„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016783
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 110

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№136დადგენილებაში (სსმ, 2005წ., მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს5წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა.ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად დამატებით არა უმეტეს 5 წლის ვადის დადგენის თაობაზე. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია, არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);“.

2. 71 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას, ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური