„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.020799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2018 წლის 5 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის „მ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადიკსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 11-ს ისე, რომ ერთი ფიზიკური პირი, რომელიც რამდენიმე კოოპერატივის წევრია, ჩაითვლება ერთ მეპაიედ. მეპაიე, რომელსაც მფლობელობაში არ გააჩნია ან საპაიო ფონდში არ შეუტანია ფური ან/და დეკეული, მეპაიეთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე  არანაკლებ 1,5 ჰა-ისა და არაუმეტეს 4 ჰა-ისა, რომლებიც რეგისტრირებულია იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) პროგრამაში მონაწილეობის საკითხი განხილულია საერთო კრების მიერ და მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საერთო კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში პროგრამაში რეგისტრაცია გამოაცხადოს რამდენჯერმე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების არასწორად/არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტო უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს.“.

6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადგენის ვადად განისაზღვროს ამავე პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენიდან არაუმეტეს 6 თვისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ქონების ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2018 წლის 1 აპრილამდე – არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის მონაწილისათვის გადაცემის თაობაზე ქონების ეროვნული სააგენტო საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მონაწილისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა მონაწილეს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთ მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაიეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, ან თუ გაკეთებული განაცხადების რაოდენობა აჭარბებს პროგრამისათვის მიმდინარე წელს განკუთვნილი ბიუჯეტის ოდენობას, მაშინ  განაცხადები დაკმაყოფილდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.“.

8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9.  დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

1.5 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა 

შესყიდვის წელი

ელექტროსასწორი (500 ლიტრი)

1

2018

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რძის გამაცივებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)      

1

რძის ფილტრი

1

ყველის სახარში აბაზანა, ორთქლით გაცხელებით (500 ლიტრი)

1

საწნეხი ურიკა 2 სექციით (500 ლიტრი)

1

შრატის ავზი, ორთქლით გაცხელებით (500 ლიტრი)

1

ყველის ფორმები  (უჟანგავი ლითონის)

40

ყველის დასაყოვნებელი თაროები 5 იარუსიანი, 1 იარუსი: 1000 X 750 მმ

25

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა  (2000 X 800 X 850 მმ)

2

ყველის გადასატანი ურიკა

1

დამბალხაჭოს დერგები (25 ლიტრი)

80

სეპარატორი  ნაღების მოსახდელი (1000 ლ/სთ)

1

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით (300 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები  (200 კგ)

1

კარაქის მექანიკური დამუშავების (ფორმირების) დანადგარი

1

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა შემრევით   ხაჭოსთვის (500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო  (3000 ლ/სთ)

3

რძის ტუმბო თვითშემწოვი (2000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

დასაყოვნებელი ავზები  (2200 X 900  X 1000 მმ)

3

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი ეტიკეტირების ფუნქციით (15 კგ)

1

პოლიეთილენის აპკში შესაფუთი დანადგარი

1

ურიკა პალეტებისთვის

1

ცხელი წყლით რეცხვის აპარატი

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა (უჟანგავი ლითონის მილები)

150 მეტრი

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი 150 კგ/სთ

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

რძის მზიდი ავტომანქანა, ცისტერნით 2 სექციით, თითო სექცია 1 ტონა

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

2

პრინტერი

1

კარადა

2

მაგიდა

2

ტუმბო

2

სკამი

10

 

 

 

 

დანართი 2

 

10 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა 

შესყიდვის წელი

ელექტროსასწორი (1000 ლიტრი)

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018

რძის გამაცივებელი რეზერვუარი    (2500 ლიტრი)      

2

რძის გამაცივებელი რეზერვუარი    (2000 ლიტრი)

1

რძის ფილტრი

1

რეზერვუარი ერთკედლიანი (2000 ლიტრი)   

1

ყველის სახარში აბაზანა  ორთქლით გაცხელებით (1000 ლიტრი)

2

შრატის ავზი, ორთქლით გაცხელებით (2000 ლიტრი)

2

საწნეხი ურიკა 2 სექციით (1000 ლიტრი)

2

ყველის ფორმები  (უჟანგავი ლითონის)

120

სასულგუნე მასის მოსაზელი დანადგარი

1

ყველის დასაყოვნებელი თაროები 5-იარუსიანი, 1 იარუსი: 1000 X 750 მმ

60

დასაყოვნებელი ავზები (2200 X 900 X 1000 მმ)

12

ყველის გადასატანი ურიკა

2

პასტერიზატორი ნაკადური მოქმედების       (1000 ლ/სთ)

1

ყინულოვანი წყლის გენერატორი

1

სეპარატორი  ნაღების მომხდელი (3000 ლ/სთ)

1

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით, (500 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები    (200 კგ)

1

კარაქის მექანიკური დამუშავების (ფორმირების) დანადგარი

1

ჰომოგენიზატორი  (1200 ლ/სთ)

1

შუალედური ავზი რძის ჩამოსასხმელი ხაზისთვის, 1-კედლიანი (1000 ლიტრი)

1

რძის ჩამოსასხმელი კომბინირებული ტექნოლოგიური ხაზი (1500 ლ/სთ):  პოლიეთილენის ბოთლების ტრანსპორტიორი, დოზატორი, ბოთლების სტერილიზატორი, მარკირების ლაზერული დანადგარი,  ქილების მოსახუფი დანადგარი, შემგროვებელი მაგიდა

1

CIP რეცხვის სისტემა (3 რეზერვუარი, თითო 500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო   (5000 ლ/სთ)

5

რძის ტუმბო თვითშემწოვი (3000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა  (2000 X 800 X 850 მმ)

3

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი ეტიკეტირების ფუნქციით  (15 კგ)

1

პოლიეთილენის აპკში შესაფუთი დანადგარი

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა  (უჟანგავი ლითონის მილები)

250 მეტრი 

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი (400 კგ/სთ)

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

რძის მზიდი, ცისტერნა 3 სექციით, თითო სექცია 2 ტონა

1

სადისტრიბუციო ავტომანქანა რეფრეჟერატორით 

1

სილოსის შესაფუთი დანადგარი

1

სილოსის დამქუცმაცებელ-დამტვირთავი აგრეგატი

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

3

პრინტერი

2

კარადა

3

მაგიდა

4

ტუმბო

4

სკამი

20

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე