ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
300.300.000.22.025.010.251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 26/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.010.251

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №31

2007 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) პირველი მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადების, ძალაში შესვლის, მოქმედებისა და შეწყვეტის პირობებს;“

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიების განსაზღვრას.“.

2) მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ,,გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებელის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;

გ) ,,ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ მფლობელობაში;

დ) ,,პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე“ - ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და, მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ)     ,,ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის.“;

გ) მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და ,,ს“ ქვეპუნქტები:

„რ) ,,ავარიული სიტუაცია“ – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას და სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო არსებული სასისტემო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, მინიმალური ძაბვის ავტომატიკა, გამყოფი ავტომატიკა და ა.შ.) ამოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ან მოჰყვება ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვეტა;“;

ს) ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალში ამ წესების შესაბამისად შეტანა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება.“.

3) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაცია

1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვს წარმოების და განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, იმპორტიორს და ექსპორტიორს, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს, აგრეთვე სისტემის კომერციულ ოპერატორს.

2. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.

3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);

გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;

დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა;

ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების, ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით.

4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.

5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.

7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა. ამასთან, შეტყობინება განმცხადებლის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების შესახებ, ასევე უნდა ეცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

9. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;

ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;

გ) კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

10. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუმორჩილოს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით, კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზააციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

11. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.“

4) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმება

1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;

გ) იმ გარემოებების შეცვლა, რაც გახდა კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის საფუძველი.

2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. ასეთი სახის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის, ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.“.

5) მე-5 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ელექტროენერგიის იმპორტიორი უფლებამოსილია, იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციური საწარმოზე ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ან/და მოიხმაროს თავისი საჭიროებისათვის, თუ იგი ამავე დროს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს ან პირდაპირ მომხმარებელს.

2. ელექტროენერგიის ექსპორტიორი უფლებამოსილია, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია იყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოებისაგან ან/და უზრუნველყოს ექსპორტი საკუთარი წარმოების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიით.“.

7) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3. პირდაპირი მომხმარებლისთვის დადგენილი მოხმარების სიდიდე გამოითვლება ამ მომხმარებლის კუთვნილი ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგიის მომარაგების პუნქტებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების ფაქტობრივი ან მისი დადგმული მუშა სიმძლავრის შესაბამისად, მათ შორის ისეთი მომარაგების პუნქტიდან, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის ასამაღლებლად. დაუშვებელია პირდაპირ მომხმარებლად ისეთი პირის რეგისტრაცია, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული მოხმარების (სიდიდის) ზღვარს აღწევს ერთმანეთთან კავშირის არმქონე ორი ან მეტი ელექტროენერგიით მომარაგების პუნქტში აღებული, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (ან დადგმული საპროგნოზო სიმძლავრის) კვტ.სთ ჯამით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საწარმოს გამოყენებაში მყოფი მუშა დანადგარების, საპროგნოზო დადგმული მუშა სიმძლავრის დასადგენად, დგება შესაბამისი მუშა ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ამ საწარმოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის მფლობელის მონაწილეობით.“.

8) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის ან/და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში.

2. თუ წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან/და ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.“

9) მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულდისპეტჩერულ მართვას;

ე) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და ზუსტი მოცულობები;

ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;

ზ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს არა აქვს უზრუნველყოფილი სარეზერვო სიმძლავრე მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესების შესაბამისად;

თ) ელექტროენერგიის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოს პირდაპირი ხელშეკრულებით არა აქვს შესყიდული, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულოდ შესასყიდი ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობა.“.

ბ)  მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები ამ წესების შესაბამისად, მათ შორის 31-ე მუხლში მოცემული წესის დაცვით.

6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.“.

10) მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების ან რეგისტრაციის შეწყვეტა“

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს.

5. პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ასევე იწვევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებითი შეჩერება; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დროებით შეაჩეროს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის დროებით შეჩერების თაობაზე, შეჩერების გამომწვევი მიზეზების მითითებით.“.

11) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობა

1. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან ამ წესებით მიჩნეული ღია ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე); გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. ამ წესების შესაბამისად ღია ინფორმაციად მიიჩნევა შემდეგი:

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით;

ბ) საანგარიშო პერიოდში გადამცემ ქსელში ფაქტიური დანაკარგები (ძაბვის საფეხურების მითითებით);

გ) შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ;

დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

12) მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, კვალიფიციური საწარმოები სისტემის კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.“

13) მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება ელექტროენერგიის იმ მოცულობების მიმართ, რომლებიც არ იქნა შესყიდული და გაყიდული სხვა პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საბალანსო ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს არგადამხდელი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა ან შეზღუდვა ამ წესების მე-12 და 25-ე მუხლების შესაბამისად;

გ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხდა მის მიერ მთლიანად წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული, მოხმარებული ან განაწილებული ელექტროენერგიის 5 (ხუთ) პროცენზე მეტი ელექტროენერგიის სტანდარტული პირობით შესყიდვა ან/და გაყიდვა, მაშინ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემის კომერციულ ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული არგუმენტაციის მიწოდებით.

14) მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სათანადო განაცხადის არარსებობის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი სტანდარტული პირობით შესყიდულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის ფასით, ხოლო ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ორი ან მეტი ამგვარი ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში _ საშუალო შეწონილი ფასით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. თუ ეს მუხლი სხვა წესს არ ითვალისწინებს, კვალიფიციური საწარმოს მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ტარიფით.

5. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.“.

15) მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.გ“ ქვექვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.   დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა.

ე.ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ.    გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ ზენორმატიული დანაკარგის შედეგად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება.“.

დ)     მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3.     საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით:

ა) ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას:

ა.ა) თვის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობებს, ელექტროენერგიის ფასის მითითებით;

ა.ბ) თვის განმავლობაში საშუალო შეწონილ ტარიფებს;

ა.გ) ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ;

ა.დ) გადაცემის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობაზე;

ა.ე) გასული და მიმდინარე საანგარიშო თვის საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებებს;

ა.ვ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და სისტემაში გამოვლენილი ყველაზე იაფი და ეფექტური სიმძლავრეების, წყაროების მითითებით;

ა.ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციას.

ბ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში კომისიას უგზავნის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ფაქტიურად ჩამოყალიბებული ტარიფების შესახებ ყოველთვიურ ინფორმაციას.“.

16) მე-16 მუხლის:

ა) მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.“;

ბ) მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17) წესებს მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი VI

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

    მუხლი 161. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ვალდებულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება, ასევე დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ისე, რომ შესრულდეს მათ მიერ დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;

 ბ) პირდაპირი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს რეჟიმები, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ბერკეტები, მათ შორის სათანადო ოპერატიული სადისპეტჩერო მითითებებისა და ოქმების შედგენით;

გ) კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნის ან/და თავის შეხედულებისამებრ, ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროების მიხედვით (მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით), ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს საბალანსო ელექტროენერგია და სარეზერვო სიმძლავრე მინიმალური ღირებულების პრინციპის დაცვით;

დ) დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი გახადოს სისტემის კომერციული ოპერატორისთვის ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში;

ე) მის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი შეზღუდვები, რომელიც განპირობებულ იქნა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, დააფიქსიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში;

ვ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ამ წესების შესაბამისად, მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია, პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული (შესრულებული) ელექტროენერგიის რაოდენობაზე (მათ შორის ამ წესების 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციაც) შემდეგი წესით:

ვ.ა) ყოველდღიურად მიაწოდოს ყველა იმ მითითებისა და ინსტრუქციის ჩანაწერი, რომელიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ (შეთანხმებულ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში; დღის განმავლობაში წარმოებული, გადაცემული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გამოუყენებელი და გამოყენებული რეზერვის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესახებ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით; პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია _ ამა თუ იმ ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკების დარღვევის ან დაცვის აღნიშვნით;

ვ.ბ) ყოველი თვის დამთავრებიდან ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით მიაწოდოს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიწოდებული ან გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემები; საანგარიშო თვის განმავლობაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ქსელში დაფიქსირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების ოდენობა; მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია (ცდომილებების მითითებით). ასევე პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია;

ზ) ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროს გაუგზავნოს მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცალკეული კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, მიღებისა და მიწოდების პუნქტებში გაცემული და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსი, გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩვენებით;

თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს ან შეაჩეროს მათი რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით;

ი) გამოავლინოს სისტემაში ყველაზე ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების წყაროები და კვალიფიციურ საწარმოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. აგრეთვე განახორციელოს კონტროლი ამ წესების დაცვით კვალიფიციური საწარმოების მიერ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენების შესახებ;

კ) ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესყიდული და თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ (კვალიფიციური საწარმოებისა და სიმძლავრეების მითითებით);

ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა. დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში თავისუფალ ან/და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებზე (სიმძლავრეზე), მათ შორის რეზერვზე შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მითითებით უმოკლეს ვადაში. საჯარო ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;

მ) წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ შეამციროს კვალიფიციური საწარმოსთვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სიმძლავრე, გარდა სასისტემო ავარიული სიტუაციის, ფორსმაჟორის, ამ წესების ან პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა;

ნ) ამ წესების შესაბამისად, შეასრულოს კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან განახლების შესახებ.“

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

ბ) დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას იმგვარად, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

გ) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება;

დ) მომსახურების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტი, ექსპორტი ან/და ჩაერთოს მეზობელი ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;

ე) განსაზღვროს შესაბამისი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაცემის ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებები:

ა) გამოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საწარმოების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესახებ;

ბ) თავისი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებლად განახორციელოს საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება;

გ) მისი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის, არასრული გადახდის ან/და გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად შეწყვიტოს ან შეზღუდოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება;

დ) ელექტროენერგიის დამტკიცებული ლიმიტის (შეთანხმებული დღეღამური გრაფიკები) კვალიფიციური საწარმოს მხრიდან გადაჭარბების შემთხვევაში, მოითხოვოს მოხმარების (სიმძლავრეების) შემცირება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმოქმედოს წინამდებარე წესების თანახმად;

ე) გასცეს სათანადო სადისპეტჩერო მითითებები, რათა უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება შეთანხმებული გრაფიკითა და მოცულობით;

ვ) მოითხოვოს კვალიფიციური საწარმოსაგან, ამ წესების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ანაზღაურების მიზნით, კვალიფიციური საწარმოს მიერ კომერციული ბანკის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

ზ) ავარიის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისა და მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური საწარმოებისათვის პირდაპირი ხელშეკრულებებით (ბალანსებით დადგენილი) მისაწოდებელი ელექტროენერგია შეზღუდოს გაუფრთხილებლად;

თ) ქვეყანაში ელექტროენერგიის და სიმძლავრის დეფიციტის დროს ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდვების გრაფიკის შემოღებისას, კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია მიაწოდოს ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის კორექტირებასთან შესაბამისობაში, ხოლო ურთიერთშეთანხმებული დამატებითი გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების უპირატესი შესრულება.“.

18) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. კვალიფიციური საწარმოების შეზღუდვა სარეზერვო სიმძლავრის არქონის შემთხვევაში

თუ განაწილების ლიცენზიატი და პირდაპირი მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს, რომ მზადყოფნაში იქონიოს საჭირო მოცულობით სარეზერვო სიმძლავრე კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან და ფორმით, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეზღუდოს ასეთი კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდება სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმდინარე დეფიციტის შესაბამისად.

19) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტრულ ქსელში დანაკარგების ანაზღაურება

1. კვალიფიციური საწარმოს მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესყიდვა ხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, ხოლო იმპორტის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის სისტემასთან დამაკავშირებელ, შესაბამის მიღების პუნქტში.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის საერთო მოცულობების სხვაობიდან.

3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით.

4. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.

5. ზენორმატიული დანაკარგები, გარდა ნორმატიული დანაკარგისა, ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელი ლიცენზიატის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.“.

20) წესების 23-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231-ე მუხლი:

     „მუხლი 231. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა საერთო სასადგურო დანახარჯისთვის

წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაჩერების პერიოდში ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველყოფა ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსგან შესაბამისი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით.“

21) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების (მიღების) ფაქტის დადგომისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შესრულებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გამომუშავებული და შესყიდული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგია არ არის გაყიდული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ან/და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია მეტია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ სათანადო პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი პირდაპირი ხელშეკრულების ზემოთ რეალიზებული ელექტროენერგიის ნაწილში ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

4. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა შედგეს მხარეების წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულნი არიან გამოყონ მათი წარმომადგენელი ან წარმომადგენლები (მხარეების მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მოცემული წესი არ ვრცელდება ამ წესების 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის შექნასა და მის საქმიანობაზე.

5. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიუწოდებლობის შემთხვევაში (თუ ეს ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს), მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველს აუანაზღაუროს მისი ბრალით ამ მიუწოდებლობის შედეგად მიყენებული ზიანი.“.

22) 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და სათანადო განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“;

ბ)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) მყიდველი კვალიფიციური საწარმო დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული ზიანი.

4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 27 დღის განმავლობაში (თუ პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის განსაღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა.“.

23) 26-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შესაბამის ოპერატიული ჩვენებების აქტში დაფიქსირებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის დამთავრებისათანავე უნდა გადაეცეს სისტემის კომერციულ ოპერატორსა და დესპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ხოლო სათანადოდ გაფორმებული და კვალიფიციურ საწარმოს მიერ დამოწმებული აქტი საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, რომელიც ამოწმებს მათ და მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა გადასცემს სისტემის კომერციულ ოპერატორს.“;

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ეთანხმება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სისტემის კომერციულ ოპერატორს უთანხმოების დასაბუთებული მიზეზის მითითებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ წესების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“

24) 27-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, მათ შორის ოპერატიულ ჟურნალში აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ანგარიშსწორების კორექტირებისათვის.

6.  სისტემის კომერციული ოპერატორი ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 დღის ვადაში, კვალიფიციურ საწარმოებს წარუდგენს ანგარიშსწორებისთვის საბოლოო ინფორმაციას – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე.“.

25) 29-ე მუხლის:

ა) მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. გადაცემის, დისპეტცერიზაციისა ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულება, ელექტრულ ქსელში ურთიერთდაშვების ვალდებულებები“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვლნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში:

ა) თუ დაინტერესებული პირი ითხოვს წარმოების ან გამანაწილებელი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებას, ამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება არ ავალდებულებს ქსელის მფლობელს ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მომარაგებაზე (თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს). შესაბამისად:

ა.ა) ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგებაზე შესაბამისი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ქსელის მფლობელის კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) უნებართვო მოხმარებას, ქსელის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გადაახდევინოს შეუთანხმებლად მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობაზე, შესაბამის საანგარიშსწორებო თვეში, მის მიერ ყველაზე ძვირად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასური;

ა.ბ) ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით;

ბ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება განაწილების ქსელს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გატარების საფასური დგინდება კომისიის მიერ;

გ) თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;“.

გ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. წარმოების ლიცენზიატს ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) უშუალოდ თავიანთი კუთვნილი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ეკისრება მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების დასაბალანსებლად საჭირო ელექტროენერგიით (სიმძლავრით) მომარაგების ვალდებულება, თუ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს.“.

26) წესებს 29-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

,,თავი IX1. ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა

    მუხლი 291. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა, განხორციელება და ანგარიშსწორება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ ხელშეკრულება, ემსახურება როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას ელექტრულ სისტემებში არსებული სიმძლავრეების ურთიერთ დაბალანსების (გაცვლის) საფუძველზე.

2. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ხდება კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ჩართვა) საჭიროებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და სისტემის კომერციულ ოპერატორის ურთიერთთანამშრომლობას (რაც დაწვრილებით შეიძლება გაიწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით).

4. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის ტექნიკურ მართვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზს, საანგარიშსწორებო ინფორმაციაში ასახვის მიზნით, ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. პარალელურ რეჟიმში ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემიდან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემაში გადადინება ხორციელდება შესაბამისი წარმოების, განაწილების ან/და პირდაპირი მომხმარებლების მიერ დაბრუნებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ხარჯზე.

6. პარალელურ რეჟიმში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და კვალიფიციური საწარმოს მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიით, სისტემის კომერციულ ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობისას მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის ამ ენერგიის საჭიროების ან მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, მათ მიერ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მოხმარებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) დააბრუნონ, პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული იმავე მოცულობის ელექტროენერგიით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მოცემული მიზნებისთვის, კვალიფიციურ საწარმოს არ გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული ან წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სათანადო წყაროები, მის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება მოხდება სტანდარტულ პირობებზე საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვით.

9. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინების შედეგად საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოშობილი ფაქტობრივი დანაკარგები, იფარება მიწოდების პუნქტში ინდივიდუალურად იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს (მოიხმარეს) შემოდინებული ელექტროენერგია მათი ფაქტიური მოხმარების უზრუნველსაყოფად.

10. კვალიფიციურ საწარმოზე პარალელურ რეჟიმში შემოდინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დარიცხვისას გამოიყენება ამ წესებით დადგენილი დანაკარგების გაანგარიშების და დარიცხვის წესი.

11. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებასთან ერთად, ამავე მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან შეიძლება, მოქმედებდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა ხელშეკრულებებიც.

12. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) იმპორტის და ექსპორტის საქმიანობისგან განსხვავებით, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება) არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.

13. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმების საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სისტემაში არსებული კვალიფიციური საწარმოების კანონიერი მოთხოვნები. იგივე პირობა დაცული უნდა იქნეს პარალელური მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.

14. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ, ელექტროენერგიის სალდოგადადინება (გარდა ნულოვანისა), განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. შესაბამისად, სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, სადაც, იმ შემთხვევაში თუ:

ა) საქართველოდან გადინებული ელექტროენერგიის სალდოგადადინება მეტია ნულზე და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მეზობელი ქვეყნიდან გადახდილი თანხა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ კვალიფიციური საწარმოების კანონიერ მოთხოვნებს, სხვაობა ანაზღაურდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ბ) თუ საქართველოში შემოდინებული ელექტროენერგიის სალდოგადადინება ნაკლებია ნულზე და კვალიფიციურ საწარმოებს მართებთ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ პარალელურ რეჟიმში შემოდინებული და მათ მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დაბრუნება, ისინი ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადაუხადონ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების სალდოგადადინებისთვის დადგენილი ფასით (ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობითი ფასით).“.

27) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. კვალიფიციური საწარმოები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისას ვალდებულნი არიან, დამატებით წარადგინონ განაცხადები წლიური ბალანსის კორექტირებისთვის.“

28) 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მიზნით პირდაპირ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვილებების შესახებ მხარემ (მხარეებმა) არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების გრაფიკებში შეუსაბამობის შემთხვევში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ამის შესახებ და სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა გონივრული ვადის მითითებით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მისაწოდებელი ელექტროენერგია, ამ პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად, არ იქნება ასახული მიწოდებისა და მოხმარების გეგმებში; თუ ეს პუნქტი სხვა წესს არ ითვალისწინებს მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული (თანდართული) გრაფიკის შესაბამისად“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გ) მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ. ამ წესების პირობების დაცვით, ყოველდღიურად მიაწოდოს სისტემის კომერციულ ოპერატორს მიწოდებისა და მიღების პუნქტებში მიღებული ან/და გაცემული ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მიწოდებისა და მოხმარების გრაფიკებში ასახული და მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული (მიწოდებული ან/და მოხმარებული) ელექტროენერგიის შესახებ, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს, ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა წინა დღის განმავლობაში, ყველა იმ ცვლილების აღნიშვნით, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ან/და მიწოდების გრაფიკებში.“.

დ)     მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხასიათის გარემოების გამო ვერ ხერხდება ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულება და ეს შეუსრულებლობა აშკარად იმოქმედებს საანგარიშო თვის პერიოდში ხელშეკრულების შესრულებაზე, ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების ერთერთი მხარის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს წერილობითი დასაბუთება პირდაპირი ხელშეკრულების პირობების შეუსრულობების გამომწვევი მიზეზების განმარტებით (ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში).

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინენები, მოთხოვნები ან/და დავალებები უნდა დარეგისტრირდეს ორივე მხრიდან. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი (აუდიო) ჩანაწერით. დისპეტჩერის ოპერატიული შეტყობინებები, მოთხოვნები და დავალებები წარმოადგენს ღია ინფორმაციას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ოპერატიული შეტყობინების ან/და მოთხოვნის ჩანაწერი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და კვალიფიციური საწარმოს მიერ უნდა გაიცეს შესაბამისი დაინტერესებული კვალიფიციური საწარმოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

29) 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტი:

„ი) დამცავი ძაბვის რეჟიმში მყოფი ელექტროგადამცემ ხაზებში ელექტროენერგიის დანახარჯის;

კ) გადამცემ ქსელში ძაბვების მიხედვით დანაკარგის განსაზღვრა.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აქტიური ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძლეოდეს ისეთი დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორიცაა:

ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადა-სხვა საფეხურზე გადაცემული ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენასა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალური დანაკარგების დადგენას ელექტროენერგეტიკული სისტემის ძაბვის ყველა საფეხურზე;

გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი;“.

გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს ან იქნა გაცემული მათ მიერ;“.

დ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული რეაქტიული სიმძლავრე.“.

30) წესებს 36-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი:

„თავი XI1

დერეგულირებული ელექტროსადგურები

    მუხლი 361. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები

1.  თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სიტემის კომერციულ ოპერატორზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომელშიც არ შედის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ სტანდარტული პირობით გაყიდული ელექტროენერგიის ფასი.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ განაცხადით ელექტროენერგიის შესყიდვისას თანაბარი გასაყიდი ფასის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის განაცხადს.“.

31) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მე-8 და მე-9 პუნქტები:

,,4. სისტემის კომერციულ ოპერატორს უფლება აქვს გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ,,ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით“ იმ ახლად აშენებულ ან მშენებარე, აგრეთვე რეკონსტრუქციაში მყოფ ან რეკონსტრუირებულ ელექტროსადგურებთან, რომელთა მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ) ექვემდებარება სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნულ მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საჭიროებს კომისიასთან წინასწარ შეთანხმებას; ამასთან, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დერეგულირების შემდეგ პერიოდში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება (დაბალი და მაღალი ზღვარი სეზონურობის გათვალისწინებით).

5. ამ წესების თანახმად, ინფორმაციის მიწოდება წარმოებს წერილობითი ფორმით. ამასთან, წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია, ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონოგრამის, ფაქსის და სხვა საშუალებებით.

6. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელი ან მისგან მისაღები თანხების გადაცემის ლიცენზიატებს შორის გასანაწილებლად საჭირო აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებამდე, გამოყენებულ იქნეს იგივე პროპორცია, რა პროპორციაც არსებობს კომისიის მიერ დადგენილ სს ,,საქრუსენერგოსა“ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ქსელში ნორმატიულ დანაკარგებს შორის. ამასთან, ამ პუნქტის მოქმედება განისაზღვროს 2007 წლის 1 ივლისამდე.

7. აღრიცხვის სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგებისთანავე ან/და შესაბამისი გადამცემი ქსელის ფარგლებში ამ წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შესაძლებლობისთანავე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს ამ მოწესრიგებით მიღებულ შედეგებზე, მათ შორის, ამ მოწესრიგების შედეგად გადაცემის ქსელში მიღებული, გადაცემული, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიზუსტით აღრიცხვასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.

8. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

9. წარმოების ლიცენზიატის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების მოწესრიგებამდე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში), ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ერთ საანგარიშო პერიოდზე ნაკლები დროით გაჩერებისას, ამ პერიოდში მის მიერ სისტემიდან მიღებულ და წარმოებულ ელექტროენერგიას შორის მეტობის შემთხვევაში, მიღებულ მოცულობაზე (ნაშთზე) ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის ურუნველყოფა სრულად ხდება სხვა კვალიფიციური საწარმოსთან გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით.“.

 მუხლი 2. 2006 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დანაკარგების ანაზღაურებაზე გავრცელდეს ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 23-ე მუხლი.

 მუხლი 3. 2006 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში შემოდინებული და გადადინებული ელექტროენერგის (სიმძლავრის) შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდეს ამ წესების 291-ე მუხლით და მისი მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

 მუხლი 4. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ძალაში შევიდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 30-ე დღეს.

 მუხლი 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა იმ კვალიფიციურ საწარმოებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების პირობებს, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან შესაძლოდ მოკლე ვადაში გაუგზავნოს სათანადო შეტყობინება, აღნიშნული პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შეჩერების ვალდებულების თაობაზე.

 მუხლი 6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური