„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.017009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№132დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№132დადგენილებაში (სსმ, 2005წ. , მუხ.1066 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8მუხლს დაემატო სშემდეგი შინაარსის34–36 პუნქტები :

„34 . ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული ტყით სარგებლობის გეგმით დაზუსტებულ ფართობს შორის განსხვავების არსებობისას , ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე,ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა,ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვების პირობით. აღნიშნულ შემთხვევაში,სამინისტროს გადაწყვეტილებით,შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.

35. იმ შემთხვევაში,თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაზუსტებულ იქნა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ტყით სარგებლობის გეგმით ან ინვენტარიზაციის მასალებით,არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული მერქნიანი მცენარის ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ჯიშით (სახეობით) შეცვლა ან/და დამატება მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის შეუცვლელად. აღნიშნულ შემთხვევაში,სამინისტროს გადაწყვეტილებით,შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.

36. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავების არსებობისას , ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე,ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში,თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს,ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის , სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის2008წლის4აპრილის№1 -1/480ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -6მუხლის მე-4პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის10% -ის ჯამი , თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით,სამინისტროს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი .“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი