„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.021239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2019 წლის 15 მაისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-7 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.“.

2.  მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა სამინისტროში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შემდეგ, სამინისტროს მიერ ლიცენზიის მფლობელისთვის შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი;“.

3.   მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ სამინისტროს მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება). ამასთან, დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის თანხმობით, სამინისტროს შუამდგომლობით.“.

4.  მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული ტყით სარგებლობის გეგმით დაზუსტებულ ფართობს შორის განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვების პირობით. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.“.

5.  მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.  იმ შემთხვევაში, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაზუსტებულ იქნა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ტყით სარგებლობის გეგმით ან ინვენტარიზაციის მასალებით, არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე  და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხე-ტყის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნიანი მცენარის ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ჯიშით (სახეობით) შეცვლა ან/და დამატება მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის შეუცვლელად. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია,  დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.“.

6.  მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავებების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ −  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის სხვაობა, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სხვა რამ არ იქნება დადგენილი.“.

7.   მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  11პუნქტი:

„111. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ლიცენზიის მაძიებელს, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას − ლიცენზიის მფლობელს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. გაცემული ლიცენზიის შემთხვევაში,  დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე