„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2023 წლის 3 ოქტომბერი დაბა ადიგენი |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 4. სოციალურ საკითხთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
1. სოციალურ საკითხთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარებას;
ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
გ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობას სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
ვ) სოციალურ საკითხთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობა-ორგანიზებას;
ზ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
თ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას, მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ი) რეკომენდაციების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა, ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
ლ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
მ) ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ნ) სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
ო) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
პ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას;
ჟ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას;
რ) საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის და ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის ჩართვას;
ს) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას და მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას;
ტ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, ხელშეკრულებების პირობების მომზადებას;
უ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ფ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობასა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს;
ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.
|