,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.001.110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 31/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება165

2008 წლის 30 ივლისი

. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№132 დადგე­ნილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის№129 დადგენილებაში (სსმIII, 2008 წ., №75, მუხლი 811) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის გაცემა განხორციელდეს ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

3. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით თავიანთი კომპე­ტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტო­რიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწე­სებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აფხა­ზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო სამმარ­თველოს შესა­ბამისი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, მიკროუბნებში განახორციელონ სამასალე მერქნის მისაღებად ხეტყის მონიშვნა ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით და შესაბამისი სახელ­მწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასა­ბუთებული შუამ­დგომ­ლობის საფუძველზე (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახ­ლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის მისაღებად გან­ცხადების წარდგენისა და განხილ­ვისათვის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბლიკების მთავრობების მიერ დადგენილი პრო­ცედურების შესაბამისად) დაუმაგრონ ადგილობრივ მოსახლეობას ზეზემ­დგომი ხეტყე თითოეული კომლისათვის არა უმეტეს 5 კუბ. მ სამასალე მერ­ქნის მისაღებად.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი . გურგენიძე