,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.10.003.001.111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 31/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2008 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს 32 და 33 პუნქტები:

„32. ხე-ტყის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტები: „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“, „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

33. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აკრძალულია: ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის ტრანსპორტირება, ხე-ტყის რეალიზაცია. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ პირს.“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ან მისი ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

2008 წლის 25 სექტემბრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“.

    მუხლი 3. დადგენილების ამოქმედება

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 20 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე