„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
300300000.16.009.016548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №31

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)  „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ (დანართი №3).“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

„დანართი №2

 

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს წესები არეგულირებს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირებას, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებულ ბაზრის ოპერატორის ვალდებულებებს;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს;

გ) დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის პირობებს;

დ) ბაზრის ორგანიზებისა და ბაზარზე მონაწილეობის პირობებს;

ე) დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებულ პირობებს;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს;

ზ) უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლის წესს;

თ) დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის წარდგენის წესს;

ი) ფინანსური ანგარიშსწორების წესსა და პირობებს;

კ) ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

ბაზრის ორგანიზებისა და რეგულირების ძირითადი პრინციპებია:

ა) ბაზრის ოპერირებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის საიმედოობა;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განგრძობადი უზრუნველყოფა, რეალურ დროში ელექტროენერგიის მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსების გზით;

გ) დაბალანსება და დამხმარე მომსახურებების გაწევა კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპების დაცვით;

დ)  ბაზრის მონაწილეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული უმცირესი ღირებულების რესურსის გათვალისწინება;

ვ) ბაზარზე არსებული სატენდერო განაცხადების სათანადო ეკონომიკური დასაბუთებულობა;

ზ) ბაზარზე კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობა;

თ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების“ შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ქსელის წესები – კანონის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები;

გ) კონცეფცია – კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია;

დ) თვითდისპეტჩირება – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრას მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ;

ე) ბაზარი – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი;

ვ) ბაზრის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის;

ზ) პლატფორმა – ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს ნომინაციების წარდგენისა და დადასტურების, უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლის, საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერების, საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების, ფინანსური ანგარიშსწორებისა და ბაზართან დაკავშირებულ სხვა სისტემებს;

თ) ობიექტი – ელექტროსადგური ან მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა;                                                                                       

ი) აღრიცხვის პერიმეტრი – კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის აღრიცხვის წერტილი ან აღრიცხვის წერტილების ერთობლიობა;

კ) სატენდერო ზონა – ტერიტორიული არეალი, რომელშიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა, საერთო საბაზრო ფასებით;

ლ) ტრანზაქცია - ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ დადებული გარიგება;

მ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციას და მიუთითებს ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან/და გაცემაზე;

ნ) შიდაზონალური ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებში განხორციელებული  ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

ო) ტრანსსასაზღვრო ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებს გარეთ განხორციელებული  ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

პ) ნომინაციის შიდა შესაბამისობა – შიდაზონალური ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

ჟ) ნომინაციის გარე შესაბამისობა – ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) მეზობელი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

რ) ნომინაციის შესაბამისობის ციკლი – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა;

ს) დამამძიმებელი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ტ) შემამსუბუქებელი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ამცირებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

უ) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას;

ფ) ელექტროენერგიის მიწოდების დღე – კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება და რომელიც იწყება კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება მომდევნო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

ქ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი – დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირების შედეგად მოიპოვებს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული რეზერვის მიწოდების უფლებას;

ღ) საბალანსო პროდუქტი – საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელსაც დაბალანსებისათვის შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. საბალანსო პროდუქტი შესაძლოა იყოს შემცირებადი ან მომატებადი;

ყ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი – საბალანსო სიმძლავრის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და რომელსაც საბალანსო სიმძლავრის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

შ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და რომელსაც საბალანსო სიმძლავრის/საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. სიხშირის აღდგენის რეზერვი შესაძლოა იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი;

ჩ) ავარიული რეზერვი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის  პროდუქტი, რომლის შესყიდვა და გააქტიურება ხდება გადატვირთვის/ავარიის  მართვის ღონისძიებებისთვის. ავარიული რეზერვი შესაძლოა იყოს სწრაფი ავარიული რეზერვი ან ნელი ავარიული რეზერვი;

ც) სატენდერო განაცხადი – დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის სისტემაში განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი საბალანსო პროდუქტი;

ძ) რანჟირების სია – სატენდერო განაცხადების სია, რომელიც ასახავს გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას სატენდერო განაცხადებში მითითებული ელექტროენერგიის ფასის (ლარი/მეგავატ-საათი) მიხედვით, მომატებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში - მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, ხოლო შემცირებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში - მაქსიმალურიდან მინიმალურამდე;

წ) გააქტიურება – გადამცემი სისტემის ოპერატორის მითითების საფუძველზე, ხელით მართული ან ავტომატური დაბალანსების მომსახურების მიწოდება;

ჭ) გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისაგან მოთხოვნილი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა;

ხ) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი –  დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ხდება დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მოცულობის გამოთვლა. ერთი უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი უდრის ერთ ასტრონომიულ საათს;

ჯ) საანგარიშო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ბაზარზე ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება. საანგარიშო პერიოდი უდრის ერთ კალენდარულ თვეს, რომელიც იწყება პირველი კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება ბოლო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

ჰ) ზღვრული ფასი – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში რანჟირების სიის მიხედვით ჩამოყალიბებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი; 

1) გაცხადებული ფასი - საბალანსო სიმძლავრის ტენდერში შერჩეულ სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ფასი.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ქსელის წესებში და კომისიის მიერ დამტკიცებულ სხვა სამართლებრივ აქტებში.

მუხლი 4. დრო, ადგილი, ვალუტა და საბალანსო პროდუქტი

1. ნომინაციების განთავსების, ანგარიშსწორების, ბაზარზე სატენდერო განაცხადების წარდგენისა და ვაჭრობის, საანგარიშო პერიოდისა და ელექტროენერგიის მიწოდების დრო, ასევე, პლატფორმით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს.

2. ნომინაციების განთავსებისა და საბალანსო პროდუქტების შესყიდვის ადგილია საქართველო და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის რეგულირების მიზნით მეზობელ ქვეყანასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სატენდერო განაცხადში ფასის მითითება და ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

მუხლი 5. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბაზრის ოპერატორის ტარიფს ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, ყოველი კალენდარული დღისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტარიფიდან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გამოითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფორმულით.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

T - დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების დღიური საფასური;

nì - უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში);

Nì - უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ყველა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში);

TD- კომისიის მიერ დადგენილი დღიური ტარიფი;

í - უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით დადგენილ  მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში ერთხელ, ბაზრის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ბაზრის ოპერატორის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.

თავი II

დაბალანსების მოდელი

მუხლი 6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელია თავისი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების უბალანსობაზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უბალანსობას თავიდან ირიდებს ნომინაციების დაცვით.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ შექმნილია ერთი ან მეტი დაბალანსების ჯგუფი.

3. თუ ნომინაციიდან გადახრა გამოწვეულია გადატვირთვის/ავარიის მიზეზით და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით.

5. ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაციის ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენის მიზნით, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ წესების მე-18 მუხლის შესაბამისად, უბალანსობის დაანგარიშების მიზნით, გახდეს იმ ობიექტის/ობიექტების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუჩერდა ან შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი. 

მუხლი 7. დაბალანსების ჯგუფი

1. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, ვაჭრობის  საქმიანობების, ასევე, ელექტროენერგიის მოხმარებისათვის, თითოეული საქმიანობისათვის/ელექტროენერგიის მოხმარებისათვის ინდივიდუალურად, იქმნება ცალ-ცალკე დაბალანსების ჯგუფები, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

2. რამდენიმე ისეთი მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების  ერთობლიობისთვის,  რომელსაც არ გააჩნია 110 და მეტ კილოვოლტ ძაბვაზე მიერთების წერტილი, შესაძლოა შეიქმნას ერთი დაბალანსების ჯგუფი.

3. რამდენიმე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის შესაძლოა შეიქმნას ერთი დაბალანსების ჯგუფი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წინაპირობების არსებობის მიუხედავად, საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტისათვის იქმნება ცალკე დაბალანსების ჯგუფი.

5. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების, ბოლო ალტერნატივის მიწოდებისა და უნივერსალური მომსახურების მიწოდების საქმიანობებისათვის ინდივიდუალურად იქმნება ცალ-ცალკე დაბალანსების ჯგუფები.

მუხლი 8. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვება

1. პირი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს მოიპოვებს შემდეგი ეტაპების გავლის შედეგად:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა;

ბ) ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის გავლა;

გ) პლატფორმაზე რეგისტრაცია.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ამ ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს არა მომდევნო საანგარიშო პერიოდში, არამედ მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

3. განმცხადებელი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 8 სამუშაო დღისა.

4. განმცხადებლი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღემდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 46-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. განმცხადებლის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.

მუხლი 9. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით  გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს:

ა) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან;

ბ) ობიექტის აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები (თუ დაბალანსების ჯგუფი იქმნება ობიექტისათვის);

გ) ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის შემთხვევაში, საცალო ბაზარზე მონაწილე იმ მსხვილი მომხმარებლის აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები, რომლისთვისაც ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ამავე საქმიანობის ფარგლებში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის სალტეზე გაცემის/მოხმარების/მიწოდების/ქსელში დანაკარგების საპროგნოზო მონაცემი;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის  შესახებ განცხადების კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს მის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღე.

3. განცხადებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტის ცვლილების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ინფორმირება, შესაბამისი ცვლილებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება განმცხადებლის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში.

მუხლი 10. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორეს.

2. თუ განცხადების განხილვისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია არ არის სრულყოფილი ან/და არ დადასტურდა აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ განცხადებით წარდგენილი მონაცემების სისწორე, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის პერიმერტზე დადგენილი ხარვეზის (ასეთის არსებობისას) აღმოსაფხვრელად განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ წარდგენილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება, მითითებული ვადის ამოწურვისთანავე, რჩება განუხილველად. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს განმცხადებელს. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, ხელახლა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია სრულყოფილია და დადასტურდა განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორე, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უტარებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად.

6. თუ ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორის შემოწმებისას გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილი/წერტილები გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფის ქვეშ, გადამცემი სისტემის ოპერატორი ასეთი აღრიცხვის წერტილს/წერტილებს აკუთვნებს განმცხადებელს ამ წესების შესაბამისად მისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის დაწყების დღიდან. გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსების ჯგუფის ასეთი ცვლილების შესახებ, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს ბირჟის ოპერატორს, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, კომისიას და იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის მიკუთვნებაც მოხდა განმცხადებლისათვის.

7. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც აცნობებს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის ოდენობას და მოქმედების ვადას. მითითებული შეტყობინებით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია განმცხადებლის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

მუხლი 11. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტი

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ წესების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, განმცხადებელს უტარებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს.

2. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარებისას გადამცემი სისტემის ოპერატორი აფასებს განმცხადებლის საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობას.

3. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარების ინსტრუქციით, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. თუ განმცხადებელი წარმატებით ვერ გაივლის ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, გადამცემი სისტემის ოპერატორი უარს ამბობს განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციაზე, რის შესახებაც განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, უგზავნის წერილობით შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, ხელახლა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. თუ განმცხადებელი წარმატებით დაასრულებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი ადგენს წერილობით ოქმს, რომელიც ეგზავნება განმცხადებელს.

მუხლი 12. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვება და ელექტროენერგიის  ბაზარზე მონაწილეობა

1. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის წარმატებით დასრულებისთანავე, იმავე დღეს, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს არეგისტრირებს პლატფორმაზე დაანიჭებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციისთანავე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და მის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს/ჯგუფებს, ინდივიდუალურად ენიჭება ცალ-ცალკე ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდები.

2. თუ განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურ გარანტიას წარადგენს ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის ან ფინანსური გარანტიის წარდგენისათვის ამ წესების 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გადამცემი სისტემის ოპერატორი მას უჩერებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.   

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამისი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების აღრიცხვის აგრეგირებული მონაცემების პლატფორმაზე ასახვა.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, კომისიას, ბირჟის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს.

მუხლი 13. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, საანგარიშო პერიოდში ერთხელ, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით.

2. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების ამ ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, იმავე განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება არა მომდევნო საანგარიშო პერიოდში, არამედ მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

3. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება განცხადების გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენის დღიდან არაუადრეს 7 სამუშაო დღისა.

4. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით დაბალანსების ჯგუფის ცვლილება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს შემდეგი ფორმებით:

ა) ახალი დაბალანსების ჯგუფის დამატება ან/და არსებული დაბალანსების ჯგუფის გაუქმება;

ბ) არსებული დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების დამატება ან/და გაუქმება;

გ) ცალკეული დაბალანსების ჯგუფის მოქმედების შეჩერება;

დ) მოქმედებაშეჩერებული დაბალანსების ჯგუფის მოქმედების აღდგენა.

5. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) იმ დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელ დაბალანსების ჯგუფსაც შეეხება ცვლილება;

ბ) დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღე;

გ) ამ წესების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები.

მუხლი 14. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე, განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორეს და განცხადების შესაბამისობას ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, არ დასტურდება განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის მონაცემების სისწორე ან/და დაკმაყოფილებული არ არის ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილი მოთხოვნები, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის პერიმერტზე დადგენილი ხარვეზის (ასეთის არსებობისას) აღმოსაფხვრელად განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ წარდგენილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ხსენებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ 5 დღიან ვადაში ვერ წარადგენს დამატებით დოკუმენტს/ინფორმაციას ან/და ვერ აღმოფხვრის ხარვეზს, ხსენებული ვადის ამოწურვისთანავე დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც გადამცემი სისტემის ოპერატორი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

5. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია შეესაბამება ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დასტურდება განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის მონაცემების სისწორე და დაკმაყოფილებულია ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილი მოთხოვნები,  გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედებას იმავე განცხადებაში მითითებული დღიდან და აღნიშნულის შესახებ, განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან, არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს განმცხადებელს, კომისიას, ბირჟის ოპერატორს და გამანაწილებელი სისტემის  შესაბამის ოპერატორს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამისი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების აღრიცხვის აგრეგირებული მონაცემების პლატფორმაზე ასახვა.

7. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით მოთხოვნილია დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის ან მასში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების ცვლილება, რომელიც ემთხვევა სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრს ან მასში შემავალ აღრიცხვის წერტილს/წერტილებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი აღრიცხვის პერიმეტრის ან მასში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების განმცხადებლისათვის მიკუთვნებას დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში მითითებული თარიღიდან, რის შესახებაც დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისთანავე, იმავე დღეს ატყობინებს იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის მიკუთვნებაც მოხდა განმცხადებლისათვის.

მუხლი 15. დაბალანსების ჯგუფის ცვლილებისას ფინანსური გარანტიის წარდგენა

1. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება წარდგენილია განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განცხადების განხილვისას, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის შესაბამისად, აფასებს განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილების გავლენას განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილება იწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის შემცირებას ან გაზრდას, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღნიშნულის შესახებ, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ატყობინებს განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის გაზრდილი ოდენობით წარდგენის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებლი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში მითითებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ან შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამოწურვამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილება არ ამოქმედდება, რაც განმცხადებელ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს არ ართმევს უფლებას, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის შემცირების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტია, შემცირებული თანხის პროპორციულად და ფინანსური გარანტიის ფორმის გათვალისწინებით, ექვემდებარება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის დაბრუნებას, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 16. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებ

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტატუსის შეჩერების თარიღამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის  საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა ჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუჩერებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, თუ:

ა) ფინანსური გარანტია წარდგენილ არ იქნა ამ წესებით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ბ) ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გადახდილი არ იქნა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში;

გ) ამ წესების 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო მონაცემი წარდგენილ არ იქნა იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში;

დ) სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომელიც იწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებას.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს სტატუსი უჩერდება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის შესახებ მასა და გადამცემი სისტემის ოპერატორის შორის დადებული გარიგებით განსაზღვრული ვადების დაცვითა და წესით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების  საფუძვლის გათვალისწინებით, ხსენებული გარიგება შესაძლოა ითვალისწინებდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერებას დამატებითი ვადის განსაზღვრის/გაფრთხილების გარეშე.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერების შესახებ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის, კომისიის, ბირჟის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის შესაბამისი ოპერატორის ინფორმირების, ასევე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის აღდგენის წესი და პირობები განისაზღვრება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის დადებული ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარიგებით.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება იწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას.

6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება გავლენას არ ახდენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებამდე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე  წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება გავლენას ასევე არ ახდენს ამავე საწარმოს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების საქმიანობის ან ამავე საწარმოს მიერ ელექტროენერგიით ვაჭრობის მიზნით შექმნილ იმ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე, რომელიც გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ქვეშ.

მუხლი 17. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით, სტატუსის შეწყვეტის თარიღამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის კონკრეტული დღე.  ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა წყდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუწყვეტს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, თუ:

ა) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე საქმიანობის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე ან/და მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ან/და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ლიკვიდირებულია, გამოცხადებულია გაკოტრებულად ან დაწყებულია მისი გაკოტრების ან ლიკვიდაციის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უწყდება სტატუსის შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებისთანავე იმავე დღეს, თუმცა, არაუგვიანეს ასეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან მეორე კალენდარულ დღეს.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სტატუსის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, აცნობოს კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, ბირჟის ოპერატორს და იმ პირს, რომელსაც შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა იწვევს იმ პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტას, რომელსაც შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.

6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა გავლენას არ ახდენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტამდე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა გავლენას ასევე არ ახდენს ამავე საწარმოს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების საქმიანობის ან ამავე საწარმოს მიერ ელექტროენერგიით ვაჭრობის მიზნით შექმნილ იმ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე, რომელიც გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ქვეშ.

7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ართმევს უფლებას, ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ის გარემოება, რამაც წარსულში გამოიწვია ამ პირისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა.

მუხლი 18. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის გარეშე დარჩენილი იმ დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების მართვა, რომელშიც გაერთიანებულია ობიექტი

1. თუ  დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ამ წესების მე-16 ან მე-17 მუხლების შესაბამისად, შეუჩერდა ან შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის გარეშე დარჩენილი ობიექტის ოპერირების განმახორციელებელი პირი (ელექტროენერგიის მწარმოებელი/მსხვილი მომხმარებელი) ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებიდან ან შეწყვეტიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით ან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ობიექტის, დაბალანსების ჯგუფად,  სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე, ობიექტის ოპერირების განმახორციელებელი პირის (ელექტროენერგიის მწარმოებელი/მსხვილი მომხმარებელი) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციამდე ან ობიექტის, დაბალანსების ჯგუფის სახით, სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებამდე, შესაბამის ობიექტზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერებიდან ან შეწყვეტიდან არაუმეტეს 12 კალენდარული დღის განმავლობაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობას იღებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის უბალანსობისთვის (ასეთის არსებობისას) ანგარიშსწორებისა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ობიექტის ოპერირების განმახორციელებელ პირს (ელექტროენერგიის მწარმოებელს/მსხვილ მომხმარებელს).

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ობიექტზე დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღებიდან იმავე დღეს წერილობით ატყობინებს შესაბამისი ობიექტის ოპერირების განმახორციელებელ პირს (ელექტროენერგიის  მწარმოებელს/მსხვილ მომხმარებელს), ბირჟის ოპერატორს, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორსა და კომისიას.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დროის ამოწურვამდე შესაბამისი ობიექტის ოპერირების განმახორციელებელი პირი (ელექტროენერგიის მწარმოებელი/მსხვილი მომხმარებელი) არ ან ვერ მოახდენს ხსენებულ ობიექტზე დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღებას ან ამავე ობიექტის, დაბალანსების ჯგუფის სახით, სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დროის ამოწურვისთანავე, ახდენს ასეთი ობიექტის ქსელიდან გათიშვას, რის შესახებაც, გათიშვისთანავე იმავე დღეს აცნობებს შესაბამისი ობიექტის ოპერირების განმახორციელებლ პირს (ელექტროენერგიის  მწარმოებელს/მსხვილ მომხმარებელს), ბირჟის ოპერატორს,  გამანაწილებელ სისტემის შესაბამის ოპერატორსა და კომისიას.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის ამ წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვეტის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეწყვეტისთანავე ახდენს ობიექტის ქსელიდან გათიშვას, რის შესახებაც, იმავე დღეს აცნობებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

თავი III

ნომინაციების წარდგენა და დადასტურება

მუხლი 19. ნომინაციების წარდგენა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ბაზრის ოპერატორს, პლატფორმის მეშვეობით, წარუდგინოს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ბირჟის ოპერატორის მიერ, ავტომატურად, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის პლატფორმის მეშვეობით.

2. ნომინაციის წარდგენა ხდება ინდივიდუალურად თითოეული დაბალანსების ჯგუფისათვის, ელექტროენერგიის მიწოდების დღის უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის, შესაბამისი ნომინაციის წარდგენისათვის ამ წესების მე-20 მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.

3. ნომინაცია შესაძლოა იყოს შიდაზონალური ან/და ტრანსსასაზღვრო. ნომინაცია უნდა ასახავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შიდაზონალური ნომინაციის შემთხვევაში:

ა.ა) ტრანზაქციის ორივე მხარის დაბალანსების ჯგუფების შესაბამისი ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) სატენდერო ზონა, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქცია;

ა.გ) მისაწოდებელი/მისაღები სიმძლავრის (ელექტროენერგიის) მოცულობა (დადებითი ნიშნით).

ბ) ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, მითითებული უნდა იქნეს ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გამოყენების უფლების მინიჭების დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო კოდი.

მუხლი 20. ნომინაციების წარდგენის ვადები

1. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის არაუგვიანეს 15:00 საათისა.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის დღის არაუგვიანეს  19:00 საათისა.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის მიწოდების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 1 კალენდარული დღით ადრე, შესაბამისი დღის არაუგვიანეს 11:00 საათისა.

მუხლი 21. ნომინაციების შიდა ან/და გარე შესაბამისობა

1. შიდაზონალური ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა შესაბამებოდეს (უტოლდებოდეს) ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობას (შიდა შესაბამისობა).

2. ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს მეზობელი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი (გარე შესაბამისობა).

3. თუ ნომინაცია ერთდროულად მოიცავს შიდაზონალურ და ტრანსსასაზღვრო ნომინაციას, იგი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შიდა, ასევე, გარე შესაბამისობის მოთხოვნებს. 

მუხლი 22. ნომინაციის შესაბამისობის ციკლი

1. ნომინაცია, დადასტურებამდე, გადის შესაბამისობის ციკლს. ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში, მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილი ნომინაცია შესაბამისობის ციკლს გადის ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 15:00 საათიდან იმავე დღის არაუგვიანეს 15:30 საათისა, ხოლო ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნომინაცია – ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 19:00 საათიდან არაუგვიანეს იმავე დღის 19:30 საათისა.

3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია შესაბამისობის ციკლს გადის შესაბამისი ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი საათის განმავლობაში, იმავე კალენდარული დღის 11:00 საათიდან არაუგვიანეს იმავე კალენდარული დღის 12:00 საათისა.

4. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ან/და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ნომინაციის  შესაბამისობის ციკლის დაწყებიდან ყოველ 15 წუთში ერთხელ (ერთი საათის განმავლობაში), დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ბაზრის ოპერატორის მიერ, პლატფორმის მეშვეობით, ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესწორებული ნომინაციის წარდგენა ხდება შეტყობინების მიღებიდან შესაბამისი ნომინაციისათვის დადგენილი შესაბამისობის ციკლის პერიოდის ამოწურვამდე.

მუხლი 23. ნომინაციის დადასტურება

1. ბირჟის ოპერატორის მიერ ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენილი ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორის მიერ დასტურდება პლატფორმის მეშვეობით, ნომინაციის შესაბამისობის ციკლის დასრულებისთანავე. აღნიშნულის შესახებ ბაზრის ოპერატორი აცნობებს ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნილი შეტყობინებით.

2. თუ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციის და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შესწორებული ნომინაცია და ვერ დადგინდა ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა, ბაზრის ოპერატორი იყენებს ვაჭრობის (ელექტროენერგიის გადადინებების) უმცირეს ნომინალურ მოცულობას. აღნიშნულის შესახებ, ნომინაციის შესაბამისობის ციკლის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნილი შეტყობინებით.

3. თუ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციის და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში არ იქნა გამოვლენილი ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობა, ბაზრის ოპერატორი  დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ნომინაციის დადასტურების შესახებ აცნობებს შესაბამისი ნომინაციის შესაბამისობის ციკლის ამოწურვისთანავე, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით.

4. ნომინაციის წარდგენის გარეშე ელექტროენერგიის წარმოებული ან/და მოხმარებული მოცულობა ითვლება უბალანსობად. ასევე, დადასტურებული ნომინაციიდან გადახრა ითვლება უბალანსობად.

თავი IV

დაბალანსების მომსახურების მიწოდება

მუხლი 24. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვსა და სიხშირის აღდგენის რეზერვს შეისყიდის საბალანსო სიმძლავრისა/საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის/ტენდერების მეშვეობით, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისგან, რომელიც კვალიფიცირებულია შესაბამის საბალანსო პროდუქტზე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ავარიულ რეზერვს შეისყიდის ტენდერის გარეშე, ამ წესების VI თავით დადგენილი წესით, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისგან, რომელიც კვალიფიცირებულია ავარიულ რეზერვზე.

მუხლი 25. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოსაპოვებლად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა;

ბ) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაცია;

გ) პლატფორმაზე რეგისტრაცია.

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. განმცხადებლის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა ბაზარზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად მონაწილეობის შესახებ გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებულ გარიგებად.

მუხლი 26. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, შესაბამისი ობიექტისათვის, გადამცემი სისტემის ოპერატორს  უნდა წარედგინოს:

ა) ელექტროსადგურის შემთხვევაში:

ა.ა) ელექტროსადგურის ტექნიკური მახასიათებლები (საპასპორტო მონაცემების შესაბამისად);

ა.ბ) ელექტრული ცალხაზოვანი სქემა/სქემები;

ბ) ობიექტისათვის (გარდა ელექტროსადგურისა):

ბ.ა) ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები (საპასპორტო მონაცემების შესაბამისად);

ბ.ბ) ობიექტის ელექტრული ცალხაზოვანი სქემა/სქემები.

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. თუ განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია სრულყოფილია, განცხადების განხილვის ხსენებული ვადის ამოწურვიდან მეორე სამუშაო დღიდან განმცხადებელი გადაინაცვლებს საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპზე, რომელიც წარიმართება ამ წესების 27-ე მუხლის შესაბამისად.

3. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად, განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს.

4. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ აღმოფხვრის ხარვეზს, განმცხადებლის განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც, გადამცემი სისტემის ოპერატორი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 27. განმცხადებლის კვალიფიცირება საბალანსო პროდუქტზე

1. საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპი უნდა დასრულდეს არაუმეტეს 45 სამუშაო დღეში.

2. საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპის მიზანია, განმცხადებლის საკომუნიკაციო და ტექნიკური შესაძლებლობების შემოწმების გზით, დაადასტუროს მისი შესაძლებლობა, უზრუნველყოს საბალანსო პროდუქტის მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნების დაცვით. საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპის გავლის შედეგად უნდა დადასტურდეს, რომ ობიექტი აკმაყოფილებს ამ წესების დანართით შესაბამისი საბალანსო პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს.

3. საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპზე ჩასატარებელი ტესტები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო პროცედურის განმსაზღვრელი ინსტრუქციით, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. თუ განმცხადებელი წარმატებით ვერ გაივლის საბალანსო პროდუქტზე   საკვალიფიკაციო რომელიმე ტესტს, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც გამოვლენილი ხარვეზის/ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაუგრძელებს მიმდინარე საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტის ვადას არანაკლებ 5  სამუშაო დღით.

5. თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზის/ხარვეზების აღმოფხვრას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უარს ამბობს განმცხადებლისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭებაზე, რის შესახებაც, დამატებითი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, სათანადო დასაბუთებით. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების 26-ე მუხლის შესაბამისად.

6. თუ განმცხადებელი წარმატებით გაივლის საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტებს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ეტაპის დასრულებისთანავე ადგენს წერილობით ოქმს, რომელსაც იმავე დღეს უგზავნის განმცხადებელს.

7. განმცხადებელს საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაცია ენიჭება 2 წლის ვადით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადის გასვლის თარიღამდე არანაკლებ 45 კალენდარული დღით ადრე, მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადის განახლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განმეორებით გაიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ტესტები. საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ოქმით, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადა ექვემდებარება უწყვეტად განახლებას, დამატებით 2 წლის ვადით.

მუხლი 28. რეგისტრაცია. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვება

1. განმცხადებელს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი და საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება ენიჭება საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტიდან. პლატფორმაზე რეგისტრაცია ხდება საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

2. განმცხადებლისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, სტატუსის მინიჭების დღეს, ეცნობება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას.

3. განმცხადებელს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული რეზერვის მიწოდების უფლება აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭებისთანავე.

მუხლი 29. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების მოთხოვნით, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების თარიღამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის შეჩერების კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება ჩერდება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს, თუ:

ა) სახეზეა ამ წესების 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული არც ერთი ობიექტი არ აკმაყოფილებს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის მახასიათებლებს, რაც დადგენილია ამ წესების დანართით;

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩერდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი;

დ) სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომელიც იწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას.

3. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტების მიწოდების უფლება უჩერდება, თუ:

ა) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული შესაბამისი ობიექტი აღარ აკმაყოფილებს ამ წესების დანართით შესაბამისი საბალანსო პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს;

ბ) ამ წესების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერდა იმ დაბალანსების ჯგუფის მოქმედება, რომელშიც გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული ობიექტი;

გ) სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომელიც იწვევს ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

4. ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება არ იწვევს დაბალანსების მომსახურების მომწოდებლის სტატუსის შეჩერებას, თუ ამავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ქვეშ არსებულ სხვა დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი სხვა ობიექტი/ობიექტები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.  

5. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება უჩერდება ბაზარზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად მონაწილეობის შესახებ მასა და გადამცემი სისტემის ოპერატორის შორის დადებული გარიგებით განსაზღვრული ვადების დაცვითა და წესით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების ულფების შეჩერების საფუძვლის გათვალისწინებით, ხსენებული გარიგება შესაძლოა ითვალისწინებდეს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას დამატებითი ვადის განსაზღვრის/გაფრთხილების გარეშე.

6. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების შესახებ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისა და კომისიის ინფორმირების, ასევე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების აღდგენის წესი და პირობები განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის დადებული ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული გარიგებით.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება იწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას, ხოლო ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება – შესაბამისი ობიექტის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება გავლენას არ ახდენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებამდე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე.

მუხლი 30. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების ულფების შეწყვეტის მოთხოვნით, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების  შეწყვეტის თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება  წყდება შესაბამის შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუწყვეტს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს, თუ:

ა) შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

გ) ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში და არც ერთი სხვა ობიექტი (ასეთის არსებობისას) არ აკმაყოფილებს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის მახასიათებლებს, რაც დადგენილია ამ წესების დანართით;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.

3. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტების მიწოდების უფლება უწყდება, თუ:

ა) ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

ბ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესახებ.

4. ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა არ იწვევს დაბალანსების მომსახურების მომწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.   

5. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება უწყდება სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლის გამოვლენისთანავე, იმავე დღეს, თუმცა, ასეთი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღეს.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი დასაბუთებით, აცნობოს კომისიას და იმ პირს/დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელსაც შეუწყდა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტა იწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტას, ხოლო ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა – შესაბამისი ობიექტის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტას.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტამდე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე.

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა პირს არ ართმევს უფლებას, ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის ან ცალკეულ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის მოპოვების შესახებ განცხადებით. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ის გარემოება, რამაც წარსულში გამოიწვია ამ პირისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების  შეწყვეტა.

თავი V

საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი, ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 31. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადება

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერი ბაზრის ოპერატორის მიერ ცხადდება სიხშირის შენარჩუნების რეზერვის ან/და სიხშირის აღდგენის რეზერვის შესყიდვაზე ელექტროენერგიის მიწოდების ყოველი კვირისათვის, ელექტროენერგიის მიწოდების კვირის წინა კვირის ორშაბათს, 07:00 საათზე და იხურება იმავე კვირის ხუთშაბათს, 15:00 საათზე.

2. ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის მოცულობა განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის პროგნოზირებით, ქსელის წესებით დადგენილი წესით. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადების თარიღამდე არაუგვიანეს 2 კალენდარული დღით ადრე ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის მოცულობის შესახებ.

3. სიხშირის აღდგენის რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება ელექტროენერგიის მიწოდების კვირის თითოეული კალენდარული დღისთვის, 6 ბლოკად. თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით თითოეულ ბლოკზე მითითებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა და ფასი გამოიყენება ერთი ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხივე პერიოდისათვის.

4. სატენდერო განაცხადები სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა და შემცირებაზე, ხოლო სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე – მომატებაზე ან/და შემცირებაზე.

5. სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება ელექტროენერგიის მიწოდების კვირის თითოეული კალენდარული დღისთვის, ერთ ბლოკად, რომელიც მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოცდაოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით ბლოკზე მითითებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა და ფასი გამოიყენება ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოცდაოთხივე პერიოდისათვის.

მუხლი 32. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადის წარდგენა

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადი/განაცხადები მიიღება ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დროის პერიოდში. სატენდერო განაცხადს წარადგენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, საბალანსო სიმძლავრის ტენდერით გამოცხადებულ საბალანსო პროდუქტზე სატენდერო განაცხადი წარადგინოს  არაუმეტეს იმ მოცულობის ფარგლებში, რომელზეც კვალიფიცირებულია.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს საბალანსო სიმძლავრის ფასის ზღვრებს, რომლებიც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნდა ართმევდეს საშუალებას, სატენდერო განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი.

3. სატენდერო განაცხადში უნდა მიეთითოს:

ა) ელექტროენერგიის მიწოდების კვირისათვის შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა მეგავატში;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების კვირისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების ერთ პერიოდზე შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის ფასი ერთი მეგავატისათვის;

გ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასი (მეგავატ-საათისათვის) (სატენდერო განაცხადის სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენის შემთხვევაში).

4. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ სატენდერო განაცხადის შეცვალა ან გაუქმება დასაშვებია სატენდერო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვამდე. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთი ან მეტი სატენდერო განაცხადი.

მუხლი 33. საბალანსო სიმძლავრის განმეორებითი ტენდერი

1. თუ ტენდერის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წარდგენილი სატენდერო განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის ჯამური მოცულობა ნაკლებია ელექტროენერგიის მიწოდების კვირისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ პროგნოზირებულ შესასყიდ საბალანსო სიმძლავრის მოცულობაზე, ბაზრის ოპერატორი აცხადებს საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერს დარჩენილ შეუსყიდავ მოცულობაზე, რომელზეც იწვევს დამატებით შესასყიდ შესაბამის რეზერვზე კვალიფიცირებულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს.

2. საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერზე მოწვევის შესახებ ბაზრის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს შეტყობინებას უგზავნის ამ წესების 31-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ტენდერის დახურვის დღეს. 

3. საბალანსო სიმძლავრის განმეორებითი ტენდერი ცხადდება ამ წესების 31-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ტენდერის დახურვის მეორე დღეს 07:00 საათზე და იხურება მომდევნო დღის 15:00 საათზე. 

4. საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო განაცხადში მიუთითოს ამ წესების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებით განსაზღვრული ფასი.

მუხლი 34. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შერჩევა

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე, ისევე, როგორც საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერზე, სატენდერო განაცხადების შერჩევა ხდება სატენდერო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვისთანავე. სატენდერო განაცხადების შერჩევის კრიტერიუმია სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ფასი. შერჩევა ხდება ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. 

2. სატენდერო განაცხადები შეირჩევა ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის საჭირო მოცულობის სრულად შევსებამდე. 

3. სატენდერო განაცხადების შერჩევის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი საბალანსო სიმძლავრის ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ წარდგენილი სატენდერო განაცხადის/განაცხადების შედეგის შესახებ.

მუხლი 35. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების განსაზღვრა

1. საბალანსო სიმძლავრის შესყიდვა ხდება სატენდერო განაცხადში მითითებულ ფასად. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელი საბალანსო სიმძლავრის ღირებულების დაანგარიშება ხდება თითოეული ბლოკის მიხედვით, შემდეგი კომპონენტების ნამრავლით: სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა (მეგავატი), უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდების რაოდენობა და საბალანსო სიმძლავრის ფასი.

2. საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერზე გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისგან სიხშირის შენარჩუნების  რეზერვს/სიხშირის აღდგენის რეზერვს შეისყიდის წინა სამი საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შესაბამისი რეზერვისათვის შერჩეული სატენდერო განაცხადებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე სატენდერო განაცხადის ფასად, რის შესახებაც, გადამცემი სისტემის ოპერატორი, საბალანსო სიმძლავრის განმეორებითი ტენდერის გამოცხადებამდე წინასწარ აცნობებს შესაბამის რეზერვზე კვალიფიცირებულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს.

მუხლი 36. საბალანსო სიმძლავრის მიწოდება

1. ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერით შესყიდული რეზერვის გააქტიურების კონკრეტულ დროს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შერჩეული სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული რეზერვი მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დროს, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ აწვდის საბალანსო სიმძლავრეს შერჩეული სატენდერო განაცხადის შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს იმავე დღეს აცნობოს უბალანსობის ანგარიშსწორების ის პერიოდი/პერიოდები, როდესაც ვერ ახდენს საბალანსო სიმძლავრის  მიწოდებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში, უბალანსობის ანგარიშსწორების რომელიმე პერიოდში/პერიოდებში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის მიწოდებას, მას არ უნაზღაურდება საბალანსო სიმძლავრის ღირებულება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომლის დროსაც მის მიერ საბალანსო სიმძლავრე ვერ იქნა მიწოდებული.

4.  თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი თორმეტი უწყვეტი საბალანსო სიმძლავრის ტენდერის პერიოდში სამჯერ ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს.

მუხლი 37. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის გამოცხადება

1. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი ცხადდება სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვზე და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე, თითოეული რეზერვისათვის ცალ-ცალკე, ელექტროენერგიის მიწოდების თითოეული კალენდარული დღის წინა კალენდარული დღეს 00:00 საათზე და იხურება იმავე დღეს 15:00 საათზე.

2. სიხშირის აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება 6 ბლოკად. თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით თითოეულ ბლოკზე მითითებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა და ფასი გამოიყენება ერთი ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხივე პერიოდისათვის.

3. სატენდერო განაცხადები სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა და შემცირებაზე, ხოლო სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე – მომატებაზე ან/და შემცირებაზე.

მუხლი 38. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე სატენდერო განაცხადის წარდგენა

1. სატენდერო განაცხადი მიიღება ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დროის პერიოდში. სატენდერო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს ტენდერით გამოცხადებულ სიხშირის აღდგენის შესაბამის რეზერვზე, არაუმეტეს იმ მოცულობის ფარგლებში, რომელზეც კვალიფიცირებულია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ზღვრებს, რომლებიც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნდა ართმევდეს საშუალებას, სატენდერო განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი.

3. სატენდერო განაცხადში უნდა მიეთითოს:

ა) შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატში);

ბ) საბალანსო ელექტროენერგიის შეთავაზებული ფასი მეგავატ-საათში.

4. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთი ან მეტი სატენდერო განაცხადი. სატენდერო განაცხადი შესაძლოა წარდგენილ იქნეს, ასევე, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საბალანსო სიმძლავრის ტენდერში.

5. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილ სატენდერო განაცხადში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი ავტომატურად ისახება საბალანსო ელექტრონერგიის ტენდერის სისტემაში.

6. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომლის სატენდერო განაცხადი შეირჩა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში, უფლება აქვს, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით შეამციროს საბალანსო სიმძლავრის ტენდერში შერჩეულ სატენდერო განაცხადში საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი ან/და წარადგინოს საბალანსო ელექტროენერგიის დამატებით მოცულობაზე სხვა სატენდერო განაცხადი.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომლის სატენდერო განაცხადი შეირჩა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში, უფლება არ აქვს, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით გაზარდოს საბალანსო სიმძლავრის ტენდერში შერჩეულ სატენდერო განაცხადში საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი, თუმცა, მას უფლება აქვს, წარადგინოს დამატებითი სატენდერო განაცხადი მაღალი ფასით.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომატებად სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის დადებითი ფასი განსაზღვრავს საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო იმავე რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის უარყოფითი ფასი („-“ ნიშნით) – გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გადასახდელ ღირებულებას.  

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ შემცირებად სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის უარყოფითი ფასი („-“ ნიშნით) განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო სატენდერო განაცხადის დადებითი ფასი - გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გადასახდელ ღირებულებას.  

მუხლი 39. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შერჩევა

1. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების დღისათვის დგება რანჟირების სია, როგორც შემცირებად, ისე მომატებად რეზერვზე. რანჟირების სია იყოფა 6 ბლოკად.  თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს.

2. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის. სატენდერო განაცხადის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია ფასი.

3. სატენდერო განაცხადების შერჩევის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ წარდგენილი სატენდერო განაცხადის/განაცხადების შედეგის შესახებ.

მუხლი 40. საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

1. ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერით შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების კონკრეტულ დროს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე შერჩეული სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენეგია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად.

2. თუ უბალანსობის ანგარიშსწორების კონკრეტულ პერიოდში/პერიოდებში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ ასრულებს საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულებას შერჩეული სატენდერო განაცხადის შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი უბალანსობის ანგარიშსწორების  პერიოდი/პერიოდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს რანჟირების სიაში შესაბამისი სატენდერო განაცხადის დაბლოკვას.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება და რეალურ დროში საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისთანავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ ან ვერ მოხდა საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება, მიუწოდებელი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის მოცულობის გამოთვლისას.

4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს  საანგარიშო პერიოდში სამჯერ, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი შერჩეულ სატენდერო განაცხადს/განაცხადებს იყენებს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების, მათ შორის, გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისათვის. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება არ აქვს,  შერჩეული სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტრონერგიით ივაჭროს დღიურ ბაზარზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის დაბალანსებისთვის, მათ შორის, გადატვირთვის მართვის ღონისძიებებისათვის გამოყენების დასრულებამდე. ეს წესი არ ვრცელდება გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის გარდა, ობიექტის მიერ დამატებით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე.

6. საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდება ზღვრული ფასით.

7. თუ საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია გააქტიურებულ იქნა გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისთვის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდება გაცხადებული ფასით.

თავი VI

ავარიული რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

მუხლი 41. ავარიული რეზერვის ფასი

1. ავარიული რეზერვის შესყიდვა ხდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. ავარიული რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია ანაზღაურდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ ავარიული რეზერვის თითოეული წყაროსთვის გაანგარიშებული ელექტროენერგიის ტარიფით.

მუხლი 42. ავარიული რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

1. ავარიული რეზერვის გააქტიურების კონკრეტულ დროს და გასააქტიურებელი ავარიული რეზერვის მოცულობას განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს ავარიული რეზერვი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ავარიული რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია გამოიყენოს დაბალანსების, მათ შორის, გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისთვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დროს და მისივე მოთხოვნის შესაბამისად,  ვერ უზრუნველყოფს ავარიული რეზერვის მიწოდებას, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდის/პერიოდების შესახებ, რომელ პერიოდშიც/პერიოდებშიც მის მიერ ვერ ხერხდება ავარიული რეზერვის მიწოდება.

4. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავარიული რეზერვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი ავარიული რეზერვის, როგორც გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის, მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის მოცულობის გამოთვლისას.

5. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს საბალანსო სიმძლავრის ღირებულება არ აუნაზღაურდება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომელ პერიოდზეც/პერიოდებზეც მის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის არ ან ვერ იქნა მიწოდებული ავარიული რეზერვი.

თავი VII

უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლა

მუხლი 43. უბალანსობის მოცულობის გამოთვლა

1. უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიხედვით უბალანსობის მოცულობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

გულისხმობს უბალანსობის მოცულობას მეგავატ-საათში, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის; გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის დაბალანსების ჯგუფის მიერ ქსელში გაცემული ან/და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხულ სალდირებულ მოცულობას, გამოხატულს მეგავატ-საათში, ხოლო აღრიცხვის პერიმეტრის არ არსებობის შემთხვევაში - გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობას მეგავატ-საათში;   გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის დაბალანსების ჯგუფისათვის ნომინირებულ მოცულობას, გამოხატულს მეგავატ-საათში, ხოლო აღრიცხვის პერიმეტრის არარსებობისას – შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას გამოხატულს მეგავატ-საათში; გულისხმობს შესაბამისად გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

   – ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა, უბალანსობის ანგარიშსოწრების თითოეულ პერიოდში, გამოხატულს მეგავატ-საათში.    – მთლიანი დამამძიმებელი უბალანსობა, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;       – მთლიანი შემამსუბუქებელი უბალანსობა, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში. 

მუხლი 44. უბალანსობის ფასის გამოთვლა

1. უბალანსობის ფასი გამოითვლება პლატფორმის მეშვეობით უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის. უბალანსობის ფასით განისაზღვრება დაბალანსების ღირებულება თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებლი პირისთვის, რომელმაც გამოიწვია დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი უბალანსობა.

2. უბალანსობის ანგარიშსწორებისას უბალანსობის ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

– გულისხმობს უბალანსობის ფასს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის (ლარი/მეგავატ-საათი); –  გულისხმობს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში.     – განიმარტება შემდეგნაირად:

სადაც:

  – გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სრული მოცულობის ღირებულებას; – გულისხმობს  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებულ  შემოსავალს; – გულისხმობს  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაღებულ დანახარჯს.

თავი VIII

ფინანსური ანგარიშსწორება

მუხლი 45. ფინანსური ანგარიშსწორება, ანგარიშსწორების აქტი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება მათ შორის გაფორმებული ანგარიშსწორების აქტის საფუძველზე.

2. ანგარიშსწორების აქტი წარმოადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის გასული საანგარიშო პერიოდის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, პლატფორმაზე    უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდის აგრეგირებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაბალანსების ჯგუფისათვის დაანგარიშებული მოცულობებისა და მთლიანი ღირებულებების ჯამური მონაცემების ამსახველ დოკუმენტს. ანგარიშსწორების აქტი არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.

3. ანგარიშსწორების აქტი, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-12 კალენდარული დღისა, გენერირდება ანგარიშსწორების აქტების პროგრამაში. ანგარიშსწორების აქტი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულად ითვლება მისი ანგარიშსწორების აქტების პროგრამაში გენერირების  მომენტიდან.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული არიან, ანგარიშსწორების აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყონ მისი დადასტურება. დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე ანგარიშსწორების აქტი მიიჩნევა მხარეთა მიერ დადასტურებულად. ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ანგარიშსწორების აქტის საფუძველზე მხარეთა მიერ გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის  22 რიცხვისა.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ანგარიშსწორების აქტში მითითებულ მონაცემებთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დასაბუთებული პრეტენზია. ანგარიშსწორების აქტში მითითებული მონაცემის/მონაცემების უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ასეთი უზუსტობის დადგენიდან არაუგვიანეს იმავე წლის წლიური კორექტირების ციკლის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემის/მონაცემების შესწორება და კორექტირებული ანგარიშსწორების აქტის ფორმირება, რის საფუძველზეც, მხარეთა მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. წლიური კორექტირების ციკლის საფუძველზე, ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ამ წესების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისთვის, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ბაზრის ოპერატორს და თითოეულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს აღრიცხვის დაზუსტებული მონაცემები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდგომ აღრიცხვის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ანგარიშსწორების აქტში ასახული უბალანსობის მოცულობა და ღირებულება ექვემდებარება წლიური კორექტირების ციკლის ფარგლებში კორექტირებას, ამ წესების 54-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 46. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ფინანსური გარანტია

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტია უზრუნველყოფს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ  საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ანაზღაურებას.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ფინანსური გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაშვებული სხვა ფორმით.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა გამოიხატოს მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ინიციატივით, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუხმობი, რათა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ფინანსური გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ფინანსური გარანტიის მიმართ განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების ან/და ფინანსური გარანტიის სხვა ფორმით წარდგენის შესაძლებლობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე.

მუხლი 47.  ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში

1. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღიდან საანგარიშო პერიოდის ნარჩენი კალენდარული დღეებისა და დამატებით არანაკლებ 30 კალენდარული  დღით მეტი ვადით მოქმედი ფინანსური გარანტია. ფინანსური გარანტიის ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

COLL = Fsys.error * Em * Pm  

სადაც:

COLL  – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

Fsys.error – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის მოხმარების საათობრივ გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი პროცენტებში, რომელსაც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორი და აქვეყნებს თავის  ვებგვერდზე;

Em – გასული წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (რომელ საანგარიშო პერიოდშიც განმცხადებელს/დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება ფინანსური გარანტიის წარდგენა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში შემავალი ობიექტის/მიმწოდებლის/ქსელის ოპერატორის ინდივიდუალურად სალტეზე გაცემული/მოხმარებული/მიწოდებული, ხოლო ქსელის ოპერატორებისათვის - ქსელში დანაკარგი - ელექტროენერგიის საშუალო დღიური მოცულობისა და საანგარიშო პერიოდში ნარჩენი კალენდარული დღეების ნამრავლის აბსოლუტური ჯამი მეგავატ-საათში, ხოლო ასეთის არ არსებობისას – იდენტური წესით გაანგარიშებული საპროგნოზო მონაცემი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგური, კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ნაცვლად/გარდა ელექტროენერგიის წარმოებისა, აპირებს ერთ მეგავატ-საათზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას, ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს შესაბამისი საპროგნოზო მონაცემი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურს უფიქსირდება ელექტროენერგიის როგორც სალტეზე გაცემა, ასევე მოხმარება, ფინანსური გარანტიის დაანგარიშებისას Em კომპონენტში გაითვალისწინება სალტეზე ელექტროენერგიის გაცემისა და მოხმარების სააღრიცხვო მონაცემების აბსოლუტური ჯამი.

Pm – ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საშუალო საათობრივი ფასი (გაითვალისწინება მხოლოდ დადებითი ფასი).

2. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ დაბალანსების ჯგუფისთვის, რომელიც შექმნილია ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის და  იმავდროულად არ ხორციელდება სხვა  საქმიანობას, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ყოველი ასეთი დაბალანსების ჯგუფისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ნარჩენი კალენდარული დღეებისა და დამატებით არანაკლებ 30 კალენდარული  დღით მეტი ვადით მოქმედი, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის, საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით.

4. განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან პირველი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ და ყოველი მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არაუგვიანეს თითოეული საანგარიშო პერიოდის წინა თვის მე-7 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარუდგინოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის Em კომპონენტის განმარტებით განსაზღვრული საპროგნოზო მონაცემი.

5. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო მონაცემის 20%-ით ან მეტით მოსალოდნელი გაზრდის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს განახლებული საპროგნოზო მონაცემი, ხოლო გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ხსენებული საპროგნოზო მონაცემის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს გაზრდილი ოდენობით ფინანსური გარანტიის წარდგენა. გაზრდილი ოდენობით ფინანსური გარანტიის წარსადგენად გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფშიც გაერთიანებულია შესაბამისი ელექტროსადგური, შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე თავისუფლდება ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

მუხლი 48. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის ვადით მოქმედი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ფინანსური გარანტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

COLL  – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

  საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ერთი, ორი და სამი საანგარიშო პერიოდით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის/პერიოდების განმავლობაში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის თანხობრივი ოდენობების საშუალო;

60 – ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა, რომელიც შეადგენს 60 კალენდარულ დღეს;

30 – საანგარიშო პერიოდში კალენდარული დღეების საშუალო რაოდენობა.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფი/ჯგუფები შექმნილია მხოლოდ ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის, ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

4. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმულის მიხედვით გაანგარიშებული ფინანსური გარანტია.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის, საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში,  დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, თუ იგი წარმოადგენს ასეთი ელექტროსადგურის/ელექტროსადგურების ოპერირების განმახორციელებელ პირს და მის ქვეშ გაერთიანებული არ არის სხვა დაბალანსების ჯგუფი, თავისუფლდება ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

მუხლი 49. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ გარანტიასა და დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულებას შორის შესაბამისობის დადგენა

1.  გადამცემი სისტემის ოპერატორი, საანგარიშო პერიოდში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის მე-10 კალენდარული დღის მდგომარეობით, ადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილ ფინანსურ გარანტიასა და ფულადი სახით გამოხატულ დამამძიმებელ უბალანსობას შორის შესაბამისობას. წარდგენილ ფინანსურ გარანტიასა და ფულადი სახით გამოხატულ დამამძიმებელ უბალანსობას შორის შესაბამისობა დგინდება  ათი კალენდარული დღის ჯამური დამამძიმებელი უბალანსობის მოცულობის ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საშუალოსაათობრივ ფასზე ნამრავლით მიღებული ღირებულების წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობასთან შეფარდებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობასა და ფულად ერთეულში გამოხატულ დამამძიმებელ უბალანსობას შორის დადგენილი სხვაობა აღემატება 5 000 ლარს, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს განახლებული ფინანსური გარანტია გაზრდილი ოდენობით. გაზრდილი ოდენობით ფინანსური გარანტიის წარსადგენად გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

მუხლი 50.  უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორება

1. უბალანსობის ღირებულების დაანგარიშება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან უბალანსობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორება ხდება თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2.უბალანსობის ღირებულების დაანგარიშება ხდება პლატფორმის მეშვეობით თითოეული იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის, რომელიც საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა:

ა) დამამძიმებელ უბალანსობაში;

ბ) შემამსუბუქებელ უბალანსობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება გადამცემი სისტემის ოპერატორს გადაუხადოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს გადაუხადოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულება გადახდილად მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემამსუბუქებელი უბალანსობის ღირებულება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადახდილად მიიჩნევა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

მუხლი 51. ფინანსური გარანტიის წარდგენის ან/და დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება

1. ფინანსური გარანტიის ამ წესებით დადგენილი წესებითა და ვადების დაცვით წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ფინანსური გარანტიის წარდგენამდე, უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისათვის წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესისათვის გამოიყენება ამ წესების 47-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტი.

3. დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ასანაზღაურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი იყენებს ფინანსურ გარანტიას.

მუხლი 52. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში მიწოდებული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება აუნაზღაურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და კონცეფციით განსაზღვრულია ასეთი მწარმოებლის მიერ ბაზარზე შესაბამისი ელექტროსადგურის მიერ ნავაჭრი საბალანსო სიმძლავრის ანაზღაურების ამ წესებისგან განსხვავებული წესი, გამოიყენება კონცეფციით განსაზღვრული წესი.

მუხლი 53. გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გადამცემი სისტემის ოპერატორის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.

მუხლი 54. ფინანსური ანგარიშსწორების წლიური კორექტირების ციკლი

1. აღრიცხვის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, უბალანსობის მოცულობა და ღირებულება ექვემდებარება წლიურ კორექტირებას. წლიური კორექტირება ხდება ყოველი წლის არაუგვიანეს 31 დეკემბერისა.

2. წლიური კორექტირებით გამოწვეული ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 თებერვლამდე.

თავი IX

დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი

მუხლი 55. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი აწარმოებს და თავის ვებგვერდზე აქვეყნებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირების რეესტრს.

2. რეესტრი, თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის შესახებ შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის შემთხვევაში:

ა.ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელწოდება/სამართლებრივი ფორმა,  ელექტროენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის სახე და ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) ინფორმაცია დაბალანსების ჯგუფის შესახებ, კერძოდ:

ა.გ.ა.) ობიექტის ოპერირების განმახორციელებელი პირი, იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის წარმოების ან მოხმარების საქმიანობისათვის;

ა.გ.ბ) ელექტროენერგიით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი, იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის;

ა.გ.გ) ელექტროენერგიის მიმწოდებელი საწარმო იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისათვის;

ა.გ.დ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმო, იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის.

ა.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის თარიღი (ასეთის არსებობისას).

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის შემთხვევაში:

ბ.ა.) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სახელწოდება/სამართლებრივი ფორმა,  ელექტროენერგეტიკულ სექტორშისაქმიანობის სახე და ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) იმ დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელშიც გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტი, ამავე ობიექტის სახელწოდება და ტიპი;

ბ.გ) საბალანსო პროდუქტი, რომლის მიწოდების უფლებაც აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, აგრეთვე ამ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის მინიჭების თარიღი;

ბ.დ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის, ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის თარიღი (ასეთის არსებობისას).

თავი X

გარდამავალი დებულებები

მუხლი 56. გარდამავალ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი

ამ წესების 46-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნისათვის, კონცეფციით ბაზრის ამოქმედების დადგენილი თარიღიდან პირველი ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბალანსო ელექტროენერგიის ფასს წარმოადგენს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული ბოლოს წინა დასრულებული თვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, ხოლო კონცეფციით ბაზრის ამოქმედების დადგენილი თარიღიდან ორი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ამ წესების შესაბამისად.

მუხლი 57. გარდამავალ პერიოდში სიხშირის შენარჩუნების რეზერვისა და სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის შესყიდვა

1. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და  საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილია სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის შესყიდვის ამ წესებისგან განსხვავებული დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიცირებულია სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განსაზღვრულია ასეთი მწარმოებლის მიერ სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდების დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილია სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განცხადების წარდგენის განსხვავებული დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

მუხლი 58. 2024 წლამდე დაბალანსების ჯგუფების შექმნის პირობები

2024 წლამდე თითოეული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის და თითოეული მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობისათვის დაბალანსების ჯგუფები იქმნება ცალ-ცალკე.

 

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე

მომსახურებების ბაზრის წესებისდანართი:

საბალანსო პროდუქტების ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენს იმ საბალანსო პროდუქტებს, რომლებზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების მიზნებისთვის და დადგენილი წესით, გადის კვალიფიკაციის ეტაპს:

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი  (FCR)

ცხრილი 1: სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (FCR)

მინიმალური მოცულობა

± 1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა (სიმეტრიული), რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

სრული გააქტიურების დრო

სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მოცულობის 50% უნდა გააქტიურდეს სიხშირის გადახრის დარღვევიდან 15 წამის შემდეგ, ხოლო სრული რეაგირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სიხშირის ზღვრის დარღვევის შემდეგ 30 წამის განმავლობაში

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრული რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ  

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს საწყისი რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

ოპერატიული გაზომვის მოთხოვნა

მეგავატში, არაუმეტეს 4-წამიანი განახლებით

სტატიზმი: შესაბამისი კვაზიდამყარებული სიხშირის გადახრის კოეფიციენტი (∆f / fN) შესაბამისი სიმძლავრის ცვლილებით (∆P / PN) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) კონტროლერის გავლენის ქვეშ მყოფი მოწყობილობისთვის

უნდა შეეძლოს კორექტირება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად

რეკომენდირებული მნიშვნელობა: 4%,

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დარეზერვებული მოცულობა სრულად გააქტიურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ∆f   სიხშირის გადახრისას

პროდუქტის პერიოდი

ერთი კვირა

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

ცხრილი 2: სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) მახასიათებლები

 პროდუქტის დასახელება

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

მინიმალური მოცულობა

±1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური სიმეტრიული მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

პროდუქტის პერიოდის განმავლობაში

პირველი შესამჩნევი სიმძლავრის ცვლილება

დანაყენის ცვლილებიდან არანაკლებ 10 წამის განმავლობაში

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – 5 წუთი

სრული დეაქტივაცია  – 5 წუთი

მაქსიმალური ხანმოკლე გადახრა

შეთავაზებული მოცულობის სიხშირის აღდგენის ავტომატური რეზერვის (aFRR) 10%, მაგრამ არაუმეტეს 1 მეგავატისა

სიზუსტე

გადახრა უნდა იყოს 7.5 პროცენტზე ნაკლები. ყოველი 10-წამიანი გაზომვის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორი გადახრა

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

ცხრილი 3: სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის (mFRR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადებისა და სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 15 წუთამდე

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

 სრული დეაქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

15 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

სრული აქტივაციის დროიდან პროდუქტის პერიოდამდე

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

ცხრილი 4: ავარიული სწრაფი რეზერვის (ERF) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0-დან 60 წუთამდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 35 წუთამდე

სრული აქტივაციის დრო

95 წუთი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება კვალიფიკაციის ეტაპზე

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წლისა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა


ავარიული ნელი რეზერვი (ERS)

ცხრილი 5: ავარიული ნელი რეზერვის (ERS) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული ნელი რეზერვი (ERS)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0 დან 24 სთ-მდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0 დან 12 სთ-მდე

სრული აქტივაციის დრო

36 საათი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება კვალიფიკაციის ეტაპზე

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წთ

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წელი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

“.

3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:

დანართი №3

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობა რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით”, ამ წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  

მუხლი 2. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ წესების მიზანია:

ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა;

ბ) ორმხრივი ხელშეკრულების მხარეების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა;

გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ელექტროენერგიის ფასის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვალდებულებების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს წესები ვრცელდება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობაზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში. სხვა ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განაცხადი – მონაწილის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე;

ბ) ვაჭრობა – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა;

გ) მონაწილე – პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდის ან ყიდულობს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე;

დ) მხარე - ორმხრივი ხელშეკრულების მხარე;

ე) ორმხრივი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ მონაწილეებს შორის დადებული გარიგება, ფიზიკური მიწოდების პირობით;

ვ) პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

ზ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი – პირი, რომელიც ახორციელებს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას;

თ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილე – ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე რეგისტრირებული  მონაწილე;

ი) სავაჭრო წარმომადგენელი – ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადების განთავსებაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან ურთიერთობაზე;

კ) ფიზიკური მიწოდება – ორმხრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემა.

მუხლი 4. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის წინაპირობა

ორმხრივი ხელშეკრულების ბაზრის მონაწილე შეიძლება იყოს  დაბალანსების ჯგუფში, კომისიის მიერ 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად გაწევრიანებული ელექტროენერგეტიკული საწარმო ან მსხვილი მომხმარებელი.

მუხლი 5. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე მონაწილეობის პრინციპი

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობისას მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით.

მუხლი 6. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება

1. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობისას გამოიყენება ორმხრივი ხელშეკრულება.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე მონაწილეებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) პირდაპირი მოლაპარაკების გზით;

ბ) შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით.

მუხლი 7. ორმხრივი ხელშეკრულების დადება 

1. ორმხრივი ხელშეკრულება უნდა დაიდოს  მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ორმხრივი ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადებისას გამოიყენება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

2. ორმხრივ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების პერიოდი,  ცენტრალური ევროპის (CET) დროით.

3. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე პირდაპირი მოლაპარაკების ან ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადების დაწყვილების შედეგები უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ ორმხრივი ხელშეკრულების  ხელმოწერით.

4. ორმხრივი ხელშეკრულება, სულ მცირე, უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, მოქმედების ვადას და შეწყვეტის პირობებს;

ბ) ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

გ) მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს;

დ) მხარეთა შორის ანგარიშსწორების პირობებს;

ე) დავის გადაწყვეტის პირობებსა და მექანიზმებს.

თავი II

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი 

მუხლი 8. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის ზოგადი წესი

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 9. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვალდებულებები და უფლებამოსილებები

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ვალდებულია:

ა) გააფორმოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეობის მსურველთან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მომსახურების ხელშეკრულება და აწარმოოს აღნიშნული ხელშეკრულებების რეესტრი;

ბ) დაარეგისტრიროს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეობის მსურველი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე და აწარმოოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი;

გ)  აღრიცხოს ორმხირივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის თითოეული მონაწილისა და პროდუქტის მიხედვით;

დ) აღრიცხოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე დაწყვილებული განაცხადები ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის თითოეული მონაწილისა და პროდუქტის მიხედვით;

ე)  შეინახოს ამ მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები ელექტრონულად, სულ მცირე, 5 წლის ვადით;

ვ) დააკვირდეს ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე მონაწილეთა ქცევას;

ზ) აცნობოს კომისიას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ან კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით  დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ სხვა სავარაუდო დარღვევის შესახებ; 

თ) შეიმუშავოს, საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს და კომისიას წარუდგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები და მათში განხორციელებული ცვლილებები:

თ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;

თ.ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის  გზამკვლევი;

თ.გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის წესები, რომელიც, სულ მცირე, უნდა არეგულირებდეს:

თ.გ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილედ რეგისტრაციის პირობებს;

თ.გ.ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილეობის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლებს;

თ.გ.გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობისთვის გამოყენებული პროდუქტების მახასიათებლების დეტალურ აღწერას;

თ.გ.დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე შესაბამისი პროდუქტით ვაჭრობის გახსნის და დახურვის თარიღებს;

თ.გ.ე) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადის განთავსების, რედაქტირებისა და გაუქმების პირობებს;

თ.გ.ვ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე დაწყვილებული განაცხადების  გაუქმების საფუძვლებს;

თ.გ.ზ) ვაჭრობის შეჩერების საფუძვლებს;

თ.გ.თ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მომსახურების საფასურს და მისი გადახდის წესს;

თ.გ.ი) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებთან ინფორმაციის გაცვლის პირობებს;

თ.გ.კ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადების დაწყვილებისა და ფასის განსაზღვრის წესს.

ი) დაიცვას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის კონფიდენციალური  ინფორმაცია;

კ) მიაწოდოს კომისიას კონფიდენციალური  ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში;

ლ) განახორციელოს კომისიასთან ანგარიშგება, კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით  დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ შესაბამისად.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატოფრმის ადმინისტრატორი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

3.ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.

მუხლი 10. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის რეგისტრაციის თარიღი;

დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილეობის  შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილემ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი შესაბამის ცვლილებას მონაწილეთა რეესტრში ასახავს მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრში ასახავს  დაუყოვნებლივ.

თავი III

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობა

მუხლი 11. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ზოგადი პრინციპები

1. ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვებგვერდზე, პლატფორმაზე ვაჭრობის წესების შესაბამისად. 

2. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადის განთავსებით, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეები გამოხატავენ მისი შესრულების მზადყოფნას.

3. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი უნდა ასახავდეს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის შესაბამისი მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და უნდა იყოს ეკონომიკურად სათანადოდ დასაბუთებული.

მუხლი 12. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

2. განაცხადები და ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის დაწყვილებული განაცხადების შესახებ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის, კომისიისა და მისი განმათავსებელი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ინახება 3 წლის ვადით.

4. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას.

5. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ მონაწილისა და თავად წარმომადგენლის თანხმობით.

თავი IV

ინფორმაციის მიწოდება

მუხლი 13. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის,  კომისიისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორისთვის

1. ორმხრივი ხელშეკრულების მხარეების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირები ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამის ნომინაციებს, „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად, ფიზიკური მიწოდების დღის დადგომამდე 2 კალენდარული დღით ადრე, წარუდგენენ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან, დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ შესაბამისად.

3. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე