„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№243
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№243

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „ტყით სარგებ­ლობის ლიცენზიე­ბის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დე­ბულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის­ 11 აგვის­ტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებუ­ლებაში ცვლილე­ბებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №75, მუხლი 811) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით, თავიანთი კომპეტენ­ციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე, საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერი­ტო­რიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმარ­თველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აფხაზე­თის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო და­წე­სებულების – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლე­ბა­მოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მი­წა­ზე დაყრილი მოთხრილი, მოტეხილი, ქარტეხილი ხე-ტყე და აღ­ნიშნული ხე-ტყიდან სამასალე მერქანი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბლიკების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის მისაღებად განცხა­დების წარდგენისა და განხილვისათვის აჭარისა და აფხაზეთის ავ­ტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მიერ დადგენილი პრო­ცე­დურებით) გასცენ ადგილობრივი მოსახლეობის თითოეულ კომლზე არა უმეტეს 5 კუბ.მ-ის ოდენობისა.“.

2. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 31 პუნქტი.

    მუხლი 2.

ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარები­სა­თ­­ვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ამ დადგენი­ლე­­ბის ამოქმედებამდე დაწყებული პროცედურები (თუ დაწყებული პრო­­­ცედურების ფარგლებში წარმოდგენილია „ბუნებრივი რესურ­სებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახ­დის დამადასტურებელი დოკუმენტი) დასრულდეს ამ დადგენი­ლების ამოქმედებამდე არსებული წესით.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური