„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №431 |
|
2025 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.
2. მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.
3. მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ლიცენზიის აღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელმა, რომლის დამტკიცებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას ამოეწურა კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების ვადა, უნდა წარადგინოს მართვის გეგმის ახალი პროექტი ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შემდეგ, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის მფლობელისთვის შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში, სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი;“.
4. მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გადამცემი და ლიცენზიის მიმღები სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას;“.
5. მე-4 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.
6. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავებების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (სამინისტროსთან შეთანხმებით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის სხვაობა, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა რამ არ იქნება დადგენილი.“.
|