„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №602 |
|
2015 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14, 15 და 16 პუნქტები:
„14. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საბადოს ფარგლებში, ერთსა და იმავე იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე გაცემულია ორი ან მეტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და წიაღით სარგებლობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების საშუალებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ლიცენზიების გაერთიანება. ლიცენზიების გაერთიანების თაობაზე, სამინისტროს შუამდგომლობით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
15. ამ მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსხვავებული სალიცენზიო პირობებისა და ვადების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ლიცენზიის მოქმედების ვადა და შეცვლილი ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობები.
16. ამ მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, დაინტერესებული მხარე ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს თითოეული ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ) ლიცენზიების გაერთიანების აუცილებლობის დასაბუთებას.“.
2. 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები:
„8. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდულ ვადებში და გამარტივებული პროცედურებით სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების, სამკურნალო ტალახის, წყლით (ჩამოსასხმელი, მინერალური ან/და თერმული)) სარგებლობის უფლების მინიჭებას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სააგენტო, მის მიერ მომზადებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე. ამგვარ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მოქმედება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა - X და Y კოორდინატების მითითებით;
ბ) ინფორმაცია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობისა და სახეობის შესახებ;
გ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ, ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
10. თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის, შესაბამისი ფორმულით, შესაბამის წელზე/წლებზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“.
|