„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2020 წლის 4 დეკემბერი ქ. ჭიათურა |
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას; დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას“.
ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება;
ბ) ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზღვრულ ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება, სამინისტროსა და სააგენტოსთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) უსახლკარო ოჯახების/პირების რეგისტრაცია და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით პროცედურების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/განხორცეილება;
ვ) სოციალურ სფეროში თვითმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და შესაბამისი სამინისტროების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების განხორციელება/ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ნ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის და ერთიანი ბაზის წარმოება;
ო) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
ჟ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამისი რეაგირება;
რ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა;
ს) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
ტ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სოციალური მუშაობის ჩატარება;
უ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორცილება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.12.2020. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.129.016364.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №24, 04.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016364 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5045920/