„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2010 ბოლო ცვლილება 10.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 04/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№55

2010 წლის 22 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილების,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-6მუხლის ,,ჟ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში მითითებული რედაქციით.

მუხლი 2

    „მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში დამკვეთის დავალების განხორციელება;

დ) არქიტექტურულ-სამშენებლო დარგში თანამედროვე საინფორმაციო ბანკისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან, საჭიროების შემთხვევაში მათთან მოლაპარაკებების წარმოება;

ზ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

თ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ი) მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის დონის, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის მასალებისა და კონსტრუქციების ახალი სახეობების დანერგვის ორგანიზება;

კ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ., დაგეგმარების ორგანიზება;

ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოს ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასების მოდელირება;

მ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ ისტორიული ნაწილის დაცვის ზონების საზღვრებში ცალკეული შენობების (გარდა უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებისა) რესტავრაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, ადაპტაციის და ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვა;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონირების დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადება;

ო) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;

პ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;

ჟ) განიხილოს და მოამზადოს პროექტები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის, გარე რეკლამის მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხები;

რ) შენობა-ნაგებობების ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა;

ს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შემუშავება;

ტ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;

უ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.“.

    მუხლი3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14),საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           გ.ფეიქრიშვილი