„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.019322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2016 წლის 9 ივნისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის  2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში  (სსმ, №94, 12/08/2005)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიასა და ამავე ტერიტორიაზე,  ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით.“.

2. 14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის  თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ხოლო სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კანონიერ სარგებლობაში არსებობისას − მოსარგებლის თანხმობა, მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების შესახებ;“.

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების, სამკურნალო ტალახის, წყლის (ჩამოსასხმელი, მინერალური ან/და თერმული)) მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს საქმიანობის განმახორციელებელი პირი.“.   

4. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2016.
როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №257. სარეგისტრაციო კოდი — 380050000.10.003.019322.
რამდენი მუხლისგან შედგება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №257, 09.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019322 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3305626/