„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111012024, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის           11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება„სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებ აში (სსმ III, 2005 წელი, მუხლი 1068) და ამ დად­გენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარ­გებ­ლობ აში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარ­გებ­ლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მი­წის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაო­ბა­ზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ლი­ცენ­­ზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სსიპ – ბუნებრივი რესურსების საა­გენ­ტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რე­გისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ ი წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის და­წესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორ­ცი­ელ­დება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“.

2. 71 მუხ ლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე‑9 და მე-10 პუნქ­ტე­­ბი:

„8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყო­ფი­ლი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას­თან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შეს­წავ­ლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეუ­ლის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისი ას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლო­ბელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადა­წყ­ვე­ტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წია­ღი­სეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალის­წი­ნე­ბული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სა­სარ­გებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე‑9 პუნქტ ით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენ­ზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ლიცენ­ზი ის მფლობელი ვალდებულია,მოსა­პოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, ლიცენ­ზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს„სარ­გებლობის ლი­ცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გა­ცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დე­ბუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარე­ბის მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენ­ზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენო­ბით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს განსხ­ვა­ვებული გადასახდელი თანხის ოდენობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური