„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.133.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407002, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წ ლის 5 აპრილი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის№23  დადგენილებაში დამატებების   შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 13 ივლისის №23 დად­გენილებ ით (გაზეთი „აჭარა“ №77, 14.07.2010, გვ.15–19) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატე ბები:

ა) მე-8 მუხლის  პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის   ქვეპუნქტი:

,,ლ) შიდა აუდიტის სამსახური“;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

,,13. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგა ნ ოებისა და გამგეობაზე დაქვემდებარებული სხვა დაწესებულებების  მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს, გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა ს და შეფასება ს, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას,გამგეობის სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს და ახორციელებს,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით,ამ დებულებითა და გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის   დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       მ. ფარტენაძე