„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.07.2011 ბოლო ცვლილება 31.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110707014, 07/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგე­ნილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის.“.

     2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყა­ლიბ­­დეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემუ­ლი ლიცენზიის მფლობელი ვალდე­ბულია ლიცენზიის გამცემის მიერ დად­გენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წია­ღისეულის რესურ­სის შესწავლა. ასევე ვალდებულია, შესწავლის ვადის ამო­წურვისთანავე კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წია­ღი­სეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წია­ღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვი­სების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მი­თითებით);

ი) მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგე­ბის დამტკიცების შემდეგ, ლიცენ­ზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ და­ფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკ­ლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;“.

    3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

    „ნ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენ­ზიის მფლობელი ვალდე­ბულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).“.

     4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

    „12. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის,ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების შემთხვევაში დამატებითი სალიცენ­ზიო პირობებია:

     ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის,ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) რაოდენობრივი აღრიცხვა წარ­მოებს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალ­დებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი, მინე­რალური ან/და თერ მ ული წყლის,ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მო­პოვება განახორციელოს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესა­ბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (და­ნადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქ­ცირე­ბული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის,ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;

დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰ ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;

ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის ან ჭაბურ­ღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში –მისი ჰერმეტიზაცია ც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალ­დებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება.“.

     5. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 – მე‑6 პუნქტები:

 „4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,ლი­ცენ­ზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს გან­ცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნ­და მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიო­დის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შეს­წავ­ლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თან­დართული მასალებით და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხს საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარუდგენს საქარ­თველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. საქარ­თველოს მთავრობის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემ­თხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას.პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობ ა ს.

 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარ­გებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს,ლიცენ­ზიის მოქმედების ვად ის ფარგლებში.“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიის მფლობე­ლებმა, რომლებიც ახორციელებენ მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ­მ ული წყლის,ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვებას, უზრუნ­ველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალის­წინებული სალიცენზიო პირობის შესრულება 2011 წლის 1სექტემბ­რამდე.

     მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური