„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 21/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2010 წ ლის 7 დეკემბერი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 26 თებერვლის№14 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 26 თებერვლის №14დად­გენილებ ით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06,03,2010.,გვ.23)დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ. საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კო ო რდინაცია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;“.

ბ) მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებ ის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;

ბ) მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენ ის, რეკონსტრუქცი ის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;

გ) მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორ­ციელება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქ­ნიშ­ნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;

ე) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამ­ხედველობის განხორციელებ ა და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექ­ნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი.მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელ­ვა­ჩაუ­რის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათ­ვალის­წინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;

ზ) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფ­როსის ცალკეულ ი დავალებებ ის შესრულება;“.

გ) მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მუნიციპალური კეთილმოწყობის განყოფილებ ის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;

გ) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;

დ) მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

ე) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;

ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გა­რე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორ­მის შენობა-ნაგებობების,შადრევან-აუზების, ტყე-პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონის­ძიე­ბების განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;

ლ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომ ი ორგანოსადმი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფ­როსის ცალკეულ დავალებებ ის შესრულება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   მ. ფარტენაძე