საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №29 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:
„ძ) სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა - ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებისას შიდა ქსელის ან/და მისი რომელიმე ელემენტის ხანგრძლივი დროით დასაშვები მაქსიმალური დატვირთვა გამოხატული მგვტ-ებში. სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობა დგინდება ყოველი მიმართულებისათვის/სატრანზიტო დერეფნისათვის (ენერგიის შემოსვლის წერტილიდან ელექტროენერგიის გასვლის წერტილამდე) ცალ-ცალკე და აიღება ყოველი მიმართულებისათვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მცირე სიდიდე შემცირებული იგივე პერიოდში შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისათვის და ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ კატეგორიას მიკუთვნებული ელექტროენერგიის ექსპორტისათვის საჭირო გადადინების ოდენობით. სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა არ შეიძლება აღემატებოდეს 1411 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი იმ ხაზების სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობის ოდენობას, რომლებიც მონაწილეობენ შესაბამისი მიმართულებით/სატრანზიტო დერეფნით ელექტროენერგიის ტრანზიტში;
წ) საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის შემცირებული:
წ.ა) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობით;
წ.ბ) მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო საექსპორტო მოცულობით, რომელიც ყოველი თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მგვტ-ებში „ATC”-ს ან/და „CAA”-ს განაწილებამდე. საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას არ წარმოადგენს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგია;
ჭ) შიდა შემზღუდავი რესურსი - სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობა - ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში და საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა - ექსპორტის) მიზნებში; შიდა შემზღუდავი რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლება მოიპოვება ამ წესებისა და სპეციალური აუქციონის წესების შესაბამისად;
ხ) შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება - გამოიყენება მხოლოდ შიდა შემზღუდავი რესურსით (საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით ან/და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით) სარგებლობისთვის სპეციალური აუქციონის გამართვის შემთხვევებში და წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად - შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობისთვის აუქციონის ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ.სთ–ის მოცულობაზე. (მგვტსთ.-ის რაოდენობა წარმოადგენს დაკმაყოფილებული მგვტ-ის ნამრავლს საანგარიშო პერიოდში განაწილებულ საათების ჯამურ რაოდენობაზე)
ჯ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური - წარმოადგენს ელექტრონული აუქციონის შედეგად დადგენილ და აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელ დამატებით თანხას, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპის შესაბამისად - „CAA”-ს მოპოვებისთვის ელექტრონული აუქციონის საბოლოო ფასი გამრავლებული დაკმაყოფილებული მგვტ.სთ–ის რაოდენობაზე („CAA”-ს მგვტსთ-ის რაოდენობა წარმოადგენს დაკმაყოფილებული მგვტ-ის ნამრავლს საანგარიშო პერიოდში განაწილებულ საათების ჯამურ რაოდენობაზე)
2. 141 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სიჭარბის შედეგად ბალანსში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ზრდას შემდეგი საანგარიშო პერიოდ(ებ)ისათვის, მოცულობის ხელმისაწვდომი ნაწილი ნაწილდება სპეციალური აუქციონის გზით.“.
3. 144 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 144. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სხვა იმპორტი და ექსპორტი
1. ამ წესების 142-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული პრიორიტეტების გარდა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგიის იმპორტისას - უპირატესობა მიანიჭოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დაბალ ფასს;
ბ) ელექტროენერგიის ექსპორტისას - იხელმძღვანელოს საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების შედეგებით, გარდა ამ წესების 141 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ენერგიისა, რომლის შემთხვევაში პრიორიტეტულობა ენიჭება:
ბ.ა) იმ ელექტროენერგიას, რომელსაც საბალანსოდ გაყიდვის შემთხვევაში ექნება ყველაზე მაღალი ფასი;
ბ.ბ) ორი ან მეტი ისეთი პრეტენდენტის შემთხვევაში, რომელთა ენერგიის საბალანსოდ გაყიდვის შემთხვევაში ექნებათ ერთი და იგივე ფასი, მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობის პრეტენდენტებზე თანაბარი განაწილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეტენდენტის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია თანაბარი განაწილების შედეგად მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა თანაბრად გადაუნაწილდებათ დანარჩენ პრეტენდენტებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.
3. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილება ხორციელდება ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ამ წესების 1423 მუხლის შესაბამისად.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ამ წესების 1412-1422 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურები, ტერმინები და სპეციალური აუქციონის წესები ასევე გამოიყენოს სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ნებისმიერი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილებისას, ყოველ ასეთ ხაზზე არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის შესაბამისი საფასური არ გადაიხდება, თუ ექსპორტიორის მიერ შესაბამისი ხაზის გამტარუნარიანობის მოპოვება ვერ მოხერხდა სპეციალურ აუქციონში დამარცხების ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილების გამო, რაც გამოწვეულია საქართველოს ენერგოსისტემაში შექმნილი ტექნიკური ვითარებით, რომელიც არ იძლევა სისტემათაშორისი გადადინების განხორციელების საშუალებას. ასეთი აუთვისებელი სიმძლავრის (ენერგიის) განკარგვა ხდება ამ წესების 1423 მუხლის შესაბამისად.
4. 1412 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11 ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება დასაშვებია, თუ მოპოვებულია შესატყვისი საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის უფლება, ამ წესების და სპეციალური აუქციონის წესების შესაბამისად.
„12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა ექსპორტის მიზნით სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის, ასევე შიდა შემზღუდავი რესურსის განაწილებაში მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზემოთხსენებული ელექტროენერგიის ექსპორტის სრულად ან ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად საჭირო ხელმისაწვდომი საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ელექტროსადგურის მშენებლობაზე და/ან ოპერირებაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობები არ ზღუდავს მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს წლის შესაბამის პერიოდში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მიმართ არ გამოიყენება ამ წესების 143 და 144 მუხლებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა.“
5. 1414 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტები
6. 1415 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილი მოცულობა აღემატება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამოცხადებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას, ან/და პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას, ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან , ნათელია, რომ იგი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ან ლიკვიდაციის პროცესში, ან/და აქვს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, აგრეთვე თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 1416 მუხლის პირველი პუნტით, ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან არ არის წარმოდგენილი სრულად, ან/და შესაბამის პრეტენდენტს არ აქვს მოპოვებული ამ წესების შესაბამისად საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით ან სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით სარგებლობის უფლება, განაცხადი ვერ მიიღებს მონაწილეობას განაწილების პროცესში. ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიწვიოს (გააუქმოს) წარდგენილი განაცხადი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.“
7. 1416 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესების 1415 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმას ამტკიცებს და თავის ვებგვერდზე (www.gse.com.ge) აქვეყნებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი), ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო მონაცემები);
ბ) მითითება იმის შესახებ თუ პრიორიტეტულობის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პრეტენდენტის მიერ ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგია (გენერაციის ობიექტების მითითებით). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ექსპორტზე გააქვს რამდენიმე პრიორიტეტის ჯგუფზე მიკუთვნებული ელექტროენერგია, იგი ვალდებულია თავისი განაცხადით გათვალისწინებული მოცულობა დაყოს აღნიშნული ჯგუფების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის განხილვა არ მოხდება;
გ) მოთხოვნილი მოცულობა დაყოფილი კონკრეტული საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით. მოთხოვნილი მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს გამოქვეყნებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას რომელიმე თვისთვის, ასევე პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობ(ებ)ას.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ექსპორტიორის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების შესახებ, რომლებიც საჭიროა ექსპორტის უზრუნველსაყოფად:
ბ.ა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ;
ბ.ბ) ელექტროენერგიის ექსპორტზე სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ;
ბ.გ) ელექტროენერგიის ექსპორტზე სათანადო წესით რეგისტრირებული ხელშეკრულების შესახებ;
ბ.დ) ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირ ხელშეკრულებაზე;
ბ.ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირ ხელშეკრულებაზე;
გ) ტრანზიტის დამკვეთი პირის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:
გ.ა) შესაბამის უფლებამოსილ ლიცენზიატთან გაფორმებული ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმღებ პირსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვაზე/მიწოდებაზე;
გ.დ) ინფორმაცია სათანადო წესით რეგისტრირებული ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებულ ელ.ენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებებზე;
გ.ე) იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტს არ ახორციელებს თავად ელ.ენერგიის მწარმოებელი პირი, ასევე წარმოსადგენია შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმწოდებელსა (გამყიდველსა) და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის შესყიდვაზე/მიწოდებაზე;
დ) ელექტროენერგიის რეექსპორტის შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, დამატებით წარმოსადგენია ინფორმაცია ელექტროენერგიის იმპორტზე სათანადო წესით რეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე;“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ პრეტენდენტი არ ითხოვს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტულობის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს, იგი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სათანადო წესით რეგისტრირებული ხელშეკრულებების არქონის შემთხვევაში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისი საბანკო გარანტია მოთხოვნილი ექსპორტის ექვივალენტი გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ღირებულების სრულ მოცულობაზე, რომელიც მოქმედი იქნება ექსპორტის მოთხოვნილი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის განმავლობაში.“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპორტიორისათვის (რეექსპორტიორისთვის) ან ტრანზიტის დამკვეთი პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ხაზის გამტარუნარიანობის მის მიერ მოთხოვნილ მოცულობაზე ნაკლები მოცულობით განაწილების შემთხვევაში, ასეთი პირი (ექსპორტიორი, რეექსპორტიორი, ტრანზიტის დამკვეთი საწარმო) ვალდებულია განაწილების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დადგენილი წესით ხელმოწერილი ყველა შესაბამისი (ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად) ხელშეკრულების ცვლილება- განაწილების შედეგების მიხედვით მისთვის ფაქტიურად განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობის შესაბამისად, ხოლო ამ მუხლის 21 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირი უფლებამოსილია შეამციროს საბანკო გარანტიის მოცულობა შესაბამისი ოდენობით და დამატებით წარმოადგინოს იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არსებულის ჩასანაცვლებლად ან არსებულთან ერთად გამოსაყენებლად.
8. 1417 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის („ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის) ყველა პრეტენდენტის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობა ნაწილდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა სრულად ნაწილდება ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პრიორიტეტების რომელიმე ჯგუფის ფარგლებში ისე, რომ სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი ჯგუფის პრეტენდენტ ექსპორტიორთა და ტრანზიტის დამკვეთების (რეექსპორტის განმახორციელებელთა) მოთხოვნილ მოცულობებს, აუქციონი არ ტარდება და ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა ნაწილდება სათანადო პრიორიტეტულობის ჯგუფის წევრებზე მოთხოვნილი მოცულობების შესაბამისად. სხვა შემთხვევებში ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება ამ მუხლისა და სპეციალური აუქციონის პროცედურების შესაბამისად.“
9. 1418 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადებით მოთხოვნა არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადების მოთხოვნები კმაყოფილდება სრულად;
დ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი, რომლის მოთხოვნაც აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადის მოთხოვნა კმაყოფილდება მხოლოდ დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვისი კომპონენტის ფარგლებში;
ე) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები კმაყოფილდება სრულად, თუ ასეთი ექსპორტზე და ტრანზიტზე (რეექსპორტზე) მოთხოვნა ჯამურად არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს;
ვ) თუ ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი, რომლის მოთხოვნაც:
ვ.ა) ტრანზიტის (რეექსპორტის) შემთხვევაში - აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს,
ვ.ბ) ექსპორტის შემთხვევაში - წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს,
ასეთ შემთხვევებში (ვ.ა და ვ.ბ ქვეპუნქტები) განაცხადის მოთხოვნა კმაყოფილდება შესაბამისად დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტის მნიშვნელობის ფარგლებში;
ზ) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები ექსპორტის ნაწილში კმაყოფილდება სრულად, თუ ექსპორტზე ასეთი მოთხოვნების და იგივე საანგარიშო პერიოდისთვის ტრანზიტზე (რეექსპორტზე) მოთხოვნების ჯამი არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს;
თ) ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში წარდგენილი და რეგისტრირებული განაცხადების მოთხოვნები ტრანზიტის (რეექსპორტის) ნაწილში კმაყოფილდება სრულად, თუ:
თ.ა) ტრანზიტზე (რეექსპორტზე) ასეთი მოთხოვნების და იგივე საანგარიშო ექსპორტზე მოთხოვნილი მოცულობის ჯამი არ აღემატება წინა უპირატესობის ჯგუფების ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აუქციონის მეშვეობით) შედეგად შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დარჩენილი ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) შესატყვის კომპონენტებს;
თ.ბ) ტრანზიტზე ასეთი მოთხოვნები არ აღემატება იგივე საანგარიშო პერიოდისთვის სატრანზიტოდ ნებადართულ გამტარუნარიანობას.“.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ ატარებს სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების სპეციალური აუქციონს, თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდში ამ ხაზით გასატანი ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობისა და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის ჯამური ოდენობა იგივე საანგარიშო პერიოდში არსებული ATC-ს მოცულობაზე ნაკლებია ან ტოლია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის საანგარიშო პერიოდში ATC-ს განაწილება მოხდება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, იგივე საანგარიშო პერიოდში მოპოვებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობისა და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის ოდენობების შესაბამისად.“
10. 1420 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1420. სპეციალური (ელექტრონული) აუქციონის წესები
1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის და შიდა შემზღუდავი რესურსის განაწილება/გადანაწილებისთვის სპეციალური აუქციონი (ელექტრონული აუქციონი) ხორციელდება ელექტრონულად. სპეციალური აუქციონის ჩატარების წესები სამინისტროსთან შეთანხმებით მტკიცდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ქვეყნდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვებგვერდზე.
2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ მასზე განაწილებული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობაზე თუ შიდა შემზღუდავ რესურსზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მას შესაბამისი გამტარუნარიანობის მოცულობის უზრუნველყოფის დამატებითი საფასურის თუ შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულების გადახდისგან.“
11. 1421 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ექსპორტიორის/რეექსპორტიორის ან/და ტრანზიტორის მიერ რომელიმე საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის ერთეულის (მგვტსთ.) სარგებლობისთვის გადასახდელი დამატებითი საფასურის ოდენობა მეტია ან ტოლია იგივე პერიოდში შიდა შემზღუდავი რესურსის ხელმისაწვდომი მოცულობის ერთეულით (მგვტსთ.) სარგებლობის ღირებულების ოდენობაზე, მაშინ გადაიხდება მხოლოდ სისტემათაშორისი გადადინებისათის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის სარგებლობისათვის დამატებითი საფასური, ხოლო სხვა შემთხვევაში - მხოლოდ შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური წარმოადგენს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის, ხოლო საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის ღირებულება, წარმოადგენს იმ ხაზის მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის შემოსავლის დამხმარე წყაროს, რომლის მეშვეობითაც ექსპორტის მიზნით მოხდა საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილება.
4. ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში გადასახდელი სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით სარგებლობის ღირებულება წარმოადგენს ასეთი ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებაში მონაწილე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზისა) მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის (ლიცენზიატების) შემოსავლის დამხმარე წყაროს. თუ ტრანზიტის (რეექსპორტის) მიზნებში გადასახდელი სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობით სარგებლობის ღირებულება ტრანზიტის (რეექსპორტის) განხორციელებაში მონაწილე რომელიმე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე გასანაწილებელია ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ რამდენიმე გადაცემის ლიცენზიატს შორის, განაწილება მათ შორის განხორციელდება გადაცემის ლიცენზიატებისთვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფების პროპორციულად.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ გამარჯვებული მონაწილე სრულად, ან ნაწილობრივ უარს აცხადებს მასზე განაწილებული „CAA”-ს მოცულობის გამოყენებაზე და ამასთანავე, მის მიერ არ განხორციელებულა დამატებითი საფასურის, აგრეთვე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულების წინასწარი ანაზღაურება და არც საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ასეთი გამარჯვებული ვალდებულია აუნაზღაუროს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს საჯარიმო თანხა, მის მიერ გამოუყენებელი „CAA”-ს მოცულობაზე გადასახდელი დამატებითი საფასური, ან შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება, რომელიც იყო გადასახდელი 1421 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.”
12. 1423 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1423 საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების წესი
1. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის მსურველი პრეტენდენტები, ვალდებული არიან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი განაცხადი, რომელშიც უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გასატანი ელექტროენერგიის მოცულობა;
ბ) გასატანი სიმძლავრის მაქსიმალური ოდენობა;
გ) ექსპორტის დანიშნულების ქვეყანა, ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო სისტემათაშორისი ელექტროგდამცემი ხაზის მითითებით;
დ) სათანადოდ რეგისტრირებული ელექტროენერგიის ექსპორტის იმ ხელშეკრულებებისა და პირდაპირი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ელექტროენერგიის ექსპორტი ცალ-ცალკე მოცულობების მითითებით ან ამ წესების 1416 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი საბანკო გარანტია,
2. პრეტენდენტის განაცხადი არ განიხილება და არ დაიშვება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად თუ:
ა) პრეტედენტს არ გააჩნია ექსპორტიორის სტატუსი;
ბ) პრეტენდენტს ელექტროენერგიის ექსპორტზე არ გააჩნია გადაცემა დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები;
გ) მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდში პრეტენდენტს უკვე გააჩნია მის განაცხადში წარმოდგენილი ელექტროენერგიის ექსპორტის მიზნით საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ნაწილით სარგებლობის უფლება;
დ) პრეტედენტის მიერ მოთხოვნილი მოცულობა აღემატება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ ოდენობას;
ე) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი ითვალისწინებს ერთი და იგივე ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტს ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდისთვის;
ვ) განაცხადი წარმოდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით.
3. პრეტენდენტის მიერ მოპოვებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ფარგლებში ელექტროენერგიის ექსპორტის მიმართულება (სისტემათაშორისი ხაზი) დგინდება მიღებული განაცხადების საფუძველზე, ხოლო შესაბამის საანგარიშო პერიოდში და პრეტენდენტისთვის განაწილებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ოდენობის დადგენა ხორციელდება აუქციონის გზით.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეში ატარებს საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს.
5. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის სპეციალური აუქციონის განაწილების შედეგად მიღებული სარგებლობის უფლება გამოიყენება მხოლოდ ისეთი ქვეყნის მიმართულებით, იმ სისტემათაშორისი ხაზით და იმ მოცულობით (სიმძლავრით) ელექტროენერგიის გატანისთვის ,რისთვისაც მოხდა ამ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის მოთხოვნა.
6. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის უფლება გააჩნია ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის პრეტენდენტებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ ამ წესების 1415 და 1423 მუხლების შესაბამისი განაცხადები.
7. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილებისას მოქმედებს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის მიერ „გ“ და „დ“ პრიორიტეტულობის ჯგუფისთვის დადგენილი პრიორიტეტულობის/უპირატესობის წესები.
8. საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის სპეციალურ აუქციონზე თუ მოთხოვნების საერთო ჯამური ოდენობა არ აღემატება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ ოდენობას, ხელმისაწვდომი ოდენობა განაწილდება მოთხოვნილი მოცულობების შესაბამისად და შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება არ გადაიხდება.
9. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნების საერთო ჯამური ოდენობა აღემატება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ ოდენობას, მოთხოვნების დაკმაყოფილება განხორციელდება სპეციალური აუქციონის შედეგების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) განაცხადების დაკმაყოფილება ხდება ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული .პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ისე, რომ ჯერ კმაყოფილდება „გ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვვნებული განაცახდები და შემდეგ „დ“ პრიოტიტულობის ჯგუფის განაცხადები.
ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული „გ“ პრიორიტეტულობის კატეგორიას მიკუთვნებული განაცხადების ჯამური ოდენობა საექსპორტოდ ნებადართული მოცულობზე ნაკლებია ან ტოლია, მაშინ „გ“ კატეგორიის პრეტენდეტების განაცხადები კმაყოფილდება სრულად დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო საექსპორტოდ ნებადათული მოცულობის ნარჩენი მოცულობა (ასეთის არსებობის შემთვევაში) უნაწილდება მომდევნო „დ“ კატეგორიას მიკუთვნებული განაცხადების დასაკმაყოფილებლად.
გ) თუ „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პრიორიტეტულობის კატეგორიას მიკუთვნებული განაცხადების ჯამური ოდენობა საექსპორტოდ ნებადათული მოცულობაზე ან მის ნაშთზე მეტია, მაშინ პრიორიტეტულობის შესაბამისი კატეგორიის პრეტენდენტების განაცხადები კმაყოფილდება პრეტენდენტებს შორის მათ მიერ მაქსიმალური შემოთავაზებული ფასის მიხედვით ისე, რომ ჯერ დაკმაყოფლდება ყველაზე დიდი ფასის მქონე განაცხადი სრულად და შემდეგ მომდევნო ყველაზე დიდი ფასის მქონე განაცხადი სრულად, სანამ არ მოხდება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის სრულად განაწილება. თუ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნარჩენი არ არის საკმარისად რომელიმე პრეტენდენტის განაცხადის სრულად დასაკმაყოფილებლად ეს განაცხადი კმაყოფილდება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ნარჩენი მოცულობის ფარგლებში.
დ) ყველა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობაზე შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება გადაიხდება თითოეული გამარჯვებულის მიერ მისი შემოთავაზებული ფასით.
10. თუ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის მოპოვებული ჯამური მოცულობა აღემატება იმ პერიოდში შესაბამის ხაზის ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის ოდენობას (ATC), ან იგი ამ ხაზის ATC-ს განაწილების შემდეგ დარჩება აუთვისებელი, საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ასეთ აუთვისებელ ნაწილზე შესატყვისი შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულების გადახდა არ ხდება. ამასთან, გამოთავისუფლებული ნაწილის გადანაწილებას ახდენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შესაბამისი საექსპორტოდ ნებადართული მოცულობისა და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების სპეციალური აუქციონების მეშვეობით, მაგრამ არაუგვიანეს გამოთავისუფლებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების თვის მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 15 სამუშაო დღისა.
11. თუ გამოთავისუფლებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების თვის მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე დარჩენილია 15 სამუშაო დღეზე ნაკლები ან/და აუქციონებში არ გამოვლინდა გამარჯვებული დისპტჩერიზაციის ლიცენზიატი ახდენს გამოთავისუფლებული რესურსის მარეგულირებელი ელექტროსადგურების წყალსაცავებში წყლის მარაგის სახით შენახვას, ხოლო თუ ამის ტექნიკური საშუალება არ არსებობს ამ ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება იმავე სისტემათაშორისი ხაზით , რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარალელური სინქრონული მუშაობა.
12. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის შემცირების შემთხვევაში:
ა) თუ განაწილებულ მოცულობებზე არ იყო გადასახდელი შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება, შემცირებული მოცულობა ნაწილდება საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილებული მნიშვნელობების პროპორციულად;
ბ) თუ განაწილებულ მოცულობებზე იყო გადასახდელი შიდა შემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება, მოცულობის შემცირება იწყება იმ ექსპორტიორიდან, რომელსაც შემოთავაზებული ჰქონდა ყველაზე მცირე შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულება, თუ აღნიშნული არ იქნება საკმარისი, მაშინ მოცულობის შემცირება გაგრძელდება სიდიდით შემდეგი შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულების შემომთავაზებელ ექსპორტიორზე და ა.შ. იგივე პრინციპით და რიგით შემდეგ ექსპორტიორებზე, სანამ არ მოხდება შემცირებული მოცულობის და განაწილებული მოცულობის გათანაბრება. ერთი და იგივე შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულების შემომთავაზებელი ექსპორტიორების მიმართ მოცულობის შემცირება ხორციელდება მათზე განაწილებული მოცულობების პროპორციულად.
13. თუ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის შემცირება ხდება იმ ელექტროსადგურის გამომუშავების შემცირების გამო, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტზეც იყო მოპოვებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის უფლება, ასეთ შემთვევაში მცირდება უშუალოდ ამ სადგურის ელექტროენერგიის ექსპორტიორის საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის ოდენობა, შემცირებული გამომუშავების შესაბამისად და ექსპორტიორი არ თავისუფლდება მოპოვებული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის საფასურის გადახდისაგან.
14. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ასევე წლის შიგნით ან/და საანგარიშო პერიოდის შიგნით საექსპორტო ნებადართული მოცულობის განაწილებისას.
13. 1423 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1424 და 1425 მუხლები:
„მუხლი 1424. სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განაწილების წესი
1. სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების/გადანაწილების მიზნით სპეციალური აქუციონის გამოცხადება ხდება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ შემოსულია შესაბამისი განაცხადი ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) მოთხოვნით და მხოლოდ იმ მიმართულებაზე/სატრანზიტო დერეფანზე, რომელზედაც არის შემოსული განაცხადი.
2. ეს მუხლი განსაზღვრავს განაწილების წესს სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის სპეციალურ აუქციონზე შემოსული განაცხადების მიხედვით შემდეგ შემთხვევებში:
ა) შემოსულია ერთი განაცახადი, რომლის ოდენობაც არ აღემატება მოთხოვნილი მიმართულების/სატრანზიტო დერეფნით ელექტრეონერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) დროს სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ მოცულობას ან
ბ) შემოსულია ერთი განაცახადი, რომელიც აღემატება მიმართულების/სატრანზიტო დერეფნით ელექტრეონერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) დროს სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ მოცულობას;
გ) შემოსულია ერთზე მეტი განაცხადი ერთი და იგივე მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) მოთხოვნით და განაცხადების ჯამური სიდიდე არ აღემატება ამ მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის სატრანზიტო ნებადართულ მოცულობას;
დ) შემოსულია ერთზე მეტი განაცხადი სხვადასხვა მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) მოთხოვნით და განაცხადების ჯამური სიდიდეები ცალკეული მიმართულებით არ აღემატება ამ მიმართულებებით/სატრანზიტო დერეფნებით სატრანზიტო ნებადართული მოცულობების ხელმისაწვდომ მოცულობას და ტექნიკურად შესაძლებელია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება სისტემის მუშაობის რეჟიმების გათვალისწინებით;
ე) შემოსულია ერთზე მეტი განაცხადი ერთი და იგივე მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) მოთხოვნით და განაცხადების ჯამური სიდიდე აღემატება ამ მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) შემთხვევაში სატრანზიტო ნებადართულ მოცულობის ხელმისაწვდომ მოცულობას;
ვ) შემოსულია ერთზე მეტი განაცხადი სხვადასხვა მიმართულების/სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) მოთხოვნით და განაცხადების ჯამური სიდიდეები ცალკეული მიმართულებებით/სატრანზიტო დერეფნებით აღემატება ელექტრეოენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტის) შემთხვევაში სატრანზიტო ნებადართულ მოცულობების ხელმისაწვდომ ოდენობას ან ტექნიკურად შეუძლებელია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება სისტემის მუშაობის რეჟიმების გათვალისწინებით.
3. სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის აუქციონის გამოცხადება ხდება ცალცალკე თითოეული მიმართულების/სატრანზიტო დერეფნისათვის და საანგარიშო პერიდისათვის.
4. ტრანზიტის (რეექსპორტის) მსურველი პრეტენდენტები, ვალდებული არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს ამ წესების 1416 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
5. პრეტენდენტის განაცხადი არ განიხილება და არ დაიშვება სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად თუ:
ა) პრეტედენტის მიერ მოთხოვნილი მოცულობა აღემატება შესაბამისი მიმართულებით სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომ ოდენობას;
ბ) ელექტროენერგიის ტრანზიტის (რეექსპორტი) საფრთხეს უქმნის სისტემის მუშაობას (მ.შ. ელექტროენერგიის გამომუშავებას) ან/და ზღუდავს საქართველოს შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას;
გ) განაცხადი წარმოდგენილია ამ წესების 1416 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;
დ) დარღვეულია ამ წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები;
6. მიღებული განაცხადების საფუძველზე ხორციელდება სასურველი ტრანზიტის მიმართულების დადგენა, ხოლო პერიოდებისა და მოცულობების დადგენა ხდება აუქციონის გზით.
7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღეში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატარებს სატრანზიტოდ ნებადართულ მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს.
8. სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის სპეციალური აუქციონის განაწილების შედეგად მიღებული სარგებლობის უფლება გამოიყენება მხოლოდ იმ მიმართულებით/სატრანზიტო დერეფნით და იმ მოცულობით (სიმძლავრით) ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის (რეექსპორტისათვის) რისთვისაც მოხდა ამ სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის მოთხოვნა.
9. ამ მუხლის მე- 2 პუნტის „ა“, „ბ“ „გ“ ან/და „დ“ შემთხვევებში მოთხოვნების სპეციალური აუქციონის შედეგების შესაბამისად დაკმაყოფილებისას შიდა შემზღუდავი რესურსის ღირებულება არ გადაიხდება. ხოლო ამ მუხლის მე- 2 პუნტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტების შემთვევაში აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენა ხორციელდება უმაღლესი შეთავაზებული ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ფასის მქონე მოთხოვნა სრულად არ მოიცავს სატრანზიტოდ ნებადართულ მოცულობის ხელმისაწვდომ ოდენობას, დარჩენილი მოცულობა გადანაწილდება შემდეგი უმაღლესი ფასის მქონე მოთხოვნაზე, მანამდე სანამ სრულად არ იქნება განაწილებული სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის ხელმისაწვდომი ოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ყველა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სატრანზიტოდ ნებადართული მოცულობის ღირებულება გადაიხდება თითოეული გამარჯვებულის მიერ მის შემოთავაზებული ფასით.
10. სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განაწილებული მოცულობის შემცირების შემთხვევაში შემცირებული მოცულობა ნაწილდება სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განაწილებული მოცულობების პროპორციულად.
11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე გამოაცხადოს ელექტროენერგიის ტრანზიტის ის მიმართულებები (სატრანზიტო დერეფნები) დასაშვები სიმძლავრის მითითებით, რომელთა მეშვეობითაც დასაშვებია ელექტროენერგიის გადადინება სისტემის იმედიანი, სტაბილური და უსაფრთხო მუშაობიდან გამომდინარე.
12. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ასევე წლის შიგნით ან/და საანაგარიშო პერიოდის შიგნით სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განაწილებისას.
მუხლი 1425. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის მიმართ დადგენილი წესების მოქმედების შეზღუდვა (4.03.2014 N 20)
ამ წესების 1412 - 1424 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება კერძო ინვესტიციების (სახელმწიფო გარანტიის გამოყენებით მოზიდული საერთაშორისო საკრედიტო ფინანსური რესურსების გარეშე) საფუძველზე მშენებარე/აშენებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტზე“;
14. 161 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ელექტრონული ნუსხა, დადგენილი წესით განაცხადოს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ და აუთვისებელ სიმძლავრეზე. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ასევე განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე;“
2. 2015 წელს საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების მიზნებისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამოცხადებულ სპეციალურ აუქციონში მონაწილეობენ ელექტროენერგიის ექსპორტის ის პრეტენდენტები, რომელთა განაცხადებიც წარმოდგენილი იქნება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ამ წესების 1423 მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისად, არაუგვიანეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება იმ პრეტენდენტებზე, რომელთა განაცხადებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე იყო წარმოდგენილი და რეგისტრირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, მაგრამ მათთვის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობები ჯერ არ არის განაწილებული;
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ ექსპორტიორებზე, რომლებზეც უკვე განაწილებულია სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობა 2015 წლისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ექსპორტიორი მოითხოვს მისთვის განაწილებული გამტარუნარიანობის გაუქმებას.
|