„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250211, 25/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №05

2011 წ ლის 11 თებერვალი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის№14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებ ით (გაზეთი „აჭარა“, №26, 06,03,2010 წ., გვ.23)დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებ ის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;

ბ) მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენ ის, რეკონსტრუქცი ის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;

გ) მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;

ე)მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებ ა და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი.მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთ ება-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;

ზ) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ ი დავალებებ ის შესრულება.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

მუნიციპალური კეთილმოწყობის განყოფილებ ის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;

გ) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;

დ) მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

ე) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;

ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი,კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების,შადრევან-აუზების, ტყე-პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;

ლ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომ ი ორგანოსადმი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ ი დავალებებ ის შესრულება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. ფარტენაძე

    

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2011.
როდის იქნა მიღებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.02.2011. მიმღები ორგანო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №05. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.133.016023.
სად არის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №05, 11.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1206771/