„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილები თ (სსმ, 2005 წ ელი , მუხ ლი 1068) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს 71   მუხლი ს პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

2. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13.ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის ას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღე-ღამური) ან სხვაგვარი მოცულობის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროება ს, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებ ებ ი.“.

3. 71 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური