,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 02/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2009 წლის 30 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 71 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 73 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური