,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტში აღნიშნული ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტით“, ხოლო სამასალე მერქნის გაცემა – „სამასალე მერქნის წარმოშობის დამადასტურებული დოკუმენტით“, რომლის ფორმასა და გაცემის წესს „სამასალე მერქნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე და სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე), აგრეთვე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარგებლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.“;
გ) დებულების მე-2 მუხლის 31 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) წიაღით სარგებლობისას;“;
დ) დებულების მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიატები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 15 (თხუთმეტი) პროცენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სატყეო დეპარტამენტთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების მე-2 დანართის შესაბამისად.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი
1. დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „სამასალე მერქნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“.
2. დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის გაცემა განხორციელდეს ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
3. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, მიკროუბნებში განახორციელონ სამასალე მერქნის მისაღებად ხე-ტყის მონიშვნა ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დაუმაგრონ ადგილობრივ მოსახლეობას ზეზემდგომი ხე-ტყე თითოეული კომლისათვის არა უმეტეს 5 კუბმ სამასალე მერქნის მისაღებად.
4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართვა, რომელსაც ეს უკანასკნელი წარადგენს ადგილობრივი მოსახლეობიდან პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის მოპოვების უფლების მინიჭების შესახებ შემოსული განცხადებების განხილვის საფუძველზე.“.
მუხლი 3. დადგენილების ამოქმედება
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
- „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 15.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №129. სარეგისტრაციო კოდი — 390.050.020.10.003.001.074.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.12.2010-დან.
- სად არის „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №129, 15.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.001.074 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5698/