,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.692
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 23/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №51

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

     „მუხლი 72. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი

1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 6 თვისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე) აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.

4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი