„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №75, მუხლი 811) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, მიკროუბნებში განახორციელონ სამასალე მერქნის მისაღებად ხეტყის მონიშვნა ტყეკაფის გამოყოფის წესის მიხედვით და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, სამასალე მერქნის მისაღებად განცხადების წარდგენისა და განხილვისათვის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად) დაუმაგრონ ადგილობრივ მოსახლეობას ზეზემდგომი ხეტყე – თითოეული კომლისათვის არა უმეტეს 5 კუბ.მ სამასალე მერქნის მისაღებად.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2010 წლის 1 ივნისამდე.“.

    მუხლი 2

გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2010 წლის 1 ივნისამდე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური