"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №61
2010 წლის 15დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილების №1 დანართ ში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულება/ შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის, პირველ ი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ ქუთაისის მერიის აპარატი /შემდგომში – „აპარატი“/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის საორგანიზაციო, დოკუმენტირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მატერიალურ-ტექნიკურ, საგარეო ურთიერთობების ა და საერთაშორისო პროგრამების განვითარების, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას“.
2. დადგენილების №І დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ/„საგარეო ურთიერთობ ებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება;“.
3. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ, საგარეო, საბუღალტრო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, კომპეტენციის ფარგლებში“.
4. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საგარეო ურთიერთობ ებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება:
ა) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და ამ ორგანოებიდან საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ოფიციალური დელეგაციების საპროტოკოლო მომსახურებას;
ბ) ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებისათვის საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში;
გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ და სხვა შეხვედრებზე საუბრებისა და ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას და აფორმებს დადგენილი წესით;
ე) ახორციელებს იმ ღონისძიებების /ეროვნული დღესასწაულები, აღლუმები, ჯილდოების გადაცემა და სხვა საცერემონიო ღონისძიებები/ საპროტოკოლო უზრუნველყოფას, რომელშიც მონაწილეობენ თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები;
ვ) კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების ინფორმირებას, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, გადაადგილებასთან და მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) ახორციელებს თვათმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო გამოსვლების საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან უცხოეთში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან და ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას;
ი) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას ქალაქის ინტერესებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით;
კ) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროგრამებისა და საგრანტო კონკურსებისათვის პროექტების მომზადებას;
ლ) თანამშრომლობს ქალაქ ქუთაისში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციებთან;
მ) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს დასავლეთევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები) და სხვა ენებზე, მაღალკვალიფიციურად;
ნ) თარგმნის და ამზადებს ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური პოლილინგვისტური ვებ-გვერდის /www.kutaisi.gov.ge/ შესაქმნელად;
ო) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;
პ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და აპარატის უფროსის დავალებებს.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი