"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №356
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№136დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№136დადგენილებაში (სსმ III, 2005წ., №94, მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულების:
1. მე-3მუხლის მე-6პუნქტის„ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას ა და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვის ო ბრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით);”.
2. მე-3მუხლის მე-6პუნქტის`ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ.ბ) სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაცია ს, რომელიც შეიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლოp კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები–ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით);
ბ.გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე–სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი– იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.”.
3. მე-3მუხლის მე-8პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის შესაბამისად ს ალიცენზიო ფართობი მდებარეობს ტყის ფონდის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში, სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.”.
4. მე-3მუხლის81პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ამ მუხლის61და62პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს. ამასთან, ამ მუხლის61პუნქტით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც სსიპ–გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს5ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურისX დაY კოორდინატები და ფართობი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.”.
5. მე-3მუხლის მე-9პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-3მუხლის მე-10პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-8პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმებისა და81პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხს უთანხმებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებს და მათი თანხმობის შემთხვევაში აცხადებს აუქციონს.”.
7. მე-3მუხლის მე-11პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს აუქციონს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6პუნქტის„ა.ა” ან„ბ.ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად მომზადებული დოკუმენტების წარდგენისა და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.”.
8. მე-3მუხლის112პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-3მუხლის მე-18პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში ვერ გაიმარჯვა ამ დადგენილების მე-3მუხლის მე-6პუნქტის„ა.ა” და„ბ.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმდგენმა პირმა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე აანაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სსიპ– გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასური.”.
10. მე-3მუხლის მე-19და მე-20პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი არ აღემატება500000ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის81, მე-11და მე-18პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან7სამუშაო დღის ვადაში.
20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი აღემატება500000ლარს, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან და ამ მუხლის81, მე-11და მე-18პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან7სამუშაო დღის ვადაში.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური