„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №159
2010 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით:
ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე.“.
2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;
ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა (X და Y კოორდინატების მითითებით) და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;
ბ.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლინცენზიის გაცემის თაობაზე.“.
3. მე-3 მუხლის 61 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.“.
4. მე-3 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა ქვიშა-ხრეშისა), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას, და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.“.
5. დებულების მე-3 მუხლის 63 – 65 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. მე-3 მუხლის მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ განაცხადს, გარდა ამ მუხლის 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც:
ა) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით არჩევს განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალურ ტერიტორიას, ამზადებს შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს წიაღით სარგებლობისათვის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით;
გ) იხილავს ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების საკითხს.
81. ამ მუხლის 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს. ამასთან, ამ მუხლის 61 და 62 პუნქტებით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს 5 ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.“.
7. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს აუქციონს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის მე-8 – მე-10 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
8. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკურმა პირმა – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;“.
9. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტები:
„თ) ამ დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების პირველი 5 წლის განმავლობაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და შესწავლის საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად მასალები წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში;
ი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;
კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;
ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.“.
10. დებულების 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით, სამინისტროს მიერ ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს ლიცენზიანტის მიერ ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
11. 75 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე 5 წელზე მეტი ვადით გაცემული ლიცენზიის მფლობელი, რომლის ლიცენზიის ფარგლებშიც მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეული რესურსების (გარდა დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში ან რომელსაც გააჩნია P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი (გარდა ქვიშა-ხრეშის, მიწისქვეშა წყლებისა და ნახშირორჟანგა აირისა – CO2),ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების პირველი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პარალელურად, მარაგების დამტკიცების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხა აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური