მ) ძელქვიანის ტერიტორიული ორგანო – ლ. ასათიანის ქუჩა №96.
1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დადგენილი ტერიტორიული საზღვრების მიხედვით და ენიჭება სახელწოდება;
2. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოებია: „ავტოქარხნის“, „გამარჯვების“, „გუმათის“, „ვაკისუბნის“, „კახიანოურის“, „მუხნარის“, „ნიკეას“, „საფიჩხიის“, „სულხან-საბას“, „უქიმერიონის“, „ქალაქ-მუზეუმის“, „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოები.
1. ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია, მათ კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.
2. ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან.
3. ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება.
4. ტერიტორიულ ერთეულში საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების მონიტორინგი, შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
5. ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, ტერიტორიულ ერთეულში ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და სახალხო განხილვების ორგანიზება, მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების სისტემატიზება და მერისათვის წარდგენა.
6. ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების თაობაზე წინადადებების მომზადება.
7. სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
8. მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზება.
9. მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვა, განხილვა და წინადადებების მიწოდება თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში.
10. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მოსახლეობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე.
11. მონაწილეობის მიღება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში და ამ პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში.
12. ტერიტორიულ ერთეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და წარდგენა, კომპეტენციის ფარგლებში.
13. ტერიტორიულ ერთეულში უსახლკარო პირების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და წარდგენა, კომპეტენციის ფარგლებში.
14. უფლებამოსილების ფარგლებში, მოქალაქეებზე კანონით გათვალისწინებული ცნობების გაცემა.
15. ტერიტორიულ ერთეულში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის თაობაზე წინადადებების მომზადება და მერისათვის წარდგენა.
16. ტერიტორიულ ერთეულში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვის, დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.
17. ტერიტორიულ ერთეულში საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
18. ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფაზე, მათი საზღვრების დადგენასა და შეცვლაზე, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
19. მონაწილეობის მიღება ტერიტორიული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგემვაში, შესაბამისი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში, კომპეტენციის ფარგლებში.
20. სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობისა და სხვ.) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დამცავი ნაგებობები და სხვ.) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება.
21. ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების ხელშეწყობა და მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში.
22. შესაბამის ორგანიზაციებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ელექტრიფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის მომზადება.
23. შესაბამის ორგანიზაციებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ეკოლოგიური გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიულ ძეგლთა დაცვის ხელშეწყობა და მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში.
24. მონაწილეობის მიღება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო გაწვევის შეკრებების ჩატარების ორგანიზების საკითხებში, კომპეტენციის ფარგლებში.
25. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
26. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.
27. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
1. ტერიტორიულ ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) მიიღონ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავიანთ ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადონ წინადადებები ტერიტორიული ორგანოს წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადონ წინადადებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიაწოდონ მერიის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას.;
ე) მონაწილეობა მიიღონ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ვ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ითანამშრომლონ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნონ საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე ტერიტორიული ორგანოს საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
თ) დადგენილი წესით განახორციელონ ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.
1. თითოეული ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. მერის რწმუნებული:
ა) მერის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ ტერიტორიულ საზღვრებში;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის დაგეგმვას და შეიმუშავებს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ვ) განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა შორის;
თ) ქმნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ი) ამზადებს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
კ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ლ) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
მ) წარუდგენს მერს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ნ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მერის რწმუნებული ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
1. ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ქალაქ ქუთაისის მერის მიერ;
2. ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
დ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.