,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 21/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ.1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე), ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.

7. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამოყოფილ ფართობზე ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვა (ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოთა შესრულება) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა, რომელიც აღნიშნული მასალების განხილვის შემდეგ გამოყოფს ტყეკაფს მიწით მოსარგებლისათვის მიღება-ჩაბარების აქტით. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოს და მისივე მითითებით და მის სამოქმედო ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს (დასაწყობდეს) მიწით მოსარგებლის მიერ.

8. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.“.

2. დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. მე-2 მუხლის მე-3, 43 და 44 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2008 წლის 1 ნოემბრამდე.“.

9. მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ძალაშია 2008 წლის 1 ნოემბრამდე.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი