„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №351
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებ აში (სსმ, 2005 წ ელი, მუხ ლი 1066) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასა და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტყი თ სარგებლობის გეგმით ან/და შესაბამისი ტყის ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ ტყის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის (ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობასთან, ჭრის სახესთან, ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სატყეო უბნ(ებ)ის სატყეო კვარტ ა ლ(ებ)ის ფარგლებში საერთო ფართობთან, მათ შორის, ტყით დაფარულ ფართობსა და საექსპლუატაციო ფართობთან მიმართებაში) განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია შესაბამის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ. ამასთან, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიში ს) შეცვლა საქართველოს კანონმდებლობით ჭრას დაქვემდებარებული ტყის მერქნიანი (გარდა წითელი ნუსხით გათვალისწინებულისა) სახეობით (ჯიში თ) შესაძლებელია, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა დადგენილი წესით არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი შესაბამისი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიში ს) შეცვლა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტყის მერქნიან სახეობათა სხვა ჯგუფში შემავალი სახეობით (ჯიში თ), ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს შეცვლილი ხის მერქნიანი სახეობის (ჯიში ს) გათვალისწინებით „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაანგარიშებული სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასის ა და ამ თანხის 10% ბიჯის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღების ა თვის გადახდილ საბოლოო თანხას შორის სხვაობა, თუ ამ პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა აღემატება ლიცენზიის აღებისთვის გადახდილ საბოლოო თანხას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური