საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.014984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 13/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.014.984

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება№46

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის ბაზრის ფუნქციონირებას, სისტემის კომერციული ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის საქმიანობას;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასა და ვაჭრობასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტის და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს;

ე) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.”.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” და “ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე” – ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და, მეორეს მხრივ, კვალიფიციურ საწარმოს ან სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;”;

„ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;”.

3. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ორგანიზება.”.

4. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის წესი

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად, რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვთ გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს წარმოადგენენ შემდეგი პირები:

ა) სისტემის კომერციული ოპერატორი;

ბ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული შემდეგი კვალიფიციური საწარმოები:

ბ.ა) წარმოების ლიცენზიანტი;

ბ.ბ) განაწილების ლიცენზიანტი;

ბ.გ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის მოიხმარს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით (შემდგომში – „სახელმწიფო პოლიტიკა”) დადგენილი რაოდენობის ელექტროენერგიას;

ბ.დ) ექსპორტიორი;

ბ.ე) იმპორტიორი;

ბ.ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

გ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატები, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში,.

3. პირი (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა), რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილისთვის დადგენილ მოთხოვნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში, რეგისტრაციისთვის მიმართავს სისტემის კომერციულ ოპერატორს. პირი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ უნდა დარეგისტრირდეს თითოეული საქმიანობის მიხედვით ცალ-ცალკე.

4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის მაძიებელმა (შემდგმში – მაძიებელი) სისტემის კომერციულ ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი (მხოლოდ ლიცენზიანტის შემთხვევაში);

დ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (მხოლოდ წარმოების, განაწილების ლიცენზიანტების, მცირე სიმძლავრის ელექტროსად-გურის და პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში).

5. პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თუ მაძიებელი განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში არ მოიხმარდა სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის ელექტროენერგიას – მიწოდების პუნქტებში სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის შესატყვისი სიმძლავრის ელექტრული ქსელის არსებობისა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიღება. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა საკუთარი საცალო მოხმარების მიზნებისთვის.

6. იმპორტიორის და ექსპორტიორის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის ხელშეკრულება.

7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა სისტემის კომერციულ ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე საკადასტრო მონაცემები) და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. სისტემის კომერციული ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.

9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს (შემდგომში – აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი), რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტიორის, ექსპორტიორის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

11. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციული ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

12. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლში მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

13. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.

14. ამ მუხლში გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე ვალდებულია ცვლილებებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სისტემის კომერციულ ოპერატორს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

15. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი განაცხადის, ცვლილებების განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორისათვის დადგენილ ვადაში წარდგენაზე, ეკისრება შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს.

    მუხლი 4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება

1. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია შესაძლებელია გაუქმდეს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომისას:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება – კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის ლიკვიდაციის შესახებ ან სასამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ – შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის დღიდან;

გ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ ამ წესების მოთხოვნათა არაერთგზის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის შეტყობინება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს;

დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობა – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ე) ექსპორტიორი და იმპორტიორი ზედიზედ 12 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში – შესაბამისი 12-თვიანი ვადის გასვლიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ვ) პირდაპირი მომხმარებლის წლიური მოხმარება არ შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილ მოთხოვნებს – შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ზ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის განცხადება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც განცხადება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს.

2. ლიცენზიანტისათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. ასეთ შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია მიმართოს კომისიას შესაბამისი რეაგირებისათვის.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

4. პირდაპირ მომხმარებელს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ან „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, უფლება არა აქვს ხელმეორედ მიმართოს სისტემის კომერციულ ოპერატორს პირდაპირ მომხმარებლად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მოთხოვნით, რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

5. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მას რეგისტრაციის შეწყვეტამდე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.”.

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან მიწოდებისა და მიღების პუნქტებში არსებული ყველა მრიცხველი ჩართონ ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზირებულ სისტემაში და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის გადაცემა ამ წესების შესაბამისად მოთხოვნილი პერიოდულობით.”.

6. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, აგრეთვე კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში.

2. თუ, ერთი მხრივ, წარმოების ლიცენზიანტი, იმპორტიორი ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი ან ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იგივე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება იდება ამ წესების პირობათა დაცვით. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება, სხვა პირობებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს;

ბ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ და დღიურ საორიენტაციო რაოდენობას;

გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ერთეულის ფასს;

დ) ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ დროს, ზუსტი თარიღის მითითებით;

ე) ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ელექტროენერგიის მწარმოებელია – იმ ელექტროსადგურის დასახელებას, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაც წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების საგანს;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

4. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმას (სახელშეკრულებო განაცხადი) ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციულ ოპერატორთან შეთანხმებით.

5. ორმხრივად ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს სარეგის-ტრაციოდ წარედგინება პირდაპირ ხელშეკრულებასთან ერთად. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.”.

8. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81” პუნქტი:

     „მუხლი 81. სახელშეკრულებო ვალდებულებები

1. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს ელექტროენერგიის მიწოდებასა და მიღებასთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას.”.

9. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა” და „გ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი სამი დედანი;”;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ა” და „ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი), ხოლო ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ” ქვეპუნტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შემთხვევაში – არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობის ნაწილში;

„ე) სარეგისტრაციო განაცხადში და/ან პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა;”.

.ბ) „ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1” ქვეპუნქტი:

„ე1) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება პირდაპირ ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს.”;

) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების ცვლილების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების ცვლილების ასლი სისტემის კომერციულ ოპერატორს.”.

10. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.”.

11. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საბალანსო ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით

1. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ხდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით (შემდგომში – სტანდარტული პირობები). სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპური სახელშეკრულებო ფორმულარი), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე გაუქმების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 თავის მოთხოვნები. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია სტანდარტული პირობების რეგისტრაცია განახორციელოს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება განხორციელებულად.

2. როგორც სტანდარტული პირობები, ასევე მასში განხორციელებული ყველა ცვლილება და დამატება, მის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს ან საჯაროდ გამოქვეყნდეს სისტემის კომერციული ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვისა და შესყიდვის პირობებს;

ბ) საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის პირობებს;

გ) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებისათვის – საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;

დ) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვასა და შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისაგან – ელექტროენერგიის მწარმოებ-ლებისაგან და იმპორტიორებისაგან სტანდარტული პირობებით სავალდებულო წესით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს მიერ სალტეზე მიწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ბ) იმპორტიორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია).

5. ახლად აშენებული ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ იქნა გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

7. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული და ექსპორტირებული, ასევე იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული იმპორტირებული ელექტროენერგია არ წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

9. კვალიფიციური საწარმოები – განაწილების ლიცენზიანტები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები სისტემის კომერციული ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებულ (ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით) ელექტრო-ენერგიის რაოდენობასა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება

1. სტანდარტული პირობების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ფიქსირებული ტარიფის მქონე მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფით;

ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (გარდა ამ მუხლის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ბ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – კომისიის მიერ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

ბ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

გ) თბოელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან (რომელიც არ არის განსაზღვრული შესაბამის პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ საქართველოს მთავრობის მიერ) – კომისიის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

დ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრით;

ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

ვ) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან – ამ წესების 361 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ზ) იმპორტიორთან (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა):

ზ.ა.) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – სტანდარტული პირობების, ასევე ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე მაღალი ტარიფით (ფასით), მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრისა;

ზ.ბ.) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი;

თ) ახლად აშენებული ელექტროსადგურის მფლობელ იმ კვალიფიციურ საწარმოსთან, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ – შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.

4. ექსპორტიორის (ან ექსპორტიორების) მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, შესაბამისი პირი (ან პირები) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან, ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე, შეისყიდის იმავე საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული, ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა არ არის საკმარისი, შევსება ხდება ტარიფის (ფასის) კლების პრინციპით, მომდევნო ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიით.

5. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს განახორციელოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის, ასევე ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი.

6. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი ექსპორტის სახელშეკრულებო ფასის ფარგლებში (ექსპორტთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების გათვალისწინებით), განახორციელოს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ გაყიდული ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიისა).

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მათ მიერ სტანდარტული პირობებით გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის ფასად ამ მუხლის მიზნებისათვის მიიჩნევა რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფი, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.”.

13. 145 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დადგენილი წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები იმპორტირებული ან ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობაზე.”.

14. 147 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზით გადაადგილებული ელექტროენერგიის დეკლარირება და საბაჟო გაფორმება თავისთავად არ წარმოქმნის შესაბამისად დისპეტჩერიზაციის (გადაცემის) ლიცენზიანტის საკუთრების უფლებას ამ გადაადგილებულ ელექტროენერგიაზე.”.

15. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:

ა.ა. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების სარეგისტრაციოდ წარდგენას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან;

ა.ბ. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას, გამომუშავებული, მიწოდებული, იმპორტი-რებული, მოხმარებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის, ასევე პირდაპირი ხელშეკრულებებით დადგენილი და მხარეთა მიერ ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;

ა.გ.ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;

ა.დ. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას;

ა.ე. ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე (გაცვლა) უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტებთან საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია იმპორტირებული და/ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია გაყიდოს და/ან შეისყიდოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისათვის ამ წესებით დადგენილი სხვა ფორმით (პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით);

ბ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად, მათ შორის და არა მხოლოდ:

ბ.ა. გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისაგან გარანტირებული სიმძლავრის ყიდვაზე და გარანტირებული სიმძლავრის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების სარეგისტრაციოდ წარდგენა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან;

ბ.ბ. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.

გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:

გ.ა. აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

გ.ბ. საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;

გ.გ. ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან ერთობლივად ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზის (ხაზების) მიმართულებით შესატყვისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი სააღრიცხვო აქტის შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან გაფორმება;

ე)ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგე-ტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრუ-ლებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

ზ) გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუზველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება. (25.04.200731)

3. საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუვნელყოფის მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:

ა) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების შესახებ;

ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობებისა და საშუალო შეწონილი ფასების შესახებ;

გ) ქსელში ფაქტობრივი საშუალო დანაკარგების ოდენობაზე;

დ) ყოველ საანგარიშო პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, უზრუნველყოფილი სიმძლავრის მოცულობისა და ჩამოყალიბებული ტარიფების (ფასების) მითითებით.”;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. მე-16 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ მიღებული, მათ შორის გატარებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.”;

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11” პუნქტი:

„11. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (დღეების) მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. გარანტირებული სიმძლავრის წყაროებზე (მათ მიერ წარმოებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიის ნაწილში) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.”;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

17. 161 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ვ.ა”, „ი” და „ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციო-ნირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;”;

„ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია – ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;”;

„ი) განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერ-გეტიკულ სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;”;

„ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა, დადგენილი წესით განაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;”.

18. მე-6 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI. დატვირთვის რეზერვი და გარანტირებული სიმძლავრე

    მუხლი 17. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება და დაუტვირთავი სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელექტროენერგიის ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსება შეიძლება განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შემდეგი სიმძლავრეების გამოყენებით:

ა) დატვირთვის რეზერვი – სისტემაში არსებული აუთვისებელი სიმძლავრე, რომლის აღების დრო შეადგენს არა უმეტეს 60 წამისა;

ბ) გარანტირებული სიმძლავრე – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ამ წესების შესაბამისად უზრუნველყოფილი სიმძლავრე, მათ შორის:

ბ.ა) გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროს მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც, სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 25 წუთისა და მოთხოვნილი სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 35 წუთისა;

ბ.ბ) გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროს მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელსაც, სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 24 საათისა, მოთხოვნილი სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 12 საათისა.

    მუხლი 18. დაუტვირთავი სიმძლავრე და გარანტირებული სიმძლავრის გამოყენება

1. დატვირთვის რეზერვი და გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში და გამოიყენება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დასაბალანსებლად.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის სათანადო ტექნიკური პარამეტრების შესანარჩუნებლად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთვის რეზერვის გამოყენებაზე და გასცეს შესაბამისი განკარგულება ელექტროენერგეტიკული სისტემაში არსებული გამოუყენებელი სიმძლავრის დატვირთვის თაობაზე, დატვირთვის შენარჩუნებით არა უმეტეს 1 საათისა.

3. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკებისა და პარამეტრების შესრულების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დატვირთვის რეზერვის გამოყენების შედეგად გამოყენებული სიმძლავრე დატვირთვიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაანაცვლოს გარანტირებული სიმძლავრით.

4. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პირობების დაცვით, გადაწყვეტილებას გამოყენებული სიმძლავრის სხვა წყაროებით ჩანაცვლებისა და დატვირთვის შესახებ იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.

5. ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია 1 საათზე მეტი დროით დატვირთოს ელექტრო-ენერგიის მწარმოებელი ის კვალიფიციური საწარმო, რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკებში მოცემული სიმძლავრეები არ აქვს რეალიზებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში და ამ მწარმოებლის დატვირთვა არ გამოიწვევს წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამ პუნქტში მოცემული პირობა არ ათავისუფლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

    მუხლი 19. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის განაცხადი

1. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო გარანტირებული სიმძლავრის ოდენობას, ასევე ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყარო, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, მზადყოფნის გამოცხადების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) განაცხადს გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის შესახებ (შემდგომში – მზადყოფნის განაცხადი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა.ა) სადგურის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები;

ა.ბ.) საჭირო დრო (წუთი) გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციამდე;

ა.გ) საჭირო დრო (წუთი) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციიდან საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის მიღწევამდე;

ა.დ) მომავალი საანგარიშო პერიოდის ის ზუსტი მონაკვეთები, რომელთა განმავლობაში გარანტირებული სიმძლავრე ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, შეკეთების ან/და რემონტის გამო.

ბ) საწვავით უზრუნველყოფის ხელშეკრულების ასლი.

3. ამ თავის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების საშუალებების შეკეთება ან/და რემონტი გულისხმობს იმ სახის სამუშაოებს, რომლის შედეგადაც გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სისტემას გარანტირებული სიმძლავრით ამ წესების შესაბამისად და მისი წარმოების საშუალებები გამოყვანილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის დაქვემდებარებიდან.

4. მზადყოფნის განაცხადის ფორმას ადგენს და ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ წინასწარ მოთხოვნილი სახით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ მზადყოფნის განაცხადის წარდგენა სავალდებულოა შესაბამის საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მისი მზადყოფნის განხილვისათვის. მზადყოფნის დადასტურება გულისხმობს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში ყოფნას და ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფას მე-17 მუხლის „ბ.ა” ან „ბ.ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი პირობებით. პასუხისმგებლობა მზადყოფნის განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე ეკისრება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

    მუხლი 191. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა შესაძლებელია შემოწმდეს ტესტირების გზით.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება წარმოადგენს პროცესს, რომელიც ადასტურებს ამ წესების მე-17 მუხლის „ბ.ა” ან „ბ.ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნას. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირებით უნდა დადასტურდეს:

ა) ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაცია შესაძლებლობა არა უმეტეს 25 წუთისა, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის განსაზღვრული სიმძლავრის აღების შესაძლებლობა – არა უმეტეს მომდევნო 35 წუთისა და დატვირთვის შენარჩუნების შესაძლებლობა – არანაკლებ 1 და არა უმეტეს 24 საათისა;

ბ) ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში, გაჩერებული მდგომარეობიდან სისტემასთან სინქრონიზაციის შესაძლებლობა – არა უმეტეს 24 საათისა, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის განსაზღვრული სიმძლავრის აღების შესაძლებლობა – არა უმეტეს მომდევნო 12 საათისა და დატვირთვის შენარჩუნების შესაძლებლობა – არანაკლებ 1 და არა უმეტეს 24 საათისა.

3. ტესტირება ხდება ამ წესებისა და ტესტირების ტექნიკური ინსტრუქციის საფუძველზე, რომელსაც, დაინტერესებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წინადადებების გათვალისწინებით, შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი.

4. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის ან გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნით გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირება უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით, ტესტირება ხდება ამ წესების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა, ან როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ).

6. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, ტესტირების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, წარადგინოს ამ წესების მე-19 მუხლით გათვალისწინებული მზადყოფნის განაცხადი (რომლის წარდგენაზეც არ ვრცელდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა). გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნა ტესტირების ჩატარების შესახებ, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღის ვადაში.

7. ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დატვირთვა (მუშაობა) გააგრძელოს ტესტირების დასრულების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, ტესტირებით დადასტურდა თუ არა მისი მზადყოფნა 191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია გამიჯნოს ტესტირების დროს გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა შესაბამის საანგარიში პერიოდში ჯამური გამომუშავებისაგან ტესტირების მიმდინარეობისათვის მის მიერ ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს გააცნოს ტესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

    მუხლი 20. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობის წესი და პირობები

1. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.

2. საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორსა და გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროებს უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროთა ნუსხას, რომელთა მზადყოფნა მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის დადასტურებულია მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის ოდენობისა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის საპროგნოზო პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია წარდგენილ ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროებს.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისაგან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე სათანადო შეტყობინებას უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი საანგარიშო პერიოდში გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს გარანტირებული სიმძლავრის მხოლოდ იმ წყაროებს და იმ პერიოდში, რომელთა მზადყოფნაც და მზადყოფნის პერიოდიც დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო ენერგეტიკულ სისტემას ვერ უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორის და არა მხოლოდ:

ა) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო ტესტირების დროს შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს სისტემასთან სინქრონიზაციას და/ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის აღებას და/ან შენარჩუნებას 191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში;

გ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ავარიული გაჩერების შემთხვევაში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული სიმძლავრის წყარო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნიდან 191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებითა და ვადებში შესაბამისი სადგურის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს სისტემასთან სინქრონიზაციას და/ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის აღებას და/ან შენარჩუნებას;

ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის მოთხოვნისთანავე, მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდებათ ტესტირების გზით მზადყოფნის დადასტურებამდე, ხოლო „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც დადგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, იმ დღის ჩათვლით, როდესაც დადასტურდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა ტესტირების გზით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული ყველა განკარგულება დაარეგისტრიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში.

8. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა “ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევების გამომწვევი გარემოებების თაობაზე, ასევე წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი და მოითხოვოს ტესტირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ.

9. საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 კალენდარული დღისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციულ ოპერატორს წარუდგენს დადასტურებულ ინფორმაციას გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში იმყოფებოდნენ მზადყოფნაში და ფაქტობრივად გააჩნდათ გარანტირებული სიმძლავრე, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით, აგრეთვე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობას, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის რაოდენობის მითითებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.

11. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება განაწილების ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლებისა და ექსპორტიორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.

12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესრულების მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გარანტირე-ბული სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვაზე – როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის.

13. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპურ სახელშეკრულებო ფორმულარს), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს კვალიფიციურ საწარმოებს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვისა და გაყიდვის პირობებს;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების გადახდის პირობებსა და ვადებს;

გ) გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მოხმარებლებისა და ექსპორტიორებისათვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;

დ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე გაუქმების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 თავის მოთხოვნები. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება განხორციელებულად.

15. როგორც სტანდარტული პირობები, ასევე მასში განხორციელებული ყველა ცვლილება და დამატება, მისი ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს და საჯაროდ გამოქვეყნდეს სისტემის კომერციული ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

    მუხლი 21. უზრუნველყოფილ გარანტირებულ სიმძლავრეზე ანგარიშსწორება

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური აუნაზღაუდება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს მზადყოფნის დადასტურებული პერიოდის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ბაზისზე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულ ვადებში. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხდება მის მიერ იმავე პერიოდში ელექტოენერგიის გამომუშავების (სალტეზე მიწოდების) მიუხედავად.

2. ამ წესების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები სისტემის კომერციული ოპერატორისათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების დარიცხვას ახდენენ კომისიის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურით, საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული მათი მზადყოფნის პერიოდის (დღეების მიხედვით) მიხედვით.

3. გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო – განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური (გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით), გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად.

    მუხლი 22. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს და გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოს პასუხისმგებლობა

1. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას ელექტროენერგია ამ წესებით განსაზღვრული პირობებითა და ვადაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან შეთანხმებით, წარმოების საშუალებების შეკეთება ან/და რემონტი ჩაატაროს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი არ წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს. ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროს.

    მუხლი 221. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გაყიდვის წესი

1. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის განკარგულებაში. გარან-ტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს. შესაბამისად, გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის ოდენობა არ ათავისუფლებს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროს მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები წარმოების ლიცენზიის პირობებით და მისი ტექნიკური პარამეტრებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული), მათ შორის, ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის გაყიდვა ხდება პირდაპირი ხელშეკრულებით ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით (საბალანსო ელექტროენერგია) ამ წესების შესაბამისად.“.

19. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, აგრეთვე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ქსელში ფაქტობრივი საშუალო დანაკარგები (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიისა) ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიანტის (ლიცენზიანტების) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.”.

20. 231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 231. წარმოების ლიცენზიანტის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ   ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის

წარმოების ლიცენზიანტის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით ან სისტემის კომერციული ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით.”.

21. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი

     „მუხლი 251. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა)

1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვა) საფუძვლებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა სტანდარტული პირობებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადაუხდელობა შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

გ) ელექტროენერგიის გადაცემის და/ან დისპეტჩერიზაციის ღირებულების გადაუხდელობა შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;

დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას) უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციული ოპერატორის ან გადაცემის ლიცენზიანტის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით.

3. დაინტერესებული მხარის მიმართვის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ დროში დაინტერესებული მხარის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის გაგზავნილი მიმართვის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ.

4. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან (შეზღუდვასთან) დაკავშირებული დავა არ შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) გადავადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფუძვლოდ შეწყვეტის (შეზღუდვის) შედეგად კვალიფიციური საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ელექტროენერგიის გატარების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის პირობები რეგულირდება შესაბამისი გატარების ხელშეკრულებით. ამ საფუძვლით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა) უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეტყობინების სავალდებულო ვადის დაცვით, რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და სისტემის კომერციულ ოპერატორს.

6. ელექტროენერგიის მიწოდების განახლება ხდება შესაბამისად სისტემის კომერციული ოპერატორის ან გადაცემის ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირის მიმართაც, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის დადგომის მომენტისათვის აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს.

8. დაუშვებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა) უქმე და დასვენების დღეებში.”.

24. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან და ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.”.

25. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიწოდების პუნქტებში მიღებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისთვის, ხოლო გადაცემის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება – სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით (სისტემათაშორისი გადადინებისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით) ექსპორტირებული, აგრეთვე გადამცემი ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული (მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ელექტროენერგიის მთელი მოცულობით კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.”.

26. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. 361 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით (ფასით), გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირების რეჟიმში გამომუშავებული ელექტროენერგიისა ტარიფისა.”;

) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტმა, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების წინადადებების გათვალის-წინებით, 2010 წლის 20 აგვისტომდე უზრუნველყოს ტესტირების ინსტრუქციისა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის განაცხადის ფორმის დამტკიცება.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროებმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის მზადყოფნის განაცხადი და საწვავით უზრუნველყოფის ხელშეკრულების ასლი უნდა წარუდგინონ არა უგვიანეს 2010 წლის 27 აგვისტოსი. მზადყოფნის განაცხადში უნდა აღინიშნოს:

ა.ა) სადგურის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები;

ა.ბ.) საჭირო დრო (წუთი) გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციამდე;

ა.გ) საჭირო დრო (წუთი) ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციიდან საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის მიღწევამდე;

ა.დ) მომავალი საანგარიშო პერიოდის ის ზუსტი მონაკვეთები, რომელთა განმავლობაში გარანტირებული სიმძლავრე ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, შეკეთების ან/და რემონტის გამო.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი სისტემის კომერციულ ოპერატორსა და გარანტირებული სიმძლავრის შესაბამის წყაროებს უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის იმ წყაროთა ნუსხას, რომელთა მზადყოფნა დადასტურებულია 2010 წლის სექტემბრისათვის, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის ოდენობისა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის საპროგნოზო პერიოდების (დღეების მიხედვით) მითითებით.

4. სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისაგან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არა უგვიანეს 2010 წლის 3 სექტემბრისა სათანადო შეტყობინებას უგზავნის გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებს.

    მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

ა. ხეთაგური