„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
300300000.16.009.016629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №29

2023 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესებით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს. ცენტრალური ევროპული დრო (CET) – დრო, რომელიც ორი საათით ჩამორჩება თბილისის დროს ყოველი კალენდარული წლის მარტის ბოლო კვირა დღის 05:00 საათიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღის 05:00 საათის ჩათვლით, ხოლო სხვა პერიოდში – 3 საათით.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბირჟაზე განაცხადის განთავსებით მონაწილეები გამოხატავენ მისი შესრულების მზადყოფნას.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) კომისიის მიერ დამტკიცებულ, ამ წესების მე-16 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას;“;

დ) მე-12 მუხლის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მონაწილედ რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება“;

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონაწილედ რეგისტრაციამდე ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავად ამოწმებს, გაწევრიანებულია თუ არა მონაწილე დაბალანსების ჯგუფში, რომელიც მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაშია მითითებული.“;

დ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორი კანდიდატს უგზავნის თანხმობას რეგისტრაციაზე, თუ განცხადება შეესაბამება ამ წესების მე-11–მე-13 მუხლებით, მათ შორის, ბირჟის ოპერატორის მიერ დამტკიცებული რეგისტრაციის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი კანდიდატს ამავე ვადაში უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე.“;

დ.დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1114 პუნქტები:

„11. რეგისტრირებული (ხელშეკრულებით განსაზღვრული) მონაცემების ცვლილებისას მონაწილე ვალდებულია ბირჟის ოპერატორს წარუდგინოს რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადება, რომელიც ბირჟის ოპერატორის მიერ განიხილება, როგორც რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნა.

12. თუ რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადება აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, ერთი დღის ვადაში ასახოს შესაბამისი მონაცემები მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი იმავე ვადაში უგზავნის მონაწილეს დასაბუთებულ უარს მონაცემების ცვლილებაზე.

13. თუ მონაწილე ითხოვს ახალი პორტფელის რეგისტრაციას ან არსებული პორტფელის დაკავშირებას სხვა დაბალანსების ჯგუფთან, შესაბამისი ცვლილების პლატფორმაზე ასახვა მოხდება ცვლილების მოთხოვნიდან მე-3 სამუშაო დღეს.

14. თუ მონაწილემ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებული ცვლილებების მოთხოვნის შესახებ დროულად არ მიმართა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულად ანაზღაურებაზე.“.

ე) მე-13 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. მონაწილეთა რეესტრი“;

ე.ბ) მე-3მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ვ) მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს არ აქვს უფლება, აუქციონის სისტემასთან წვდომის საშუალება მისცეს სხვა პირს. მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი, მასთან დაკავშირებული პორტფელის/პორტფელების ფარგლებში, უფლებამოსილია აუქციონის სისტემაში:

ა) განათავსოს განაცხადი;

ბ) გაეცნოს ვაჭრობის შედეგებსა და განთავსებულ განაცხადებს;

გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს სხვა ინფორმაცია განაცხადისა და ვაჭრობის შედეგების შესახებ.“;

ზ) მე-15 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პორტფელის რეგისტრაციას ან/და ცვლილებას ახდენს ბირჟის ოპერატორი, კანდიდატის/მონაწილის მიერ მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების საფუძველზე.“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ყოველთვის გაწევრიანებული იყოს მის პორტფელთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფში. თუ მონაწილის პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფი არ არის მოქმედი/აქტიური, მონაწილეს არ მიეცემა ასეთ დაბალანსების ჯგუფთან დაკავშირებული პორტფელებით ვაჭრობის შესაძლებლობა. მონაწილე ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების, დაბალანსების ჯგუფის ან დაბალანსების ჯგუფში მისი წევრობის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს, რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადების წარდგენით.“;

თ) მე-16 მუხლის:

თ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დღით ადრე ბაზრის პლატფორმაზე განაცხადი ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ აღინიშნება უარყოფითი ნიშნით, ხოლო ყიდვის შესახებ – დადებითი ნიშნით. დღიური ბაზრის პლატფორმაზე ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა აისახოს პლატფორმაზე შესაბამის „ყიდვის“ ან „გაყიდვის“ ველში.“;

თ.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განაცხადის სისწორეზე და განთავსებული განაცხადის მონაწილის ნამდვილ ნებასთან შესაბამისობაზე, მათ შორის, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვეებში, პასუხისმგებელია მონაწილე.

9. მონაწილე უფლებამოსილია, პლატფორმის აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევით განსაზღვრული წესით, დასახმარებლად მიმართოს ბირჟის ოპერატორს, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახერხებს განაცხადის განთავსებას. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, მონაწილის განაცხადის განთავსების მიზნით, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა, მათ შორის:

ა) გაუწიოს მონაწილეს ტექნიკური დახმარება განაცხადის განთავსებისას;

ბ) მიიღოს მონაწილისგან შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

გ) გამოიყენოს პლატფორმაზე მონაწილის მიერ რომელიმე სხვა პერიოდისთვის უკვე განთავსებული განაცხადი.“.

ი) მე-17 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, აუქციონის სისტემაში განთავსებული ყველა განაცხადი გაუქმდება.

6. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა, შესაძლებელია, ასევე, შეჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბირჟაზე ვაჭრობა აღდგება ასეთი შემთხვევის დასრულებისთანავე. ვაჭრობის აღდგენის ზუსტი დროის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.“;

კ) მე-20 მუხლის:

კ.ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.“;

კ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მონაწილეობის შეჩერება არ არის ამ წესების 24-ე მუხლში აღწერილი ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი.“.

ლ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მონაწილის მიერ მოთხოვნილი თარიღიდან, ხოლო ამ წესების 24-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან.“.

მ) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონაწილეთა ტექნიკური დახმარების მიზნით მოქმედებს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზი, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველ კალენდარულ დღეს, 24 საათის განმავლობაში.“.

ნ) 24-ე მუხლის:

ნ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის ინვოისს საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, გადაიხადოს ინვოისში მითითებული თანხა მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა ხდება ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბირჟის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. რეგისტრაციისას/პორტფელის დამატებისას მონაწილე გადაიხდის წლიურ საფასურს კალენდარული წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად (რეგისტრაციის/პორტფელის დამატების თვის ჩათვლით), ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბანკო ანგარიშზე. თუ მონაწილეს გაუუქმდება ბირჟაზე რეგისტრაცია ან პორტფელი, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა, ამ პუნქტით განსაზღვრული უკვე გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.“;

ნ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მონაწილის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადაუხდელობა განიხილება, როგორც საკუთარი ინიციატივით მონაწილის უარი ბიჟაზე მონაწილეობაზე/შესაბამისი პორტფელით ვაჭრობაზე და იწვევს ბირჟაზე მონაწილეობის/შესაბამისი პორტფელით ვაჭრობის შეწყვეტას, ამ წესების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადიდან.“;

ნ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით. დაკისრებული პირგასამტეხლოს ინვოისს ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, ინვოისში მითითებული თანხა გადაიხადოს მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.“;

ო) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენის (არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 13:00 საათისა) შემდეგ, ბაზრის თითოეული მონაწილისათვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება დადასტურებული მონაცემები მისი ტრანზაქციების შესახებ, მომდევნო დღის ყოველი საათისათვის.“;

პ) 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაცხადი ძალაშია განთავსების მომენტიდან, მისი შეცვლის, გაუქმების (მათ შორის ამ წესების მე-17 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში) ან შესატყვის განაცხადთან თანხვედრის მომენტამდე ან ვაჭრობის დახურვამდე.“;

რ) 36-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტანდარტული საათობრივი (ლიმიტირებული) განაცხადი – განაცხადი, რომელშიც მითითებულია ლიმიტირებული ფასი და რომელიც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ბ) „ბლოკური განაცხადი – ერთზე მეტ თანმიმდევრულ საათზე განთავსებული განაცხადი, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ სრულად არის შესაძლებელი. ამავდროულად, ერთი ბლოკური განაცხადი შეიძლება დაწყვილდეს მხოლოდ ერთ ბლოკურ განაცხადთან;“;

ს) 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დღიურ ბაზარზე ერთი მონაწილის სხვადასხვა პორტფელს შორის ვაჭრობა დაუშვებელია. შესაბამისად, ერთი მონაწილის მიერ სხვადასხვა პორტფელით განთავსებული განაცხადების თანხვედრა პლატფორმაზე არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს განაცხადები სტანდარტული წესით შეიძლება ექვემდებარებოდეს დაწყვილებას.“;

ტ) 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს ელექტროენერგიის ფასსა და რაოდენობას, ტრანზაქციის განხორციელების დროს, განაცხადის ტიპს, პორტფელის სახელსა და იმ სავაჭრო წარმომადგენლის ანგარიშს, რომელმაც განათავსა განაცხადი. ასევე, ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.“;

უ) 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის

ბირჟის ოპერატორმა დღიური ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) ყოველი საათის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.“;

ფ) მე-40 და 41-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;

ქ) 42-ე მუხლის:

ქ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაფიქსირებული ავარია ან სხვაგვარი შეფერხება“;

ქ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების შესახებ შეტყობინებისას, ბირჟის ოპერატორი წყვეტს დღიურ ბაზარზე ვაჭრობას, შეტყობინებაში განსაზღვრული ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების და ვაჭრობის შეჩერების შესახებ მონაწილეების ინფორმირება.“;

ქ.გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ღ) 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაანგარიშებების შესაბამისად, მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშების განახლებასა და ინვოისების გაგზავნას (ფინანსური კლირინგი);“;

ყ) 45-ე მუხლის:

ყ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბირჟის ოპერატორი ვაჭრობის შედეგების შესაბამისად გამოწერს ინვოისებს. ინვოისის გამოწერა ხდება ყოველდღე, 15:00 საათამდე:

ა) დღით ადრე ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღეს (მომდევნო დღის მიწოდების პერიოდისთვის);

ბ) დღიური ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღის მომდევნო კალენდარულ დღეს (წინა დღის მიწოდების პერიოდისათვის).“;

ყ.ბ) მე-2 პუნქტის:

ყ.ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინვოისის გამოწერის თარიღი და ფიზიკური მიწოდების დღე;“;

ყ.ბ.ბ) „ვ“„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფიზიკური მიწოდების დღისთვის ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა;

ზ) ფიზიკური მიწოდების დღისთვის ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება;

თ) მონაწილის მიერ გადასახდელი ან მისაღები თანხის ოდენობა.“;

ყ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინვოისი მისი გამოწერისთანავე ხელმისაწვდომია კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში, იმ მონაწილის ანგარიშზე, რომელმაც ბირჟაზე იყიდა ან/და გაყიდა ელექტროენერგია. ბირჟის ოპერატორი ინვოისებს გამოწერს როგორც მის მიერ გაყიდულ (მისთვის გადასახდელ), ისე მის მიერ ნაყიდ (მის მიერ გადასახდელ) ელექტროენერგიაზე.

5. მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე მოცემულია საათობრივი მონაცემები ნავაჭრ რაოდენობებსა და თანხებზე.“;

შ) 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის, მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით. დაკისრებული პირგასამტეხლოს ინვოისს ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, ინვოისში მითითებული თანხა გადაიხადოს მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.“;

ჩ) 48-ე მუხლის:

ჩ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაწილის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა, გამოიხატოს მხოლოდ ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია ბირჟის ოპერატორის ინიციატივით, ბირჟის ოპერატორის მიერ დადგენილი წესით. ფინანსური ვალდებულებების დასაფარად სადეპოზიტო თანხის გამოყენების შემთხვევაში, მონაწილეს არ დაეკისრება ამ წესების 46-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო.“;

ჩ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ ვადიანი გარანტია, გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე, არ ჩაანაცვლა სხვა გარანტიით, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.“;

ც) 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბირჟის ოპერატორი 11:00 საათამდე ამოწმებს წარდგენილი გარანტიის შესაბამისობას ამ წესებთან, ასევე, ამ წესების 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიის მიმართ დამატებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მონაწილის ანგარიშზე შესაბამისი ცვლილების ასახვით ადასტურებს.“;

ძ) 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. გარანტიის მოთხოვნის გაუქმება

1. ბირჟაზე რეგისტრირებული მონაწილე უფლებამოსილია, ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმება, თუ ოპერატორის მიმართ ამ წესების საფუძველზე წარმოშობილი გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს:

ა) სრულად – გარანტიის მოთხოვნა უქმდება სრულად, გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 1 დღეში;

ბ) ნაწილობრივ – თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა მონაწილის მიერ წარმოდგენილი გარანტია, გარანტიის მოთხოვნა გაუქმდება მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის საჭირო ამ წესებით, მათ შორის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟის ოპერატორის მიმართ არსებული გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 3 დღეში, წერილობით შეატყობინოს მონაწილეს იმ გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც არ ხდება გარანტიის მოთხოვნილი მოცულობით გაუქმება.“.

წ) 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაწილის საკლირინგო ანგარიში აერთიანებს მონაწილის ერთ ან რამდენიმე პორტფელს ბაზრის ერთ სეგმენტზე და დაკავშირებულია მონაწილის საბანკო ანგარიშთან.“;

ჭ) 55-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების“ შესაბამისად;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ელექტროენრგიის წარმოებისა და მოხმარების საშუალებების მართვა თვითდისპეტჩირებით.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბაზარი – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი;

ბ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შესასრულებლად სავალდებულო შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციას და მიუთითებს ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან/და გაცემაზე;

გ) შიდაზონალური ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

დ) თვითდისპეტჩირება – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრას, მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ;

ე) ტრანსსასაზღვრო ნომინაცია – სატენდერო ზონასა და სხვა არეალს შორის განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

ვ) ნომინაციის შიდა შესაბამისობა – შიდაზონალური ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

ზ) ნომინაციის გარე შესაბამისობა – ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობასთან;

თ) ტრანზაქცია – ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ დადებული გარიგება;

ი) ნომინაციის შესაბამისობის ციკლი – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა;

კ) გაუთვალისწინებელი გადახრა – ტრანსსასაზღვრო ხაზზე ნომინირებულზე მეტი ან/და ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი ან/და ექსპორტი, რომელიც შესაძლოა იყოს უარყოფითი ან/და დადებითი;

კ.ა) უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრა - ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე ნაკლები ელექტროენერგიის ექსპორტი;

კ.ბ) დადებითი გაუთვალისწინებელი გადახრა – ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი;

ლ) უბალანსობა – ელექტროენერგიის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებულ ან/და მოხმარებულ ელექტროენერგიასა და შესაბამის ნომინაციას შორის სხვაობას, ხოლო აღრიცხვის პერიმეტრის არარსებობის შემთხვევაში – ყიდვისა და გაყიდვის ნომინაციებს შორის სხვაობას;

მ) დამამძიმებელი უბალანსობა – უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ნ) შემამსუბუქებელი უბალანსობა – უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ამცირებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ო) საანგარიშო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდზეც ბაზარზე ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება. საანგარიშო პერიოდი უდრის ერთ კალენდარულ თვეს, რომელიც იწყება თვის პირველი კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება იმავე კალენდარული თვის ბოლო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

პ) უბალანსობის ანგარიშსწორება – უბალანსობისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების ან თანხის მისთვის გადახდის ფინანსური ანგარიშსწორების მექანიზმი;

ჟ) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ხდება უბალანსობის გამოთვლა. ერთი უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი უდრის ერთ ასტრონომიულ საათს;

რ) უბალანსობის ფასი – ფასი, რომელიც გამოითვლება უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაფიქსირებული უბალანსობისათვის;

ს) ობიექტი – ელექტროსადგური ან მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა;

ტ) სატენდერო ზონა – გადამცემი სისტემის ოპერატორის კონტროლის გეოგრაფიული არეალი, იგივე უბალანსობის არეალი, სადაც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში, ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა და უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორება;

უ) დაბალანსების მომსახურება – საბალანსო ელექტროენერგიის ან/და საბალანსო სიმძლავრის მიწოდება;

ფ) საბალანსო სიმძლავრე – სიმძლავრის მოცულობა, რომლის დარეზერვებაზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი შეუთანხმდა გადამცემი სისტემის ოპერატორს და რომლის შესაბამისადაც, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი მიწოდების პერიოდისთვის წარადგენს სატენდერო განაცხადებს სიმძლავრეზე და სიმძლავრის შესაბამის საბალანსო ელექტროენერგიაზე;

ქ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი – დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული ობიექტი და, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდების უფლება;

ღ) კვალიფიკაციის პროცესი – პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობების გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ყ) საბალანსო პროდუქტი – საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელსაც დაბალანსებისათვის შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. საბალანსო პროდუქტი შესაძლოა იყოს მოკლებადი ან მომატებადი;

შ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი – საბალანსო სიმძლავრის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და რომელსაც, საბალანსო სიმძლავრის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

ჩ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და რომელსაც საბალანსო სიმძლავრის/საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. სიხშირის აღდგენის რეზერვი შესაძლოა იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი;

ც) ავარიული სწრაფი რეზერვი – საბალანსო პროდუქტი, რომლის შესყიდვა და გააქტიურება ხდება გადატვირთვის/ავარიის მართვის, ასევე, დაბალანსების სხვა ღონისძიებებისთვის;

ძ) სატენდერო განაცხადი – დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის სისტემაში განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას, გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი საბალანსო პროდუქტი;

წ) ელექტროენერგიის მიწოდების დღე – კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება და რომელიც იწყება კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება მომდევნო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

ჭ) რანჟირების სია – სატენდერო განაცხადების სია, რომელიც ყალიბდება თითოეულ ბლოკზე და ასახავს ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხი პერიოდისათვის გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას სატენდერო განაცხადებში მითითებული ელექტროენერგიის ფასის (ლარი/მეგავატ-საათი) მიხედვით, მომატებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, ხოლო მოკლებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მაქსიმალურიდან მინიმალურამდე;

ხ) ზღვრული ფასი – რანჟირების სიის მიხედვით ბოლოს გააქტიურებული საბალანსო პროდუქტის სატენდერო განაცხადში მითითებული ფასი;

ჯ) გაცხადებული ფასი - სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო პროდუქტის ფასი;

ჰ) გააქტიურება – გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნა, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოხდეს ხელით მართული ან/და ავტომატური დაბალანსების მომსახურების მიწოდება;

1) გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისაგან მოთხოვნილი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა;

2) ბაზრის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ოპერირებას;

3) პლატფორმა – ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს ნომინაციების წარდგენისა და დადასტურების, უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლის, საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერების, საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების, ფინანსური ანგარიშსწორებისა და ბაზართან დაკავშირებულ სხვა სისტემებს;

4) ბირჟა – ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრები;

5) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას;

6) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

7) კონცეფცია – კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია;

8) ქსელის წესები – კანონის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ქსელის წესებში და კომისიის მიერ დამტკიცებულ სხვა სამართლებრივ აქტებში.“;

გ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

T – დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების დღიური საფასური;

nì – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში), რომელშიც არ გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის, ნომინაციები;

Nì – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ყველა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში), რომელშიც არ გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის, ნომინაციები;

TD – კომისიის მიერ დადგენილი დღიური ტარიფი;

í – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით დადგენილ მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში ერთხელ, ბაზრის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის 22 რიცხვისა, ბაზრის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.“;

დ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. პლატფორმის ან პლატფორმის ცალკეული მოდულის ხელმიუწვდომლობის შემთხვევისათვის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების ინსტრუქცია

გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს პლატფორმის ან პლატფორმის ცალკეული მოდულის ხელმიუწვდომლობის შემთხვევისათვის ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირების ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების ინსტრუქციას.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ დაბალანსების ჯგუფზე, რომლის ნომინაციიდან გადახრა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) გადატვირთვის/ავარიის მიზეზით და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნით;

ბ) ქსელის წესების შესაბამისად კუნძულოვან სქემაზე გადართვის პროცესში.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბირჟის ოპერატორი, ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაციის ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენის მიზნით, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად.“.

ვ) მე-9 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ა.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის (ელექტროენერგიის მწარმოებელი/ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი/მიმწოდებელი/ტრეიდერი/მსხვილი მომხმარებელი) თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;“;

ვ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესების 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის Em კომპონენტით განსაზღვრული საპროგნოზო მონაცემი, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდიდან თითოეულისთვის, რომელზეც არ გააჩნია ასეთი მონაცემი (გარდა ტრეიდერისა);“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს მის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღე და აირჩიოს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიების ალტერნატივებიდან ერთ-ერთი (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი).“.

ზ) მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორის შემოწმებისას გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებით წარდგენილ აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილი/წერტილები გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფის ქვეშ, გადამცემი სისტემის ოპერატორი ასეთი აღრიცხვის წერტილს/წერტილებს აკუთვნებს განმცხადებელს ამ წესების შესაბამისად მისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის დაწყების დღიდან. გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსების ჯგუფის ასეთი ცვლილების შესახებ, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს ბირჟის ოპერატორს, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, კომისიას, იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის მიკუთვნებაც მოხდა განმცხადებლისათვის და დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს.

7. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც აცნობებს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის ოდენობას და მოქმედების ვადას. მითითებული შეტყობინებით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია განმცხადებლის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილ, უნდა იქნეს ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.“.

თ) მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე (გარდა ტრეიდერისა) აღრიცხვის მონაცემების მიღება.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ბირჟის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს.“.

ი) მე-13 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით დაბალანსების ჯგუფის ცვლილება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს შემდეგი ფორმებით:

ა) ახალი დაბალანსების ჯგუფის დამატება;

ბ) არსებული დაბალანსების ჯგუფის გაუქმება;

გ) გაუქმებული დაბალანსების ჯგუფის აღდგენა;

დ) არსებული დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების დამატება ან/და გაუქმება.“;

ი.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ახალი დაბალანსების ჯგუფის ან/და არსებული დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების დამატების, ასევე, გაუქმებული დაბალანსების ჯგუფის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ბ1“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი/მონაცემები.“;

ი.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ისეთი დაბალანსების ჯგუფის დამატების ან/და აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის აღრიცხვის მონაცემი, განმცხადებელი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემი.“.

კ) მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია შეესაბამება ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დასტურდება განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის მონაცემების სისწორე და დაკმაყოფილებულია ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილი მოთხოვნები, გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედებას იმავე განცხადებაში მითითებული დღიდან და აღნიშნულის შესახებ, განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს განმცხადებელს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ბირჟის ოპერატორს და გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამისი დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე აღრიცხვის მონაცემების მიღება.“.

ლ) მე-15 მუხლის:

ლ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება წარდგენილია განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განცხადების განხილვისას, ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტისა და 49-ე მუხლის შესაბამისად, აფასებს განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილების გავლენას განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილება იწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის შემცირებას ან გაზრდას, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღნიშნულის შესახებ, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ატყობინებს განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის გაზრდილი ოდენობით წარდგენის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებლი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში მითითებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტია.“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის ოდენობის შემცირების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ფინანსური გარანტიის ფორმისა და შესამცირებელი თანხის პროპორციულობის გათვალისწინებით, განაცხადოს თანხმობა შესამცირებელი ფინანსური გარანტიის ოდენობის თაობაზე.“.

მ) მე-16 მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა ჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული დღიდან.“;

მ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილი არ არის, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება, თავის ქვეშ ელექტროენერგიის მიწოდების, წარმოების ან მოხმარების საქმიანობისათვის, ასევე, საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის/დაბალანსების ჯგუფების (ასეთის არსებობისას) სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებამდე.“;

მ.გ) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

მ.დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

მ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება იწვევს სტატუსშეჩერებული პირის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებული საქმიანობის/საქმიანობების განმახორციელებელი პირის/პირების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას. ამასთან, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებისთანავე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი პირის ქვეშ გაერთიანებული ობიექტის ქსელიდან გათიშვას, ხოლო თუ ასეთი პირის ქვეშ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდებისათვის - უზრუნველყოფს აღრიცხვის შესაბამისი პერიმეტრის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისათვის მიკუთვნებას.“;

მ.ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართვიდან და იმავე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილის/წერილების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს.“.

ნ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერების წესი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების ამ წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 72 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების მომენტიდან. წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერება.

3. თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის განმეორებით წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 48 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება განმეორებითი წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების მომენტიდან. განმეორებითი წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის წერილობით გაფრთხილებაში მითითებული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებას, სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის ღონისძიებები არ გამოიყენება.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაუყოვნებლივ უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, რაც იწვევს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მისი მონაწილეობის შეჩერებას.

7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაწესების გარეშე, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უარს აცხადებს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე და აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება.

8. ფინანსური გარანტიის ამ წესებით დადგენილ ვადაში ან/და პირობებით წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება დაუყოვნებლივ, შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენამდე, დამატებითი და განმეორებითი ვადის დაწესების გარეშე.

9. ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების დღიდან, დაუყოვნებლივ, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს წერილობით აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსისა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერების შესახებ. წერილობით შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გარემოებები, რამაც გამოიწვია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის აღდგენის წინაპირობები (ასეთის არსებობისას).

10. პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება შეჩერების შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლების აღმოფხვრამდე. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი აღმოფხვრის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერების საფუძველს/საფუძვლებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორსა და ბირჟის ოპერატორს.“.

ო) მე-17 მუხლის:

ო.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა წყდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული დღიდან.“;

ო.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილი არ არის, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა თავის ქვეშ ელექტროენერგიის მიწოდების, წარმოების ან მოხმარების საქმიანობისათვის, ასევე, საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების (ასეთის არსებობისას) სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებამდე.“;

ო.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სტატუსის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, აცნობოს კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, ბირჟის ოპერატორს, იმ პირს, რომელსაც შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტატუსშეწყვეტილი პირის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებული საქმიანობის/საქმიანობების განმახორციელებელი პირის/პირების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტას. ამასთან, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტისთანავე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი პირის ქვეშ გაერთიანებული ობიექტის ქსელიდან გათიშვას, ხოლო თუ ასეთი პირის ქვეშ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდებისათვის - უზრუნველყოფს აღრიცხვის შესაბამის პერიმეტრის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისათვის მიკუთვნებას.“.

პ) მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ჟ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ბაზრის ოპერატორს, პლატფორმის მეშვეობით, წარუდგინოს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია ან/და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია. ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ბირჟის ოპერატორის მიერ, ავტომატურად, ბირჟის პლატფორმის მეშვეობით.“.

რ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის არაუგვიანეს 15:00 საათისა, ხოლო ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია - ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის დახურვიდან არაუგვიანეს 15 წუთის განმავლობაში.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ან ნომინაციის წარდგენისას წარმოშობილი სხვა ტექნიკური შეფერხების დროს, ბირჟის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორთან შეთანხმებით, ბირჟაზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველ ნომინაციას წარადგენს სხვა ისეთ ვადაში, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.“.

ს) 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის დღით ადრე და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია, ასევე, ტრანსსასაზღვრო ნომინაცია დადასტურებამდე გადის შესაბამისობის ციკლს. ასეთი ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში, მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია შესაბამისობის ციკლს გადის ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 15:00 საათიდან იმავე დღის არაუგვიანეს 15:30 საათისა, ხოლო ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნომინაცია – ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 19:00 საათიდან არაუგვიანეს იმავე დღის 19:30 საათისა.“.

ტ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორის მიერ დასტურდება პლატფორმის მეშვეობით, ნომინაციის შესაბამისობის ციკლის დასრულებისთანავე. აღნიშნულის შესახებ ბაზრის ოპერატორი აცნობებს ბირჟის ოპერატორსა და შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნილი შეტყობინებით. ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია დასტურდება ნომინაციის შესაბამისობის ციკლის გავლის გარეშე.“.

უ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. თუ განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია სრულყოფილია, განცხადების განხილვის ხსენებული ვადის ამოწურვიდან მეორე სამუშაო დღიდან განმცხადებელი გადის კვალიფიკაციის პროცესს, რომელიც წარიმართება ამ წესების 27-ე მუხლის შესაბამისად.“.

ფ) 27-ე მუხლის:

ფ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. კვალიფიკაციის პროცესი“;

ფ.ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვალიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს არაუმეტეს 45 სამუშაო დღეში.

2. კვალიფიკაციის პროცესის გავლის შედეგად უნდა დადასტურდეს, რომ ობიექტი აკმაყოფილებს ამ წესების დანართით შესაბამისი საბალანსო პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს.

3. კვალიფიკაციის პროცესში ჩასატარებელი ტესტები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო პროცედურის განმსაზღვრელი ინსტრუქციით, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.“;

ფ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ განმცხადებელი წარმატებით გაივლის საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტებს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი კვალიფიკაციის პროცესის დასრულებისთანავე ადგენს წერილობით ოქმს, რომელსაც იმავე დღეს უგზავნის განმცხადებელს.“;

ფ.დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები:

„8. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს კვალიფიკაციის პროცესის ხელახლა გავლა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელ ობიექტზე იგეგმება ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ობიექტის ადგილობრივი მართვის სისტემის მოწყობილობების განახლება ან/და მართვის პარამეტრების ცვლილება და რაც, სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის ამ წესების დანართით დადგენილი მახასიათებლების დაცვით მიწოდებაზე;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისთანავე, შესაბამისი საბალანსო პროდუქტის ამ წესების დანართით დადგენილი მახასიათებლების დაცვით, ვერ უზრუნველყო საბალანსო პროდუქტის მიწოდება.

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების/გარემოებების დადგომის შესახებ.

10. საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტის ერთი აგრეგატი/ენერგობლოკი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი საბალანსო პროდუქტის მისაწოდებლად.“.

ქ) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდების უფლება აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭებისთანავე.“.

ღ) 29-ე მუხლის:

ღ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ღ.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესების 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის პროცესის ხელახლა გავლამდე.“;

ღ.გ) მე-3 პუნქტის:

ღ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმდა ის დაბალანსების ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტი და ასეთი დაბალანსების ჯგუფის მიკუთვნება მოხდა სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის;“;

ღ.გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ღ.დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ღ.ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტის, როგორც დაბალანსების ჯგუფის, სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ გაერთიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ხსენებულ ობიექტზე იძენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს ობიექტის საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის დარჩენილი ვადით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირზე სრულად ვრცელდება დაბალანსების მომსახურების მიწოდებისათვის ამ წესებით დადგენილი წესები.“.

ყ) 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

„მუხლი 291. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების წესი

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების ამ წესების 29-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაუყოვნებლივ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 72 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება წერილობითი გაფრთხილების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღების მომენტიდან. წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

3. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის განმეორებით წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 48 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება განმეორებითი წერილობითი გაფრთხილების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღების მომენტიდან. განმეორებითი წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის წერილობით გაფრთხილებაში მითითებული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებას, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების ღონისძიებები არ გამოიყენება.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერდება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება, რაც იწვევს ბაზარზე მისი მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეიძლება შეუჩერდეს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაწესების გარეშე, თუ:

ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ ასრულებს ან უარს აცხადებს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებაზე და აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ) სახეზეა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების ამ წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი/საფუძვლები.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების დღიდან, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას წერილობით აცნობებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების შესახებ. წერილობით შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გარემოება/გარემოებები, რამაც გამოიწვია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის/საფუძვლების მითითებით;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების აღდგენის წინაპირობები (ასეთის არსებობისას).

9. იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრება ის გარემოება/გარემოებები, რაც გახდა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების საფუძველი, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლებას, შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების აღდგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს აცნობოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას.“.

შ) 30-ე მუხლის:

შ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

შ.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ვერ გაიარა ხელახალი კვალიფიკაციის პროცესი, ამ წესების 27-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) გავიდა საბალანსო პროდუქტზე ამ წესების 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიკაციის ვადა და იმავე პუნქტის შესაბამისად არ მომხდარა კვალიფიკაციის განახლება.“.

ჩ) 31-ე მუხლის:

ჩ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერი ბაზრის ოპერატორის მიერ ცხადდება სიხშირის შენარჩუნების რეზერვის ან/და სიხშირის აღდგენის რეზერვის შესყიდვაზე ელექტროენერგიის მიწოდების ყოველი კვირის პერიოდისთვის. სატენდერო განაცხადების მიღება იწყება ელექტროენერგიის მიწოდების ყოველი კვირის პერიოდის წინა კალენდარული კვირის ორშაბათს 07:30 საათზე და იხურება იმავე კალენდარული კვირის ხუთშაბათს 15:00 საათზე.“;

ჩ.ბ) მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატენდერო განაცხადები სიხშირის აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა ან/და მოკლებაზე.“.

ც) 32-ე მუხლის:

ც.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადს წარადგენს ტენდერით გამოცხადებულ შესაბამის საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო სიმძლავრის ტენდერით გამოცხადებულ საბალანსო პროდუქტზე სატენდერო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს არაუმეტეს იმ მოცულობის ფარგლებში, რომელზეც კვალიფიცირებულია.“;

ც.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი სატენდერო განაცხადს წარადგენს სიხშირის აღდგენის რეზერვზე, მის მიერ ასევე წარდგენილ უნდა იქნეს სატენდერო განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიაზე. 

12. კუნძულოვან სქემაში მოხვედრის შემთხვევაში, კუნძულოვან სქემაში მოხვედრის მომენტიდან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება საბალანსო სიმძლავრის ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო განაცხადის წარდგენა.“.

ძ) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება

1. თუ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების მიღებისათვის ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წარდგენილი სატენდერო განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის ჯამური მოცულობა ნაკლებია ელექტროენერგიის მიწოდების კვირისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ პროგნოზირებულ შესასყიდ საბალანსო სიმძლავრის მოცულობაზე, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე გრძელდება დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება საბალანსო სიმძლავრის დარჩენილ შეუსყიდავ მოცულობაზე. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების წარსადგენად ბაზრის ოპერატორი იწვევს დამატებით შესასყიდ შესაბამის რეზერვზე კვალიფიცირებულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების წარდგენის შესახებ ბაზრის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს შეტყობინებას უგზავნის ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის დღეს. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება გრძელდება და საბალანსო სიმძლავრის ტენდერი იხურება მომდევნო დღის 15:00 საათზე.“.

წ) 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების შერჩევა ხდება სატენდერო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვისთანავე. სატენდერო განაცხადების შერჩევის კრიტერიუმია სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ფასი. შერჩევა ხდება ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით.“.

ჭ) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ხ) 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიის მიწოდების თორმეტ უწყვეტ პერიოდში სამჯერ ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს.“.

ჯ) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატენდერო განაცხადები სიხშირის აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა ან/და მოკლებაზე.“.

ჰ) 38-ე მუხლის:

ჰ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კუნძულოვან სქემაში მოხვედრის მომენტიდან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო განაცხადის წარდგენა.“;

ჰ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოკლებად სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის დადებითი ფასი განსაზღვრავს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისათვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო სატენდერო განაცხადის უარყოფითი ფასი - გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელ ღირებულებას.“.

1) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის. რანჟირების სიის მიხედვით გასააქტიურებელი სატენდერო განაცხადის შერჩევა ხდება სატენდერო განაცხადის უმცირესი ფასის პრინციპით. გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისათვის სატენდერო განაცხადები შეირჩევა ქსელის წესებით დადგენილი წესით.“.

2) მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება და რეალურ დროში საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისთანავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ ან ვერ მოხდა საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება, მიუწოდებელი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის გამოთვლისას და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნაზღაურდება საბალანსო სიმძლავრის ღირებულება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომლის დროსაც მის მიერ საბალანსო ელექტროენერგია ვერ იქნა მიწოდებული.

4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს საანგარიშო პერიოდში სამჯერ, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.“.

3) VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI. ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი“;

4) 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ავარიული სწრაფი რეზერვის ფასი

1. ავარიული სწრაფი რეზერვის შესყიდვა ხდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. ავარიული სწრაფი რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია ანაზღაურდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ ავარიული სწრაფი რეზერვის თითოეული წყაროსთვის გაანგარიშებული ელექტროენერგიის ტარიფით.

მუხლი 42. ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

1. ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურების კონკრეტულ დროს და გასააქტიურებელი ავარიული სწრაფი რეზერვის მოცულობას განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს ავარიული სწრაფი რეზერვი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ავარიული სწრაფი რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია გამოიყენოს დაბალანსების, მათ შორის, გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისთვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დროს და მისივე მოთხოვნის შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდებას, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდის/პერიოდების შესახებ, რომელ პერიოდშიც/პერიოდებშიც მის მიერ ვერ ხერხდება ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება.

4. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავარიული სწრაფი რეზერვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი ავარიული სწრაფი რეზერვის, როგორც გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის, მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის მოცულობის გამოთვლისას.

5. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს საბალანსო სიმძლავრის ღირებულება არ აუნაზღაურდება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომელ პერიოდზეც/პერიოდებზეც მის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის არ ან ვერ იქნა მიწოდებული ავარიული სწრაფი რეზერვი.

6. დაბალანსებისათვის გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება გაითვალისწინება ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობის მოცულობისა და ფასის გაანგარიშებისას. გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებების, მათ შორის, ამ წესების 532 მუხლის შესაბამისად მოსარგებლებზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედების (თუ ხსენებული ღონისძიების გამოყენება ხდება გადატვირთვის/ავარიის სამართავად) დროს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს აუნაზღაურდება ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფიდან.“;

5) 43-ე და 44-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. უბალანსობის მოცულობის გამოთვლა

1. უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიხედვით უბალანსობის მოცულობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

 

სადაც:

Q BG,IMB,ISP   –  დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q BG,IN დაბალანსების ჯგუფის მიერ ქსელში გაცემული აღრიცხული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q BG,OUT დაბალანსების ჯგუფის მიერ ქსელიდან მიღებული აღრიცხული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q_BG,PUR,ISP განიმარტება შემდეგნაირად:

 

სადაც:

QBG,PUR,ISP   –  დაბალანსების ჯგუფისთვის შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QBG,PUR.NOM,ISP ელექტროენერგიის ყიდვის ნომინაციები დაბალანსების ჯგუფის მიხედვით, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QDown,BR   სატენდერო განაცხადების მიხედვით მოკლებად საბალანსო პროდუქტზე გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში (მეგავატ-საათში);

QBG,SOLD,ISP  განიმარტება შემდეგნაირად:

QBG,SOLD,ISP დაბალანსების ჯგუფის მიხედვით გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QBG,PUR.NOM,ISP ელექტროენერგიის ყიდვის ნომინაციები დაბალანსების ჯგუფის მიხედვით, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QUP,BR   სატენდერო განაცხადების მიხედვით მომატებად საბალანსო პროდუქტზე გააქტიურებული საბალანსო ელექტროენეგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში(მეგავატ-საათში). 

 

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

QSYS,IMB,ISP   ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში (მეგავატ-საათში);

QBG,NET.IMB,ISP    ყველა დაბალანსების ჯგუფის უბალანსობების სალდირებული მოცულობა (მეგავატ-საათში).

 

მუხლი 44. უბალანსობის ფასის გამოთვლა

1. უბალანსობის ფასი გამოითვლება პლატფორმის მეშვეობით უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის.

2. უბალანსობის ანგარიშსწორებისას უბალანსობის ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Pimb,ISP – უბალანსობის ფასის აბსოლუტური მნიშვნელობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის (ლარი/მეგავატ-საათი);

 NTRBE,ISP– განიმარტება შემდეგნაირად:

NTRBE,ISP = Income BE,ISP  - Expenses BE,ISP

სადაც:

NTRBE,ISP – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სრული მოცულობის ღირებულება;

Income BE,ISP განიმარტება შემდეგნაირად:

Income BE,ISP = I aFRR,bal + I mFRR,bal + I ER,bal + I UD

IncomeBE,ISP უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IaFRR,bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

ImFRR,bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IER,bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურებისათვის და მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IUD უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრის მიზეზით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

Expenses BE,ISP  – განიმარტება შემდეგნაირად:

Expenses be,ISP = E aFRR,bal + E mFRR.bal + E ER,bal + EUD

Expenses BE,ISP  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EaFRR,bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EmFRR.bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EER,bal დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურებისათვის და მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EUD უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დადებითი გაუთვალისწინებელი გადახრის მიზეზით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება.

3. E UD  და I UD კომპონენტების მნიშვნელობისათვის, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში დადებითი და უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრების ფასად აიღება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე წინა საანგარიშო პერიოდის ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი.“;

6) 45-ე მუხლის:

6.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უბალანსობის საანგარიშსწორებო მონაცემები ფორმირდება პლატფორმაზე, ნომინაციებისა და აღრიცხვის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე.“;

6.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშსწორების აქტი წარმოადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების, ასევე, გასული საანგარიშო პერიოდის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, პლატფორმაზე უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდის აგრეგირებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაბალანსების ჯგუფისათვის დაანგარიშებული მთლიანი მოცულობებისა და მთლიანი ღირებულებების ჯამური მონაცემების ამსახველ დოკუმენტს. ანგარიშსწორების აქტი არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.“;

6.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„.21. ამ წესების 531 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე უზრუნველყოფს პლატფორმაზე ტექნოლოგიური დარღვევით დაზარალებული პირის პოზიციის კორექტირებას იმგვარად, რომ მის ნაცვლად უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სისტემის შესაბამის ოპერატორს. ამ მიზნებისთვის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშსწორების აქტში უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში უბალანსობაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ნულოვანი ღირებულებით, ხოლო სისტემის შესაბამისი ოპერატორის ანგარიშსწორების აქტის შესაბამის ველში გამოისახება კომპენსაციის ფარგლებში გადაკისრებული უბალანსობის/უბალანსოებების ღირებულებები.“;

6.დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამცემი სისტემის ოპერატორი და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული არიან, ანგარიშსწორების აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყონ მისი დადასტურება. დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე, ანგარიშსწორების აქტი მიიჩნევა მხარეთა მიერ დადასტურებულად. ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ანგარიშსწორების აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ანგარიშსწორების აქტში მითითებულ მონაცემებთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დასაბუთებული პრეტენზია. ანგარიშსწორების აქტში მითითებული მონაცემის/მონაცემების უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ასეთი უზუსტობის დადგენიდან არაუგვიანეს იმავე წლის წლიური კორექტირების ციკლის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემის/მონაცემების შესწორება და კორექტირებული ანგარიშსწორების აქტის ფორმირება. წლიური კორექტირების ციკლის საფუძველზე, ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ამ წესების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.“;

7) 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ბირჟის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის ფინანსური გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესების 48-ე მუხლის შესაბამისად.“;

8) 47-ე - 49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში

1. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს არანაკლებ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ვადითა და ოდენობით მოქმედი ფინანსური გარანტია. ფინანსური გარანტია შესაძლოა იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

2. მოკლევადიანი ფინანსური გარანტია უნდა იყოს განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან იმავე საანგარიშო პერიოდის ნარჩენი კალენდარული დღეებისა და დამატებით არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით მოქმედი. მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის ოდენობა, თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის, გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

COLL = Fsys.error * Em* Pm

3. გრძელვადიანი ფინანსური გარანტია უნდა იყოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან არანაკლებ 150 კალენდარული დღის ვადით მოქმედი და მისი ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმულებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

COLL – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

Fsys.error – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის მოხმარების საათობრივ გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი პროცენტებში, რომელსაც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორი და აქვეყნებს თავის ვებგვერდზე;

Em – გასული წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (რომელ საანგარიშო პერიოდზეც განმცხადებელს/დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება ფინანსური გარანტიის წარდგენა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში შემავალი ობიექტის/მიმწოდებლის/სისტემის ოპერატორის ინდივიდუალურად სალტეზე გაცემული/მოხმარებული/მიწოდებული, ხოლო სისტემის ოპერატორებისათვის – ქსელში დანაკარგი – ელექტროენერგიის საშუალო დღიური მოცულობისა და საანგარიშო პერიოდში ნარჩენი კალენდარული დღეების ნამრავლის აბსოლუტური ჯამი მეგავატ-საათში, ხოლო ასეთის არ არსებობისას – იდენტური წესით გაანგარიშებული საპროგნოზო მონაცემი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგური კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ნაცვლად/გარდა ელექტროენერგიის წარმოებისა, აპირებს ერთ მეგავატ-საათზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას, ვალდებულია, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს შესაბამისი საპროგნოზო მონაცემი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურს უფიქსირდება ელექტროენერგიის როგორც სალტეზე გაცემა, ასევე ერთ მეგავატ-საათზე მეტი მოხმარება, ფინანსური გარანტიის დაანგარიშებისას Em კომპონენტში გაითვალისწინება სალტეზე ელექტროენერგიის გაცემისა და მოხმარების სააღრიცხვო მონაცემების აბსოლუტური ჯამი.

MAX(Em1; Em2; Em3; Em4 ) – პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის Em კომპონენტების უდიდესი მნიშვნელობა;

Pm– ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საშუალო საათობრივი ფასი.

Fsys.error და Pm კომპონენტებად გაითვალისწინება ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მომენტისათვის არსებული სიდიდეები.

5. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ დაბალანსების ჯგუფისთვის, რომელიც შექმნილია მხოლოდ ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ყოველი ასეთი დაბალანსების ჯგუფისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

6. მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით. ფინანსური გარანტია გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე.

7. განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის მე-7 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული Em განმარტების მიხედვით დადგენილი განახლებული საპროგნოზო მონაცემი, თუკი იგი ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით განმცხადებლის მიერ წარდგენილ მონაცემს აღემატება 20%-ზე მეტი ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარდგენა. გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარსადგენად გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

9. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ასეთ დაბალანსების ჯგუფზე ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

10. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი გრძელვადიანი ფინანსური გარანტია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორი ფინანსური გარანტიის შესავსებად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში შევსებული ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

მუხლი 48. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილოების დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ

1. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ოდენობის მოკლევადიანი – საანგარიშო პერიოდის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღით მოქმედი ან გრძელვადიანი – არანაკლებ 120 კალენდარული დღის ვადით მოქმედი ფინანსური გარანტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

COLL – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ერთი, ორი და სამი საანგარიშო პერიოდით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის/პერიოდების განმავლობაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწვეული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი უბალანსობის აბსოლუტური თანხობრივი ოდენობების დადებითი სხვაობის საშუალო.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფი/ჯგუფები შექმნილია მხოლოდ ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის, ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი/მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით. შევსებული/ახალი ფინანსური გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

5. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გრძელვადიანი ფინანსური გარანტია გამოყენებულ იქნა ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორი ფინანსური გარანტიის შესავსებად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში შევსებული ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად, გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, თუ იგი წარმოადგენს ასეთი ელექტროსადგურის/ელექტროსადგურების ოპერირების განმახორციელებელ პირს და მის ქვეშ გაერთიანებული არ არის სხვა დაბალანსების ჯგუფი, ასეთ დაბალანსების ჯგუფზე თავისუფლდება ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

მუხლი 49. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ გარანტიასა და უბალანსობის ღირებულებას შორის შესაბამისობის დადგენა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პერიოდულობით ადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობასა და ფულადი სახით გამოხატულ უბალანსობას შორის შესაბამისობას. წარდგენილ ფინანსურ გარანტიასა და ფულადი სახით გამოხატულ უბალანსობას შორის შესაბამისობა დგინდება საანგარიშო პერიოდში გასული კალენდარული დღეების დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი ჯამური უბალანსობის აბსოლუტური მოცულობების (მეგავატ-საათი) დადებითი სხვაობის ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საათობრივი ფასის საშუალოზე ნამრავლით მიღებული ღირებულებისა და წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობის შედარებით.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისობას ადგენს საანგარიშო პერიოდში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან მე-10 კალენდარული დღის მდგომარეობით, ხოლო იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, რომლის დაბალანსების ჯგუფი/ჯგუფები შექმნილია ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის – ყოველ სამუშაო დღეს. 

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ უბალანსობის ღირებულება წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობას აღემატება 5 000 ლარზე მეტი ოდენობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ვადაში, წარადგინოს გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტია. დადგენილ ვადაში გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად, გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ წესების 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაანგარიშებული თანხების სალდირებული ოდენობა შეადაროს ამ წესების 47-ე ან 48-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ ფინანსურ გარანტიას. თუ სალდირებული ოდენობა წარდგენილ ფინანსურ გარანტიას აღემატება 5 000 ლარზე მეტი ოდენობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს გაზრდილი/შევსებული ფინანსური გარანტია. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.“;

9) 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება გადამცემი სისტემის ოპერატორს გადაუხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს გადაუხადოს დაბალანსებაზე არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.“;

10) 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისათვის წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესისათვის გამოიყენება ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტი.“;

11) 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში მიწოდებული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება აუნაზღაურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.“;

12) 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.“.

13) 53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 და 532 მუხლები:

„მუხლი 531. კომპენსაციის გაცემის წესი ტექნოლოგიური დარღვევის შემთხვევაში

1. თუ ქსელში დაფიქსირებული ტექნოლოგიური დარღვევა იწვევს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების ამსახველი ნომინაციიდან გადახრას, ნომინირებულსა და ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ამ მუხლის შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის წარმოების ამსახველი ნომინაციიდან გადახრის შემთხვევაში:

ა) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან;

ბ) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის იმ საათის ფასით, როდესაც დაფიქსირდა ნომინაციიდან გადახრა ან თუ გადახრა დაფიქსირებულია ერთზე მეტ საათში – დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათების და მოცულობების (გადახრების) საშუალო შეწონილი ფასით.

3. ელექტროენერგიის მოხმარების ამსახველი ნომინაციიდან გადახრის შემთხვევაში:

ა) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის იმ საათის ფასით, როდესაც დაფიქსირდა ნომინაციიდან გადახრა ან თუ გადახრა დაფიქსირებულია ერთზე მეტ საათში – ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათების და მოცულობების (გადახრების) საშუალო შეწონილი ფასით;

ბ) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, ვალდებულია გადაიხადოს ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულება.

4. ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის ინიცირება, მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ქსელის წესებით განსაზღვრული ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის ინსტრუქციის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ქსელის წესების შესაბამისად დადგინდა ტექნოლოგიური დარღევის გავლენა ელექტროენერგიის ბაზარზე, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, სისტემის შესაბამის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-12 კალენდარული დღისა, აცნობოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად კომპენსირების ან კომპენსაციაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, სისტემის შესაბამისი ოპერატორის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ანგარიშსწორების მომენტში ქსელის წესების შესაბამისად უკვე გამოვლენილია ტექნოლოგიურ დარღვევაზე პასუხისმგებელი პირი, ასეთ ანგარიშსწორებას ახორციელებს აღნიშნული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშსწორება უნდა უზრუნველყოს იმ სისტემის ოპერატორმა, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქსელშიც დაფიქსირებულია შესაბამისი ტექნოლოგიური დარღვევა.

7. სისტემის შესაბამის ოპერატორს უფლება აქვს, ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის აქტით ტექნოლოგიურ დარღვევაში გამოვლენილი პასუხისმგებელი პირისგან/პირებისგან მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად მის მიერ გადახდილი კომპენსაციის რეგრესის წესით ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, ტექნოლოგიურ დარღვევაში გამოვლენილი პასუხისმგებელი პირი/პირები ვალდებულია/ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის საფუძველზე გადახდილი კომპენსაციის გადახდა, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 532. კომპენსაციის გაცემის წესი მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედების შემთხვევაში

1. იმ ელექტროსადგურის სიმძლავრის მომატების შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მომატებადი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელს აუნაზღაუროს უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც დგინდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათის/საათების ფასისა და გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

2. იმ ელექტროსადგურის გამორთვის/სიმძლავრის შეზღუდვის შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მოკლებადი შესაბამისი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს შეზღუდული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნაზღაურდება.

3. მსხვილი მომხმარებლის გამორთვის/სიმძლავრის შეზღუდვის შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მოკლებადი შესაბამისი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის მსხვილ მომხმარებელს აუნაზღაუროს შეზღუდული/გამორთული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროენერგიის შეზღუდვის/გამორთვის პერიოდში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათის/საათების ფასისა და შეზღუდული/გამორთული ელექტროენერგიის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურება ხორციელდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.“;

14) IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IX. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა“;

15) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

16) 55-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

„მუხლი 551. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი და ბაზრის ოპერატორი ვალდებული არიან დაიცვან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შესაბამისი პირის კონკურენტუნარიანობას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე.

2. ინფორმაცია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ნომინაციებისა და სატენდერო განაცხადების შესახებ, ასევე, ანგარიშსწორებასა და ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის, ბაზრის ოპერატორისათვის, ბირჟის ოპერატორისათვის, კომისიისა და მისი განმთავსებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომია განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს უბალანსობების ჯამური მოცულობა, უბალანსობის ფასი/ღირებულება, ბაზარზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.

5. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი/ბაზრის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კონფიდენციალური ინფორმაცია.“;

17) 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 58. 2025 წლის პირველ ივლისამდე დაბალანსების ჯგუფების შექმნის პირობები

2025 წლის პირველ ივლისამდე თითოეული 2 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის და თითოეული მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობისათვის დაბალანსების ჯგუფები იქმნება ცალ-ცალკე.“;

18) 58-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე - 62-ე მუხლები:

„მუხლი 59. ბირჟის ოპერატორის მიერ ფინანსური გარანტიის წარდგენა

ბირჟის ოპერატორის მიერ ამ წესების 46-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან მეხუთე საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 60. ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის უწყვეტი მონაწილეობის ხელშეწყობა

1. ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის უწყვეტი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი ვალდებულია, თავისი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის:

ა) დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად; ან

ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები შესაბამისი დაბალანსების ჯგუფის სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მისაკუთვნებლად.

2. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი ელექტროსადგურის დაბალანსების ჯგუფზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია.

3. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის პარალელურად შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე (არააქტიურ ჯგუფზე) შეჩერებულია აღრიცხვის მონაცემების მიღება და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი/შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ასეთ დაბალანსების ჯგუფზე ამ წესების 46-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

4. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილის/საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაცია ან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღება ან მიღების შეჩერება შესაძლებელია განხორციელდეს საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობის დროსაც.

5. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ვალდებულია, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის თავის ქვეშ შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების ან მიღების შეჩერების მოთხოვნით გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ამგვარი ცვლილების ამოქმედების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე უზრუნველყოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის თანადროული ინფორმირება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების შეჩერების ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღება და ამ მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ გადამცემის სისტემის ოპერატორისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების აღდგენის მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღება ან მიღების შეჩერება მოახდინოს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის/გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მწარმოებლის მიერ შესაბამის განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

მუხლი 61. უბალანსობის მაქსიმალური ფასი

1. 2025 წლის 1 ივლისამდე უბალანსობის მაქსიმალური ფასი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უბალანსობის ფორმულის მიხედვით ჩამოყალიბებული უბალანსობის ფასი აღემატება 235 ლარ/მეგავატ-საათს, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამისი პერიოდის უბალანსობის ფასად განისაზღვრება 235 ლარი/მეგავატ-საათი.

მუხლი 62. გაუთვალისწინებელი გადახრის ფასი გარდამავალ პერიოდში

ამ წესების 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, იმავე პუნქტით განსაზღვრული EUD და IUD კომპონენტების მნიშვნელობისათვის, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში, დადებითი და უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრების ფასად ამ წესების ამოქმედებიდან პირველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოიყენება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი.“;

19) ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე

მომსახურებების ბაზრის წესებისდანართი:

საბალანსო პროდუქტების ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენს იმ საბალანსო პროდუქტებს, რომლებზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების მიზნებისთვის და დადგენილი წესით, გადის კვალიფიკაციის პროცესს:

 

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (FCR)

ცხრილი 1: სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (FCR)

მინიმალური მოცულობა

± 1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა (სიმეტრიული), რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

სრული გააქტიურების დრო

სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მოცულობის 50% უნდა გააქტიურდეს სიხშირის გადახრის დარღვევიდან 15 წამის შემდეგ, ხოლო სრული რეაგირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სიხშირის ზღვრის დარღვევის შემდეგ 30 წამის განმავლობაში

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრული რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ  

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს საწყისი რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

ოპერატიული გაზომვის მოთხოვნა

მეგავატში, არაუმეტეს 4-წამიანი განახლებით

სტატიზმი: შესაბამისი კვაზიდამყარებული სიხშირის გადახრის კოეფიციენტი (∆f / fN) შესაბამისი სიმძლავრის ცვლილებით (∆P / PN) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) კონტროლერის გავლენის ქვეშ მყოფი მოწყობილობისთვის

უნდა შეეძლოს კორექტირება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად

რეკომენდირებული მნიშვნელობა: 4%,

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დარეზერვებული მოცულობა სრულად გააქტიურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ∆f   სიხშირის გადახრისას

პროდუქტის პერიოდი

ერთი კვირა

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

 სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

ცხრილი 2: სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) მახასიათებლები

 პროდუქტის დასახელება

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

მინიმალური მოცულობა

±1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

პროდუქტის პერიოდის განმავლობაში

პირველი შესამჩნევი სიმძლავრის ცვლილება

დანაყენის ცვლილებიდან არაუმეტეს 10 წამის განმავლობაში

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – 5 წუთი

სრული დეაქტივაცია  – 5 წუთი

მაქსიმალური ხანმოკლე გადახრა

შეთავაზებული მოცულობის სიხშირის აღდგენის ავტომატური რეზერვის (aFRR) 10%, მაგრამ არაუმეტეს 1 მეგავატისა

სიზუსტე

გადახრა უნდა იყოს 7.5 პროცენტზე ნაკლები. ყოველი 10-წამიანი გაზომვის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორი გადახრა

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

 

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

ცხრილი 3: სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის (mFRR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადებისა და სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 15 წუთამდე

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

 სრული დეაქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

15 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

სრული აქტივაციის დროიდან პროდუქტის პერიოდამდე

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

ცხრილი 4: ავარიული სწრაფი რეზერვის (ERF) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0-დან 25წუთამდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 35 წუთამდე

სრული აქტივაციის დრო

60 წუთი

   

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წლისა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.“.

4. დადგენილების მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 20/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია