საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №20

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) “პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე”- პირდაპირი ხელშეკრულება, ერთის მხრივ ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მეორეს მხრივ კვალიფიციურ საწარმოს ან სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შორის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურეობის გაწევაზე, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირობებს;“

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ - ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სიქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;“

3. მე–2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სისტემის კომერციული ოპერატორი - ნიშნავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, როგორც ეს განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით;

ც) პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპური სახელშეკრულებო ფორმულარი), რომელსაც უფლებამოსილი პირი უდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები იყოფა შემდეგ სახეებად:

ც.ა) კომისიის მიერ დამტკიცებული გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ და მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირდაპირი ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე;

ც.ბ) კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ;

ც.გ) კომისიის მიერ დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ.“

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.“

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.“ 

6. მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
7. მე–9 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.“.

8. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი პირდაპირი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად და იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ხელშეკრულების რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი.“.

10. მე-9 მუხლს დაემატოს მე-9 – მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„9. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს.

10. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

11. კომისიის მიერ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (მისი ცვლილების ან დამატების) დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი არ არეგისტრირებს  ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს (მის ცვლილებას ან დამატებას).

12. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობები ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

13. შესაბამისი პირი ვალდებულია კომისიის მიერ სტანდარტული პირობების (აგრეთვე მისი ცვლილებების ან დამატებების) დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მისი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან რეგისტრაცია.“.

11. მე–13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ხდება როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით (შემდგომში “სტანდარტული პირობები”).

12. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ მწარმოებელთან (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლებისა) ან იმპორტიორთან  გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

52. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ტრანზიტის დამკვეთ საწარმოსთან ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

13. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51 და 52 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით“.

14. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის  მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11 პუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის 12, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა.“

15. მე-14 მუხლის 11-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 და მე-51 პუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეისყიდის შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.“

16. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 12 -ლი პუნქტი:

„12. ამ წესების მე-13 მუხლის მე-52 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისთვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით. “

17. მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის, გარდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიისა (მათ შორის, ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით .

3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ  საწარმოებზე  საბალანსო  ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის 11-ლი და 12  პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.

4. ექსპორტიორის (ან ექსპორტიორების) მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი პირი (ან პირები) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან შეისყიდის იმავე საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა არ არის საკმარისი , შევსება ხდება ტარიფის (ფასის) კლების პრინციპით, მომდევნო ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიით.“

18. მე-141 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-91 პუნქტი.
19. 141 მუხლის 92 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„92. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, აგრეთვე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განმახორციელებელი საწარმო ვალდებულნი არიან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინონ და ასახონ:

ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტში და ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრიორიტეტები;

ბ) საქართველოს და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის  ენერგოსისტემების ტექნიკურ ოპერატორებს შორის დადებული ურთიერთდაკავშირების ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შეთანხმებებით გათვალისწინებული შეზღუდვები და ტექნიკური პირობები.“

20. 141 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 93, მე-94, 95, 96, 97, 98, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები.
21. მე–145 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შეუძლია იმ კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დადგენილი წესით რეგისტრირებული ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში , ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულებები იმპორტირებული ან ექსპორტირებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობაზე და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარანტია.“

22. 145 მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6.  ექსპორტიორი, გარდა იმ ექსპორტიორისა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს წარმოების ან განაწილების ლიცენზიატს, ვალდებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს  საბანკო გარანტია შესასყიდი  გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული გარანტიის წარდგენის ვალდებულება ექსპორტიორს უჩნდება ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილების შესაბამისი განაცხადის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის წარდგენის თარიღისა. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და  საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრ-გარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ექსპორტის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობისა. გარანტიის ოდენობა, მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ექსპორტიორს მისი წერილობითი მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.  გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექსპორტის დასრულების თვის მომდევნო 45 კალენდარულ დღეს. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ექსპორტიორი ვალდებულია მიუსადაგოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ექსპორტიორს მიერ საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. სახელშეკრულებო ღირებულების შემცირების შემთხვევაში ექსპორტიორი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის უზრუნველყოფილი თანხის შემცირება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს ექსპორტიორის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის,  აგრეთვე საბანკო გარანტიის დაბრუნების, ცვლილების, ვადის ამოწურვის,  გამოყენების ან გაუქმების შესახებ. მხარეთა შეთანხმებით საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება ექსპორტიორს არ დაეკისრება გარანტიის ოდენობის შესაბამისი  თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში.“

23. დაემატოს შემდეგი შინაარსის 149 და 1410 მუხლები:

„მუხლი 149. ტრანზიტის განხორციელებისას წარმოქმნილი გადახრების იმპორტის და ექსპორტის ანაზღაურების წესი

1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ტრანზიტის დამკვეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის ტრანზიტის დამკვეთსა და ელექტროენერგიის მიმღებ პირს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვაზე/მიწოდებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ამ წესების მე–14 მუხლის პირველი და 11 პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასისა.

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის ექსპორტზე ხელშეკრულების ფარგლებში ტრანზიტის დამკვეთი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის ტრანზიტის დამკვეთსა და ელექტროენერგიის მიმღებ პირს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვაზე/მიწოდებაზე ხელშეკრულებით  განსაზღვრული ფასით, მაგრამ არანაკლებ შესაბამის საანგარიშო პერიოდში ამ წესების მე–14 მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასს დამატებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ექსპორტიორისათვის გადასახდელი ყველა ხარჯი და გადასახადი.

მუხლი 1410. ტრანზიტის განხორციელების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სისტემათაშორისი ტრანზიტის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნებისთვის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება, გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით სარგებლობის საკომპენსაციო საფასურის ოდენობის მითითებით. გადაცემის ლიცენზიატების მიერ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან არ შეაფერხონ ტრანზიტის განხორციელება მათი კუთვნილი ქსელების გამოყენებით.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და გადაცემის ლიცენზიანტებს შორის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ტრანზიტის დროს გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატების მომსახურებით და მათ მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელებით სარგებლობის კომპენსაციის საკითხი გადაწყდება  შემდეგი პრინციპის მიხედვით: ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე  მიღებული შემოსავლის 90 პროცენტი აუნაზღაურდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს,  ხოლო ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლის დარჩენილი 10 პროცენტი განაწილდება დანარჩენ გადაცემის ლიცენზიანტებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს შორის მათთვის კომისიის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მოსმსახურებაზე დადგენილი ტარიფების პროპორციულად.

3. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობაზე გადაცემის მომსახურება არ ანაზღაურდება.“

24. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411 -1423 მუხლები:

„მუხლი 1411. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზების ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის დადგენაში

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაადგინოს გამტარუნარინობა და მისი ხელმისაწვდომი მოცულობა (ATC) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზისა) მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შემთხვევაში, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Transit ATC = ATC * 0,90 - ∑Import, სადაც

Transit ATC - არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის;

ATC - არის იგივე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობა დადგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგივე საანგარიშო პერიოდისთვის;

∑Import - არის იგივე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზით იგივე საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი იმპორტის ჯამური მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით.

ამასთან, ელექტროენერგიის ისეთი იმპორტი, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველყოფას იმავე საანგარიშო პერიოდში, ნებისმიერ შემთხვევაში იზღუდება სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის მოცულობით, მიუხედავად იმპორტზე ხელშეკრულების რეგისტრაციისა.

3. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობისა და მისი ხელმისაწვდომი მოცულობის დასადგენად გამოიყენება ამ წესების 1415 მუხლის შესაბამისი დებულებები.“

მუხლი 1412. პრიორიტეტულობის ჯგუფები

1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულობა და უპირატესობა განისაზღვრება შემდეგი კლებადი თანმიმდევრობით:

ა) ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;

ბ) საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია ამ წესების მე-141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება – მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში;

გ) საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ისეთი ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის და კომერციული გამოყენების დაწყების დღიდან არ გასულა 10 წელი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის არ არის გაფორმებული ამ წესების მე-141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება. ამავე პრიორიტეტულობის ჯგუფს, ასევე განეკუთვნება მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ, გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, თუ:

გ.ა) ასეთი მშენებლობის პროცესში მყოფი ელექტროსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულია შეთანხმება და,

გ.ბ) ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის არ არის გაფორმებული ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება.

დ) საქართველოს სხვა ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის მომდევნო რიგის (ჯგუფის) დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ წინა რიგის (ჯგუფის) პრიორიტეტის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მიმართ არ გამოიყენება ამ წესების 143 და 144 მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტულობის ჯგუფის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული/განაწილებული გამტარუნარიანობა გამოიყენება მხოლოდ იგივე ჯგუფის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. გამონაკლისია ასეთი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით საბალანსო ელექტროენერგიის შეძენა იმ ვადით, რომელიც საჭიროა სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვის ან ტვირთის შესაბამისად შემცირებისთვის.

მუხლი 1413. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის კატეგორიები

1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  გამტარუნარიანობის განსაზღვრის, დახასიათების და განაწილების მიზნებისთვის გამოიყენება სიმძლავრის შემდეგი ძირითადი კატეგორიები:

ა) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  გამტარუნარიანობა (ქსელის გამტარუნარიანობა – „NTC” (Net Transfer Capacity);

ბ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  არახელმისაწვდომი მოცულობა (არახელმისაწვდომი სიმძლავრე) ან „NAC” (Non-Avaliable Capacity);

გ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ხელმისაწვდომი  მოცულობა (შემდეგში: „ხელმისაწვდომი მოცულობა“) ან (ხელმისაწვდომი გადასაცემი სიმძლავრე - „ATC” (Avaliable Transfer Capacity);

დ) წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა („AAC” (Already Allocated Capacity);

ე) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის   განაწილებული მოცულობა (სიმძლავრის განაწილება) ) ან „ALC” (Allocated Capacity).

2. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობა (ქსელის გამტარუნარიანობა – „NTC” (Net Transfer Capacity) წარმოადგენს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მთლიან გამტარუნარიანობას/პროგრამას, რომელიც  აკმაყოფილებს შესაბამისი  გადამცემი  სისტემების  მიერ  გარკვეული  დროის  პერიოდისათვის,  აქტიური  სიმძლავრის  ნაკადის  მიმართულებით  დაწესებული  უსაფრთხოების  სტანდარტებს.

3. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  არახელმისაწვდომი მოცულობა (არახელმისაწვდომი სიმძლავრე) ან „NAC” (Non-Avaliable Capacity) არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემათა ოპერატორების  ერთობლივი  შეთანხმებით, ექსპორტისთვის არ არის  ხელმისაწვდომი, იმ სპეციფიკური  ტექნიკური  და  უსაფრთხოების  პრობლემების   გამო, რომელთა  მოგვარებაც  შესატყვისი საექსპორტო პერიოდისთვის  შეუძლებელია.

4. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  ხელმისაწვდომი  მოცულობა (ხელმისაწვდომი გადასაცემი სიმძლავრე) ან „ATC” (Avaliable Transfer Capacity) გულისხმობს NTC-ის ნაწილს, რომელიც შემდგომი კომერციული საქმიანობებისათვის ყოველი განაწილების ფაზის შემდეგ რჩება ხელმისაწვდომი და შეთავაზებულია მომხმარებლებისათვის ასათვისებლად.  ATC გამოითვლება, როგორც  სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობას  გამოკლებული  არახელმისაწვდომი  მოცულობა (NTC–NAC=ATC + ALC).

5. წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა ან „AAC” (Already Allocated Capacity) არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობა, რომელიც წინასწარ გადანაწილდება პრიორიტეტულობის მიხედვით საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობაზე, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე  – მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი მოცულობა ნაკლებია ვიდრე წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა, მისი განაწილება ხორციელდება სპეციალური აუქციონის მეშვეობით, ამ წესების 1417 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

6. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  განაწილებული მოცულობა (განაწილებული სიმძლავრე) ან „ALC” (Allocated Capacity) არის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრის მოცულობა, რომელიც განაწილებულია კონკრეტული დროის პერიოდისთვის. ALC მოიცავს AAC-ის მოცულობას (NTC-NAC=ATC+ALC).

მუხლი 1414. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის განაწილების მიზნებისთვის გამოყენებული ძირითადი ცნებები

1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის განაწილების მიზნებისთვის გამოყენებულია შემდეგი ძირითადი ცნებები:

ა) „CAA” (Capacity for Allocation by Auction) - არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აუქციონის წესით გასანაწილებელი მოცულობა, რომელიც შეიძლება იყოფოდეს ცალ-ცალკე ნაწილებად მინიმალური სიმძლავრის და მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენების მიხედვით („CAA”-ს კომპონენტები);

ბ) საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა შემცირებული მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებისთვის მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოცულობით, რომელიც ყოველი ხსენებული თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ „CAA”-ს განაწილებამდე;

გ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური წარმოადგენს სააუქციონო ზეპირი ვაჭრობის გამართვის შედეგად დადგენილ და აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ დამატებით თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად - „CAA”-ს მოპოვებისთვის ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ.სთ–ის („CAA”-ს მოპოვების მიზნებში დაკმაყოფილებული მგვტ-ი ასეთი სარგებლობის დაკმაყოფილებული საათების ჯამური რაოდენობისთვის) მოცულობაზე;

დ) შიდა შემზღუდავი რესურსი - სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა - ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში და საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა - ექსპორტის (რეექსპორტის) მიზნებში;

ე) შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება - გამოიყენება მხოლოდ შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობისთვის სააუქციონო ზეპირი ვაჭრობის გამართვის შემთხვევებში და წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ დამატებით თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად - შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობისთვის ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ.სთ–ის (შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის მიზნებში დაკმაყოფილებული მგვტ-ი ასეთი სარგებლობის დაკმაყოფილებული საათების ჯამური რაოდენობისთვის) მოცულობაზე.

2. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აუქციონის წესით გასანაწილებელი მოცულობა ან „CAA” (Capacity for Allocation by Auction) ეტოლება:

ა) საწყის ხელმისაწვდომ მუცულობას (საწყისი ATC) – იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ხელმისაწვდომი მოცულობა (საწყისი ATC) უფრო ნაკლებია, ვიდრე წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა ან/და ასეთი მოცულობების ჯამი, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 1415 მუხლის მე-2 პუნქტით;

ბ) კალენდარული წლის 1 ნოემბრიდან მომდევნო მე-16 სამუშაო დღის მდგომარეობით არსებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას (ნარჩენი ATC) – იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესების 1417 მუხლის მე-3 პუნქტით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, ნებისმიერ სხვა ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას (ნარჩენი ATC), თუ იგი აღემატება ნულს საანგარიშო კალენდარული წლის ერთი ან/და რამდენიმე საანგარიშო პერიოდისთვის, ამასთან აღნიშნული ნარჩენი ხელმისაწყვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება წინამდებარე წესების მიხედვით;

დ) ნებისმიერი მომენტისთვის ALC”-ის სრულად ან ნაწილობრივ გამოთავისუფლების შედეგად წარმოქმნილ ხელმისაწვდომ ATC-ის მოცულობას, აუქციონი ტარდება მხოლოდ ასეთი გამოთავისუფლებული „ALC”-ის მოცულობაზე და მისი გამოთავისუფლების პერიოდზე;

ე)  არაგეგმიური შეზღუდვის („NTC” შემცირება ან „NAC” გაზრდა) შედეგად ხელახლა განსაზღვრულ „CAA”-ს სათანადო მოცულობას/მოცულობებს, თუ საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემების დისპეტჩერიზაციაზე უფლებამოსილ დაწესებულებათა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული სპეციფიკური გარემოებების გამო „NTC”-ის შემცირებას ან/და „NAC”-ის გაზრდას იგივე გარემოებების გამო და  საჭირო ხდება „ALC“-ის განტვირთვა, პრიორიტეტულობის ჯგუფებისთვის დადგენილი რიგის მიხედვით. აუქციონი ასეთ შემთხვევაში ცხადდება იმ საანგარიშო პერიოდზე (საანგარიშო კალენდარული წლის კალენდარული თვე, თვეები, ან თვის შიგნით დღეები), რომელზეც ვრცელდება არაგეგმიური შეზღუდვა („NTC” შემცირება ან „NAC” გაზრდა). ამ შემთხვევაში, ანულირდება შეზღუდვის ქვეშ მყოფი პერიოდისთვის უკვე განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობები  იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან  ბაზრის წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულობის ჯგუფს, ხოლო თუ ასეთი ანულირება არ არის საკმარისი „ALC“-ის საჭირო დონეზე განტვირთვისთვის, მაშინ გამტარუნარიანობის მოცულობები ანულირდება აგრეთვე იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაზრის წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომდევნო ზემდგომ პრიორიტეტულობის ჯგუფს, „ALC“-ის საჭირო დონეზე განტვირთვამდე;

ვ)  ტრანზიტის მიღების არაგეგმიური შეზღუდვის (ამ წესების 1411 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობის შემცირება) შედეგად ტრანზიტის მიზნებისთვის ხელახლა განსაზღვრულ „CAA”-ს სათანადო მოცულობას/მოცულობებს, თუ საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში ადგილი აქვს ბაზრის წესების 1411 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობის შემცირებას და  საჭირო ხდება ტრანზიტით დაკავებულ ნაწილში „ALC“-ის განტვირთვა. აუქციონი ასეთ შემთხვევაში ცხადდება იმ საანგარიშო პერიოდზე (საანგარიშო კალენდარული წლის კალენდარული თვე, თვეები, ან თვის შიგნით დღეები), რომელზეც ვრცელდება ტრანზიტის მიღების არაგეგმიური შეზღუდვა. ამ შემთხვევაში, ანულირდება ტრანზიტის მიღების შეზღუდვის ქვეშ მყოფი პერიოდისთვის ტრანზიტის დამკვეთ პირთა შორის უკვე განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობები.

მუხლი 1415. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის განაწილების მომზადების ეტაპები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს (ვებგვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით) მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის  გამტარუნარიანობას (NTC), ასევე მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ATC-ის, ALC-ის, NAC-ის მოცულობებს და ექსპორტის მიმართულებებს.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველი წლის 1 აგვისტოდან 15 სამუშაო დღის ვადაში საწყის ხელმისაწვდომ მოცულობას (ATC) აკლებს წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებულ მოცულობას (AAC) და განსაზღვრავს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით,  განაწილებულ მოცულობას (ALC) და ATC-ის ნარჩენ მოცულობას. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ხელმისაწვდომი მოცულობა (ATC) უფრო ნაკლებია, ვიდრე წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა ან/და ასეთი მოცულობების ჯამი, საწყისი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება სპეციალური აუქციონის მეშვეობით, ამ წესების 1417 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.  ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საჯაროდ (ვებ-გვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით) აცხადებს მომდევნო კალენდარული წლის, საანგარიშო პერიოდების მიხედვით, NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებულ მოცულობებს.

3. ყოველი წლის 1 ნოემბრამდე პრეტენდენტი ექსპორტიორი და  ტრანზიტის დამკვეთი საწარმო (შემდეგში – პრეტენდენტი) ვალდებულია წარადგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან განაცხადი  ნარჩენი ხელმისაწვდომი  მოცულობის მის მიერ ასათვისებელი ოდენობის (მოთხოვნილი მოცულობა) თაობაზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილი მოცულობა აღემატება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამოცხადებულ  ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას, ან/და პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას, ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან  ნათელია, რომ იგი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ან ლიკვიდაციის პროცესში, ან/და აქვს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, აგრეთვე თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 1416 მუხლის პირველი პუნტით, ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან არ არის წარმოდგენილი სრულად, განაცხადი ვერ მიიღებს მონაწილეობას განაწილების პროცესში. ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიწვიოს (გააუქმოს) წარდგენილი განაცხადი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში ამოწმებს მიღებულ განაცხადებსა და თანდართულ დოკუმენტაციას და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში, ორი სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მათ (განაცხადის რეგისტრაციის ვადა).

6. ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ რეგისტრირებული განაცხადები. ნარჩენი  ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება განაცხადების რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 1416. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის განაწილებისთვის წარსადგენი ფორმები და საბუთები

1. განაცხადის ფორმას ამტკიცებს და თავის ვებგვერდზე (www.gse.com.ge) აქვეყნებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი), ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო მონაცემები);

ბ) მითითება იმის შესახებ თუ პრიორიტეტულობის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პრეტენდენტის მიერ ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგია (გენერაციის ობიექტების მითითებით). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ექსპორტზე გააქვს რამდენიმე პრიორიტეტის ჯგუფზე მიკუთვნებული ელექტროენერგია, იგი ვალდებულია თავისი განაცხადით გათვალისწინებული მოცულობა დაყოს აღნიშნული ჯგუფების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის განხილვა არ მოხდება;

გ) მოთხოვნილი მოცულობა  დაყოფილი კონკრეტული საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით. მოთხოვნილი მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს გამოქვეყნებულ  ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას რომელიმე თვისთვის, ასევე პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას.

2. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ექსპორტიორის, ან ტრანზიტის დამკვეთი პირის შემთხვევაში – ინფორმაცია საჯარო შეზღუდვის არსებობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი არ იმყოფება გაკოტრების, ან ლიკვიდაციის პროცესში, გაცემული სათანდო უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ;

ბ) ექსპორტიორის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:

ბ.ა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე;

ბ.გ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე;

ბ.დ) სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე;

ბ.ე) სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე;

გ) ტრანზიტის დამკვეთი პირის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:

გ.ა) ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული შესაბამის უფლებამოსილ ლიცენზიატთან;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმღებ პირსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვაზე/მიწოდებაზე;

გ.დ) ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული ელ.ენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები;

გ.ე) იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტს არ ახორციელებს თავად ელ.ენერგიის მწარმოებელი პირი, ასევე წარმოსადგენია შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმწოდებელსა (გამყიდველსა) და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის შესყიდვაზე/მიწოდებაზე;

დ) ელექტროენერგიის რეექსპორტის შემთხვევაში ამ მუხლის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე;

ე) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ე.ა) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე გადაიხდება დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ანაზღაურება, მიუხედავად იმისა რამდენად სრულად იქნება გამოყენებული და ათვისებული მოპოვებული გამტარუნარიანობა (განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტი). გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც ექსპორტის შეზღუდვა გამოწვეულია დისპეტჩერიზაციის ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით და დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ასანაზღაურებელი საფასურის ოდენობა შემცირდება ბრალეული შეზღუდვის პერიოდში/მოცულობით.

ე.ბ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გამტარუნარიანობის განაწილების შედეგების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება საბანკო გარანტიები ყველა შესაბამისი ლიცენზიატის მიმართ, რომლებიც უნდა ფარავდეს დისპეტჩერიზაცია/გადაცემის მომსახურების მთელ ჯამურ საფასურს (შესაბამისი ლიცენზიატების მიხედვით) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე (ექსპორტის მთლიან პერიოდზე). საბანკო გარანტიის პირობები წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და იგი უნდა იძლეოდეს შესაბამისი ლიცენზიატის პირველივე მოთხოვნისთანავე საგარანტიო თანხის უპირობოდ მიღების შესაძლებლობას. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იქნეს საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ, რომლის გარანტიაც კონტრ-გარანტიის საფუძველზე, გადაზღვეულია საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ.

ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთების ან მონაცემების წარმოდგენა.

3. ექსპორტიორისათვის (რეექსპორტიორისთვის) ან ტრანზიტის დამკვეთი პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ხაზის გამტარუნარიანობის მის მიერ მოთხოვნილ მოცულობაზე ნაკლები მოცულობით განაწილების შემთხვევაში, ასეთი პირი (ექსპორტიორი, რეექსპორტიორი, ტრანზიტის დამკვეთი საწარმო) ვალდებულია განაწილების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დადგენილი წესით ხელმოწერილი ყველა შესაბამისი (ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად) ხელშეკრულების ცვლილება განაწილების შედეგების მიხედვით მისთვის ფაქტიურად განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობის შესაბამისად.

მუხლი 1417. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარინობის განაწილების წესი

1. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობა (შემდეგი დამატებითი შეზღუდვების გათვალისწინებით: ექსპორტის მიზნებისთვის - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა, შემცირებული მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებისთვის მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოცულობით, რომელიც ყოველი ხსენებული თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „CAA”-ს განაწილებამდე; ტრანზიტის და რეექსპორტის მიზნებისთვის - საქართველოში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მისაღებად გამიზნული შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა) რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის („ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის) ყველა პრეტენდენტის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობა ნაწილდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობის განაწილების წესები გამოიყენება ხაზის გამტარუნარიანობის იმ ნაშთის (ნარჩენი თავისუფალი მოცულობის) მიმართ, რომელიც რჩება პრიორიტეტულობის მომდევნო რიგის (ჯგუფის) დასაკმაყოფილებლად წინა რიგის (ჯგუფის) პრიორიტეტის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა სრულად ნაწილდება ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრიორიტეტების რომელიმე ჯგუფის ფარგლებში ისე, რომ სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი ჯგუფის პრეტენდენტ ექსპორტიორთა მოთხოვნილ მოცულობებს (შემდეგი დამატებითი შეზღუდვების გათვალისწინებით: ექსპორტის მიზნებისთვის - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებისთვის მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოცულობით, რომელიც ყოველი ხსენებული თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „CAA”-ს განაწილებამდე; ტრანზიტის და რეექსპორტის მიზნებისთვის - საქართველოში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მისაღებად გამიზნული შესაბამისი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა), აუქციონი არ ტარდება და ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა ნაწილდება სათანადო პრიორიტეტულობის ჯგუფის წევრებზე მოთხოვნილი მოცულობების შესაბამისად. სხვა შემთხვევებში ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება ამ მუხლისა  და სპეციალური აუქციონის პროცედურების შესაბამისად.

4. თუ აუქციონი იმართება ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) აუქციონის გარეშე განაწილების ეტაპის შედეგების მიხედვით, მაშინ აუქციონში მონაწილეობისა და პრეტენდენტის სტატუსით სარგებლობის უფლება, შესატყვის საანგარიში პერიოდებსა და „CAA”-ს მოცულობებზე, ენიჭება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრირებული განაცხადების დაკმაყოფილება ვერ განხორციელდა ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) აუქციონის გარეშე განაწილების ეტაპზე.

მუხლი 1418. ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) აუქციონის გარეშე და აუქციონის გზით განაწილების შემთხვევები

1. ხელმისაწვდომი მოცულობა (ATC) აუქციონის გარეშე განაწილების ეტაპზე შეიძლება განაწილდეს შემდეგ შემთხვევებში და წესით:

ა) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადებით მოთხოვნა არ აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და ამავდროულად არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას - ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადების მოთხოვნები კმაყოფილდება სრულად;

ბ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი და მისი მოთხოვნა აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს ან/და აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას - ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადის მოთხოვნა კმაყოფილდება მხოლოდ ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვისი კომპონენტის ან საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის შემზღუდავი მნიშვნელობის ფარგლებში;

გ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადებით მოთხოვნა არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და ამავდროულად არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს - ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადების მოთხოვნები კმაყოფილდება სრულად;

დ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი, რომლის მოთხოვნაც აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად  შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს ან/და აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს - ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადის მოთხოვნა კმაყოფილდება მხოლოდ დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვისი კომპონენტის ან საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთის შემზღუდავი მნიშვნელობის ფარგლებში;

ე) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები კმაყოფილდება სრულად, თუ ასეთი განაცხადებით:

ე.ა) ექსპორტზე და ტრანზიტზე (რეექსპორტზე)  მოთხოვნა ჯამურად არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და ამავდროულად,

ე.ბ) ტრანზიტის (რეექსპორტის) ნაწილში მოთხოვნები შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის არ აღემატება სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობას და ამავდროულად,

 ე.გ) ექსპორტის ნაწილში მოთხოვნები წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს.

ვ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი, რომლის მოთხოვნაც:

ვ.ა) ტრანზიტის (რეექსპორტის) შემთხვევაში -  აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და/ან აღემატება სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობას;

 ვ.ბ) ექსპორტის (რეექსპორტის) შემთხვევაში - წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და/ან აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს,

ვ.გ) ასეთ შემთხვევებში (ვ.ა და ვ.ბ ქვეპუნქტები) განაცხადის მოთხოვნა კმაყოფილდება შესაბამისად დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტსა და სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობას/საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს შორის უფრო ნაკლები შემზღუდავი მნიშვნელობის ფარგლებში.

ზ) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები ექსპორტის ნაწილში კმაყოფილდება სრულად, თუ:

ზ.ა) ექსპორტზე ასეთი მოთხოვნებისა და იგივე საანგარიშო პერიოდისთვის სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის ჯამი არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და ამავდროულად,

ზ.ბ) ექსპორტზე ასეთი მოთხოვნები წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთს.

თ) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები ტრანზიტის ნაწილში კმაყოფილდება სრულად, თუ:

თ.ა) ტრანზიტზე ასეთი მოთხოვნებისა და იგივე საანგარიშო პერიოდისთვის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნაშთის ჯამი არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს და ამავდროულად,

თ.ბ) ტრანზიტზე ასეთი მოთხოვნები არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობას.

2. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილება ხორციელდება სპეციალური აუქცინოს წესით.

მუხლი 1419. ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების შედეგების პუბლიკაცია

განაწილების შედეგები, NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებული მოცულობების სახით, ასევე ATC-ს დარჩენილი მოცულობა (ნაშთი) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ორი სამუშაო დღის ვადაში ცხადდება საჯაროდ (ვებ-გვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ATC-ს დარჩენილი მოცულობის (ნაშთის) განაწილების მიზნით, ყოველი ან ნებისმიერი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე გამოაცხადოს სპეციალური აუქციონი.

მუხლი 1420. სპეციალური აუქციონის წესები

სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილებისთვის სპეციალური აუქციონის ჩატარების წესები სამინისტროსთან შეთანხმებით მტკიცდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ქვეყნდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვებგვერდზე.

მუხლი 1421. აუქციონის შედეგად დამატებითი საფასურის გადახდის საფუძვლები და წესი

1. შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება არ გადაიხდება ისეთ მოცულობაზე, რომელზეც გადასახდელია აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური.

2. გამარჯვებული მონაწილე „CAA”-ს შესაბამის მოცულობაზე გადაცემის უფლების მინიჭებისთვის აანაზღაურებს აუქციონის შედეგად განსაზღვრულ საფასურს და შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულებას (თუ არსებობს საფუძველი ასეთის გადახდევინებისთვის).

3. აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური, აგრეთვე ექსპორტის (რეექსპორტის) მიზნებში გადასახდელი შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება წარმოადგენს ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის შემოსავლის დამხმარე წყაროს.

4. ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში გადასახდელი შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება წარმოადგენს ასეთი ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებაში მონაწილე სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზისა) მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის (ლიცენზიანტების) შემოსავლის დამხმარე წყაროს. თუ ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში გადასახდელი შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებაში მონაწილე რომელიმე სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე გასანაწილებელია ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ რამდენიმე გადაცემის ლიცენზიატს შორის, განაწილება მათ შორის განხორციელდება გადაცემის ლიცენზიატებისთვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფების პროპორციულად.

5. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე სრულად, ან ნაწილობრივ უარს აცხადებს მასზე განაწილებული „CAA”-ს მოცულობის გამოყენებაზე, მას არ დაუბრუნდება წინასწარ გადახდილი დამატებითი საფასური, აგრეთვე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება, ხოლო თუ წინასწარი გადახდის ნაცვლად წარმოდგენილია საბანკო გარანტია, განხორციელდება გარანტიის რეალიზება გამოუყენებელი „CAA”-ს მოცულობაზე გადასახდელი საფასურის, აგრეთვე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულების ოდენობის შესაბამისად.

6. თუ გამარჯვებული მონაწილე სრულად, ან ნაწილობრივ უარს აცხადებს მასზე განაწილებული „CAA”-ს მოცულობის გამოყენებაზე და ამასთანავე, მის მიერ არ განხორციელებულა დამატებითი საფასურის, აგრეთვე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულების წინასწარი ანაზღაურება და არც საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ასეთი გამარჯვებული ვალდებულია აუნაზღაუროს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს საჯარიმო თანხა, მის მიერ გამოუყენებელი „CAA”-ს მოცულობაზე გადასახდელი დამატებითი საფასურის, აგრეთვე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულების ოდენობის შესატყვისად.

მუხლი 1422. რეალოკაცია

თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის (წელი, თვე) ან ასეთი პერიოდის გარკვეული ნაწილის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის რომელიმე მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს მისთვის განკუთვნილი (დაგეგმილი და სათანადო ხელშეკრულებით გათვალისწინებული) გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებას, მაშინ ასეთი გამონთავისუფლებული გამტარუნარიანობის მოცულობის რეალოკაციას (გადანაწილებას) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახდენს ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.

მუხლი 1423. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის მიმართ დადგენილი წესების მოქმედების შეზღუდვა

ამ წესების 1412 - 1422 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება კერძო ინვესტიციების (სახელმწიფო გარანტიის გამოყენებით მოზიდული საერთაშორისო საკრედიტო ფინანსური რესურსების გარეშე) საფუძველზე მშენებარე/აშენებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის)  განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტზე“

25. მე-20 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები წარმოადგენენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“

26. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური აუნაზღაურდება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს მზადყოფნის დადასტურებული პერიოდის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ბაზისზე, მაგრამ, საბალანსო წლის განმავლობაში, არა უმეტეს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი დღეებისა. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხდება მის მიერ იმავე პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავების (სალტეზე მიწოდების) მიუხედავად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში .

2. ამ წესების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების დარიცხვას ახდენენ კომისიის მიერ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურით, საანგარიშო პერიოდში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული მათი მზადყოფნის პერიოდის (დღეების მიხედვით) მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის განსაზღვრული პერიოდის დასაწყისიდან საანგარიშო პერიოდის ჩათვლით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადასტურებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის დღეების ჯამური რაოდენობა აღემატება კომისიის მიერ გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის განსაზღვრული დღეების რაოდენობას, გარანტირებული სიმძლავრის წყარო გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვას ახდენს კომისიის მიერ განსაზღვრული დღეების რაოდენობასა და კომისიის მიერ გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის განსაზღვრული პერიოდის დასაწყისიდან  დასაწყისიდან საანგარიშო პერიოდამდე გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დადასტურებული მზადყოფნის დღეების რაოდენობას შორის სხვაობაზე.“

27. 29–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყველა შესატყვისი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების თაობაზე. კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურეობა განხორციელდება გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების თაობაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით.“

28. „30-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.        ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, იღებს  კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ მომდევნო წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის.

2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ნოემბრისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.

3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მომდევნო წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (საბალანსო წელი).”

29. 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველთვიურ პროგნოზს და ყოველდღიურ– საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოდგენილი მოხმარებისა და მიწოდების ყოველთვიური და ყოველდღიური-საათობრივი განაცხადების საფუძველზე, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი რეჟიმებისა და რესურსების გათვალისწინებით

            2. ყოველთვიური დაგეგმვისათვის კვალიფიციური საწარმოები (გარდა იმპორტიორისა და ექსპორტიორისა) ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე, ხოლო იმპორტიორები და ექსპორტიორები - 10 სამუშაო დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწვდიან მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის მოხმარებისა და მიწოდების ტიპიურ საათობრივ გრაფიკებს, თვის განმავლობაში პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესასყიდი ან გასაყიდი მოცულობების მითითებით, ამ მუხლის მე-24 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.“

30. 31-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21, 22, 23 და 24 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. ყოველდღიური დაგეგმვისათვის კვალიფიციური საწარმოები (გარდა იმპორტიორისა და ექსპორტიორისა) 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე, ხოლო იმპორტიორები და ექსპორტიორები 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს  წარუდგენენ მომდევნო სამუშაო დღის, ხოლო არასამუშაო დღეების შემთხვევაში - ყველა მომდევნო არასამუშაო დღისა და მათი შემდგომი პირველივე სამუშაო დღის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივ განაცხადებს ამ მუხლის 24 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად..

22. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი კვალიფიციური საწარმოებისგან მიღებული მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი განაცხადების საფუძველზე ადგენს და ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარმოდგენილ მოხმარებისა და მიწოდების განაცხადებში შეუსაბამობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ აცნობებს კვალიფიციურ საწარმოებს ამის შესახებ მიზეზების მითითებით და  სთავაზობს მათ შეასწორონ უზუსტობა შესაბამის ინსტრუქციაში გათვალისწინებული ვადების ფარგლებში. კვალიფიციურ საწარმოსთან შეთანხმების მიუღწევლობის, ან მისგან პასუხის დაგვიანების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცეზიატი უფლებამოსილია მოხმარებისა და მიწოდების დაბალანსება და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შედგენა და დამტკიცება განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ ელექტრო–ენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი რეჟიმებისა და რესურსების გათვალისწინებით.

23. საანგარიშო პერიოდის თითოეული კალენდარული დღისთვის მოხმარებისა და მიწოდების საათობრივი განაცხადების ან მათში უზუსტობების შესწორებების ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი შემაჯამებელი ინფორმაცია და შეფასებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და გამოქვეყნდება  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვებ-გვერდზე.

24. განაცხადების (ყოველთვიური, ყოველდღიური–საათობრივი) ფორმებს, ასევე ყოველთვიური პროგნოზისა და ყოველდღიური–საათობრივი გეგმების შედგენის ინსტრუქციას შეიმუშავებს და ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“

31. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარებისა და მიწოდების ყოველდღიური-საათობრივი გეგმების თაობაზე სათანადო ინფორმაცია ასეთი გეგმების დამტკიცებისთანავე განათავსოს თავის ვებ–გვერდზე www.gse.com.ge ამ მუხლის მე-24 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ასეთი ინფორმაციის ვებ–გვერდზე განთავსება ითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად.“

32. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ  დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. დამტკიცებული მიწოდება-მოხმარების ყოველდღიური გეგმები არ ექვემდებარება გადახედვას ან/და კორექტირებას, გარდა ავარიული და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.” 

33. 35–ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილი წარმომადგენლების შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.“

34. ამ წესების 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2013 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და 2014 წლისთვის სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის სხვადასხვა სახეობების განსაზღვრის, გამოქვეყნებისა და განაწილების მიზნებისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ცალკე ადგენს:

ა) ამ წესების 1415 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხაზის გამტარუნარიანობის  მოცულობის (NTC), ასევე მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ATC-ის, ALC-ის, NAC-ის მოცულობების და ექსპორტის მიმართულებების განსაზღვრისა და საჯაროდ გამოცხადების ვადას;

ბ) ამ წესების 1415 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხაზის NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებული მოცულობების განსაზღვრისა და საჯაროდ გამოცხადების  ვადას;

გ) ამ წესების 1415 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადების წარდგენის ვადას.

დ) გამტარუნარიანობის განაწილების მონაწილეთა მიმართ დამატებით მოთხოვნებს (მათ შორის, ამ წესების 1416 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის დაწესებულ მოთხოვნებს).“

მუხლი 2
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის 2014 წლის 1 აპრილიდან - 31 დეკემბერის პერიოდის შედგენის მიზნით:

ა) კვალიფიციური საწარმოები არაუგვიანეს 2014 წლის 1 აპრილისა წარადგენენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ 2014  წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის;

ბ) დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არაუგვიანეს 2014 წლის 20 აპრილისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის მოქმედი (დამტკიცებული) ბალანსისა და ამ პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე