,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.012.362
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №98
2008 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ) ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი“ – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი კონკრეტული ელექტროგადამცემი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი, რომელშიც აისახება ხაზით (ხაზებით) ცალცალკე გაცემული და მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და რომელიც დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ პირთან;
უ) ,,სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი“ – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთობლივი აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აღრიცხვის აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) მიერ აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს;“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ფ-ღ“ ქვეპუნქტები:
,,ფ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ქ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე – უცხო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანის ან საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის, ასევე გაცვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ღ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი – უცხო ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების ნუსხაში (სიაში);“.
3. მე-3 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) კვალიფიციური საწარმოს მიერ სექტემბერი-აგვისტოს პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების (განაწილების) ამ წესებით დადგენილი ლიმიტის მიუღწევლობა.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბითუმო ვაჭრობის ტექნიკური სტანდარტების ზოგადი პრინციპები
1. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;
ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საიმედო საექსპლუატაციო მდგომარეობაში;
გ) სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით.
2. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუქვემდებაროს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დაქვემდებარებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
3. კვალიფიციური საწარმოები (სისტემის კომერციული ოპერატორის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია, მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ“.
6. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-7 მუხლში:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პირდაპირი მომხმარებლისთვის დადგენილი მოხმარების სიდიდე გამოითვლება ამ მომხმარებლის კუთვნილი ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების წინა წლის (სექტემბერიაგვისტო) ფაქტობრივი ან მიწოდების პუნქტებში არსებული ელექტრული ქსელის დადგმული სიმძლავრის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საწარმოს მიწოდების პუნქტებში არსებული ელექტრული ქსელის დადგმული სიმძლავრის დასადგენად იქმნება მუშა ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და ამ საწარმოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის მფლობელისა და ამ საწარმოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა, საცალო მოხმარების მიზნებისთვის.“.
8. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს, ხოლო ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შემთხვევაში არც ერთი მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულდისპეტჩერულ მართვას;
ე) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ზუსტი მოცულობები;
ვ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე;
ზ) ელექტროენერგიის ექსპორტზე გაფორმებულ პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ამ წესების 145 მუხლის მე-5 პუნქტის პირობა.“.
9. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.
10. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით.“.
11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულება წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპიურ სახელშეკრულებო ფორმულარს), რომელსაც სისტემის კომერციული ოპერატორი უდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ კვალიფიციურ საწარმოებს.“.
12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
1. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწერილი) ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას ანგარიშსწორებას ახორციელებს განაცხადში მითითებული ფასით.
2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას ანგარიშსწორებას ახორციელებს:
ა) რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელისა (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა) და იმპორტიორის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად;
ბ) რეგულირებადი ზედა ზღვრული ტარიფის მქონე ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა):
ბ.ა.) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრის შესაბამისად, ხოლო თუ ამ საწარმოს სისტემის კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვაზე და ამ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი, რომლებშიც მითითებულია ზღვრულ ტარიფზე დაბალი ფასი – ამ ფასით;
ბ.ბ.) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილია აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.
გ) რეზერვის წყაროს მფლობელის შემთხვევაში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ან ტესტირების პირობებში გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);
დ) თბოელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში, რომელიც არ არის რეზერვის წყარო ან რეზერვის წყაროს შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფით (ზედა ზღვრული ტარიფით);
ე) დერეგულირებული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის შემთხვევაში ამ წესების 361 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიის მწარმოებლებზე, განაწილების ლიცენზიატებზე, პირდაპირ მომხმარებლებსა და ექსპორტიორებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტის საფუძველზე შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
4. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულება (ორმხრივად ხელმოწერილი) საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგია და მისი ფასი არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ფორმირებაში.
5. საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასში მონაწილეობას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია და მისი ფასი, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს უშუალოდ რომელიმე კვალიფიციურ საწარმოზე (საწარმოებზე) ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების (ორმხრივად ხელმოწერილი) საფუძველზე, კომისიის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიისთვის დადგენილი ტარიფით.
6. კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს:
ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ფასით.
ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილია აქვს ყველაზე მცირე ტარიფი.
7. კვალიფიციური საწარმოების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვა ხდება იმავე მწარმოებლის კუთვნილ სალტეზე, სადაც მოხდა მისი შესყიდვა.“.
13. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1
ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი
მუხლი 14 1 . ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელების ზოგადი პირობები
1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში დადგენილი მოცულობებით, პერიოდში და კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.
2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საერთო მოცულობის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ მხოლოდ იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადის საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე შესაბამისი ხელშეკრულების ან/და იმპორტიორის/ექსპორტიორის განაცხადით გათვალისწინებულ მოცულობაზე მეტი, მაშინ აღნიშნული ელექტროენერგიის იმპორტიორად ან ექსპორტიორად ითვლებიან ის პირები, რომლებიც ამ საანგარიშო პერიოდში ახორციელებდნენ იმპორტს ან ექსპორტს კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მხოლოდ ექსპორტის/იმპორტის განხორციელების კონკრეტული განაცხადის მოქმედების პერიოდში). ზედმეტად ექსპორტირებული ან იმპორტირებული ელექტროენერგიის განაწილება ხორციელდება 146 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის განაცხადები წარუდგინონ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ეს წესი არ ვრცელდება ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე. ასეთ დროს განაცხადის წარდგენის წესი რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადებისა და ქვეყნის შიდა მოხმარებაში ელექტროენერგიის უკმარისობის ან ელექტროენერგიის ქვეყნის შიდა წარმოებაში სიჭარბის არსებობისას, კვალიფიციურ საწარმოს უფლება აქვს ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ხელშეკრულებები (ცვლილებები) და შესაბამისი განაცხადი წარმოადგინოს არა უგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ისინი ბალანსებით დამტკიცებული მოცულობების ზევით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გაუთვალისწინებელი მიმართულებით ელექტროენერგიის იმპორტის (ექსპორტის) დაწყებამდე 1 სამუშაო დღით ადრე და ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებით (გარდა მე-9 მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პირობისა). ელექტროენერგიის უკმარისობის ან სიჭარბის ფაქტს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ პრინციპებზე დაყრდნობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აქვეყნებს ვებგვერდზე (www.gse.com.ge). აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს და 10 დღეში წარმოადგინოს კორექტირებული ბალანსი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.
6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია იმგვარად შეიმუშაოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ენერგოსისტემის მდგრადობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრულების რეგისტრაცია წარმოშობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხელშეკრულების ტექნიკური უზრუნველყოფისა და ხელშეკრულების პირობების ტექნიკურ ნაწილში შესრულების ვალდებულებას კანონმდებლობისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უცხო ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ შემსრულებელთან დადებული შეთანხმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით პირდაპირ არ რეგულირდება კონკრეტული საკითხი და არ არსებობს შეთანხმება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ტექნიკურ შემსრულებელთან, ან ეს შეთანხმებაც პირდაპირ არ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელმძღვანელობს მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულებით.
8. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიანტები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულნი არიან საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადადინების დროს პრიორიტეტულად უზრუნველყონ ელექტროენერგიის იმპორტისა ან/და ექსპორტის ხელშეკრულებების შესრულება სხვა ტიპის გადადინებებთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეფექტურად იქნეს გამოყენებული ქვეყნის შიდა ენერგორესურსი. ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ქვეყნის შიგნით წარმოებულ ელექტროენერგიას.
9. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან შეთანხმებით, ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ მათ განკარგულებაში მყოფი გამტარუნარიანობის რეზერვი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სხვა გადადინების მიზნებისათვის. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, სხვა ტიპის გადადინებებთან დაკავშირებულ მის მიერ გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინოს და ასახოს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული პრიორიტეტები.
მუხლი 14 2 . ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი ავარიულ სიტუაციაში
1. ხელშეკრულებას ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე, რომელიც მიზნად ისახავს ავარიულ სიტუაციაში ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტს (ურთიერთდახმარებას), უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლასა და სხვა იმპორტექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტისა ან ექსპორტის განმხორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
2. ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე ხელშეკრულებების გაფორმების უფლება გააჩნია მხოლოდ სისტემის კომერციულ ოპერატორს. ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისას ან მასში ცვლილებების და დამატებების შეტანისას, სისტემის კომერციულმა ოპერატორმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან წინასწარ უნდა შეათანხმოს ხელშეკრულების პირობების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონერგეტიკული სისტემის მდგრადობასთან, უსაფრთხოებასთან და საიმედო ფუნქციონირებასთან (ტექნიკური ნაწილი).
3. ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელი იმპორტიორისა ან ექსპორტიორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებთან შესატყვისობაზე აფასებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელი მოთხოვნებისთვის ხელშეკრულების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში, წყვეტს ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში იმპორტის ან ექსპორტის 143 და 144 მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულებას, რის ნაცვლად შეასრულებს სისტემის კომერციული ოპერატორის ხელშეკრულებას ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე.
მუხლი 14 3 . ელექტროენერგიის გაცვლა
1. ელექტროენერგიის გაცვლას უპირატესობა ენიჭება 144 მუხლით გათვალისწინებულ იმპორტექსპორტთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის შედეგად საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ იქნება ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80 პროცენტზე ნაკლები. ელექტროენერგიის გაცვლის ხელშეკრულებას უთანაბრდება კვალიფიციური საწარმოს მიერ ერთდროულად ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულების წარმოდგენა.
2. ელექტროენერგიის გაცვლაზე არ ვრცელდება ამ წესების 14 4 მუხლით გათვალისწინებული განაცხადების შერჩევის პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული ელექტროენერგიის გაცვლის რამდენიმე ხელშეკრულება, მაშინ უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის გაცვლას (იმპორტსა და ექსპორტს), რომელსაც გააჩნია საქართველოდან ექსპორტირებული და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებებს შორის თანაფარდობის უფრო მაღალი კოეფიციენტი.
მუხლი 14 4 . ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სხვა იმპორტი და ექსპორტი
1. ამ წესების 142 და 143 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს:
ა) ელექტროენერგიის იმპორტისას, იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დაბალ ფასს;
ბ) ელექტროენერგიის ექსპორტისას, საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ყველაზე მაღალ ფასს, იმ პირობით, რომ ამ ელექტროენერგიის მწარმოებლის კუთვნილი ელექტროსადგურის გამომუშავება ექსპორტის განხორციელების პერიოდში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში.
2. ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ ერთი და იმავე ფასის დაფიქსირების შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობის პრეტენდენტებზე თანაბარი განაწილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეტენდენტის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია თანაბარი განაწილების შედეგად მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა თანაბრად გადაუნაწილდებათ დანარჩენ პრეტენდენტებს.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.
მუხლი 14 5 . ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები
1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებში, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები.
2. სისტემის კომერციული ოპერატორის შემთხვევაში ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ხელშეკრულებად ასევე მიიჩნევა პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.
3. იმპორტსა და ექსპორტზე დადებულ ხელშეკრულებებზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციის, რეგისტრაციის და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა იმ მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ თავში.
4. თუ იმპორტსა და ექსპორტზე დადებული ხელშეკრულება ან ცვლილება არ ეხება ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებას, დასრულებას, რაოდენობას, ვადას, პირობებს (გარდა ელექტროენერგიის ფასის, საფასურის გადახდის, დავების განხილვის პირობებისა, აგრეთვე ხელშეკრულების რეკვიზიტების ცვლილებისა) და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხოლო 144 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადით გათვალისწინებული საიმპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ფასის გაზრდას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ან მასში ცვლილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში.
5. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა) უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობის ექსპორტიორის მიერ სრულად ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელმა ვერ გამოიმუშავა ელექტროენრგია. ექსპორტიორი თავისუფლდება ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისგან, თუ ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოხდა მწარმოებლის ან დისპეტჩერიზაციისა ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით, აგრეთვე ავარიული და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.
მუხლი 14 6 . ელექტროენერგიის იმპორტიორებისა და ექსპორტიორების უფლებამოსილებანი და შესაბამისი ელექტროენერგიის აღრიცხვაანგარიშსწორება
1. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, იმპორტირებული, ექსპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ერთობლივად ფორმდება შესაბამისი უცხო ქვეყნის ტექნიკურ ოპერატორთან.
2. თუ ორი ან მეტი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, დგება კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტი, რომელშიც აისახება ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება თითოეულ მონაწილე იმპორტიორს (ექსპორტიორს) შორის. სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი ყველა შესაბამისი იმპორტიორის (ექსპორტიორის) მიერ ფორმდება ერთობლივად. იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის განაწილების აქტის თითო დედანი შესაბამისი იმპორტიორების (ექსპორტიორების) მიერ უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა იმპორტირებული (ექსპორტირებული) ელექტროენერგიის რაოდენობებს ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) 141 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ განაცხადებში მოცემული რაოდენობების პროპორციულად.
მუხლი 14 7 . ელექტროენერგიის იმპორტსა ან ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ (გადადინებულ) ელექტროენერგიის დეკლარირებაზე ვალდებული პირი
1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ელექტროენერგიის გადაადგილების (გადადინების) დროს საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და იმპორტზე და იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვის პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულება ეკისრება ამ ხაზის მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის ან სინქრონიზაციის რეჟიმში ჩართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მხოლოდ ამ ხაზის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატის თანხმობის შემთხვევაში.“.
14. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ შესყიდული და გატარებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდული, იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ საექსპორტოდ შესყიდული ან საექსპორტოდ წარმოებული (სალტეზე გაცემული), ასევე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის და კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის სრული მოცულობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. აღნიშნული მომსახურების გადახდა კვალიფიციური საწარმოს მიერ ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობებზე ცალ-ცალკე.“.
15. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის მიმღები (მომხმარებელი) კვალიფიციური საწარმო (გარდა ავარიული შემთხვევებისთვის უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის ექსპორტისა, აგრეთვე ამ წესების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის დროს გადაცემის ქსელში წარმოქმნილი დანაკარგების ანაზღაურების (შესყიდვის) შემთხვევისა) ვალდებულია საპროგნოზოდ დაარეზერვოს სიმძლავრის სასისტემო რეზერვი, მისი მოხმარების არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:
ა) 2006 – 2015 წწ. – 10%;
ბ) 2016 – 2019 წწ. – 15%.“.
16. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების სხვაობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგების სხვა კომპონენტების (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით. ჯამურ რაოდენობაში არ ხდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის ასახვა განხორციელდება ფაქტობრივ საშუალო დანაკარგში. ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის, მათ შორის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული და ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის მაჩვენებლები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორს წარედგინება საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 რიცხვისა.
3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში მოხმარებული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციის რეჟიმში შემოდინებული ან გადადინებული ელექტროენერგია) გათვალისწინებით.“.
17. 361 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36 1 . მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები
1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.
2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ელექტროსადგურებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:
ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით;
ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.
3. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს მათ მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე დადებული ხელშეკრულების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმოების საშუალებისათვის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის“ საპროგნოზო მოცულობების ფარგლებში.“.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება არ ვრცელდება 2008 წლის 1 დეკემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უკვე დარეგისტრირებულ ხელშეკრულებებზე ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-13 პუნქტში გათვალისწინებული 141-146 მუხლები არ ვრცელდება ელექტროენერგიის იმპორტზე ან ექსპორტზე, რომელიც განხორციელდება 2008 წლის 1 დეკემბრიდან ინვესტიციის შედეგად აშენებული მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი იმ ელექტრული ქსელის მეშვეობით, რომელიც არ წარმოადგენს გადაცემის ქსელს (მიუხედავად იმისა, ამგვარი ელექტრული ქსელის მიერთება განხორციელებულია თუ არა გადაცემის ქსელზე).
მუხლი 3.
ეს ბრძანება ძალაში შედის 2008 წლის 1 დეკემბრიდან.
ა. ხეთაგური