საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №58 |
|
2015 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
„ლ5) კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (შემდგომში: „კაა სისტემა“) - ბაზრის ოპერატორის კუთვნილი პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი რომელიც წარმოადგენს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზის ფორმირების ძირითად საშუალებას, დაკავშირებულია და აღრიცხვის მონაცემებს ავტომატურად იღებს შუალედური დონის და ზედა დონის ესკაა სისტემებიდან და რომლის დანიშნულებაა იმ მონაცემების მიღება, შემოწმება, აღრიცხვა, შეგროვება, დაჯგუფება და დაჯამება, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული, მიწოდებული და პირდაპირი ხელშეკრულებებისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების დადგენისათვის, ასევე ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გაანგარიშებისათვის;
ლ6) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზა - ბაზრის ოპერატორის მიერ წარმოებული და მუდმივად განახლებადი მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორების შედეგების დაფიქსირება და შენახვა, მათ შორის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში საბითუმო ვაჭრობის შედეგად მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობების, ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდული და შესყიდული მოცულობების, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვის შედეგების დადგენა და ერთიანი ანგარიშსწორებისთვის გაანგარიშებების წარმოება.“;
„5. ავტომატიზებული აღრიცხვის სისტემის მონაცემებზე დაშვება და ხელმისაწვდომობა კვალიფიციური საწარმოსთვის შემოიფარგლება იმ მონაცემებზე დაშვებით, რომლებიც უშუალო კავშირშია მის საქმიანობასთან/ანგარიშსწორებასთან და არ მოიცავს ინფორმაციას სხვა პირების საქმიანობის შესახებ, გარდა ბაზრის ოპერატორისა, რომლის დაშვების ხარისხი და ხელმისაწვდომობა განისაზღვრება კაა სისტემისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით. დაშვების მიღებისთვის საჭიროა არსებობდეს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმება, ერთი მხრივ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტსა და მეორე მხრივ კვალიფიციურ საწარმოს (გარდა ბაზრის ოპერატორისა) შორის. ავტომატიზებული აღრიცხვის სისტემის მონაცემებზე დაშვება შეზღუდულია ყველა სხვა პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
„მუხლი 271. საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზა
1. ბაზრის ოპერატორი, საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზის მეშვეობით, ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ადგენს საბითუმო ვაჭრობაში თითოეული მონაწილის მიერ:
ა) გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ჯამურ რაოდენობებს;
ბ) ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდულ და შესყიდულ ელექტროენერგიის რაოდენობებს;
გ) საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის რაოდენობებს და ღირებულებას.
2. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვის მონაცემთა ბაზაში დაცული უნდა იყოს მონაცემების უსაფრთხოება და კომერციული საიდუმლოების კონფიდენციალურობა. მონაცემები უნდა ინახებოდეს მონაცემთა ბაზაში სამი წლის განმავლობაში წაკითხვის ფორმატით და ექვსი წლის განმავლობაში დაარქივებული ფორმატით.
3. კვალიფიციურ საწარმოს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს მისი მონაწილეობით ყიდვა-გაყიდვასთან ან/და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვის მონაცემთა ბაზიდან და მოითხოვოს ნებისმიერი აღმოჩენილი და დადასტურებული უზუსტობის გასწორება.
4. ბაზრის ოპერატორი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვის მონაცემთა ბაზის სისრულეზე და სიზუსტეზე.“
„მუხლი 281. გადაცემის ლიცენზიანტის 3 წლიანი სამუშაოების პროგრამა
1. გადაცემის ყველა ლიცენზიანტი ვალდებულია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (ტექსტში შემდგომ - „ათწლიანი გეგმა“) საფუძველზე, ყოველწლიურად, აღნიშნული გეგმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, შეიმუშაოს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად წარუდგინოს მომდევნო 3 კალენდარულ წელზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა. სამუშაოების პროგრამა შედგენილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით.
2. წარდგენილ სამუშაოების პროგრამას გადამცემი სისტემის ოპერატორი განიხილავს მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
3. სამუშაოების პროგრამის განხილვის შედეგად გადამცემი სისტემის ოპერატორი გასცემს:
ა) წერილობით თანხმობას სამუშაოების პროგრამაზე;
ბ) წერილობით შენიშვნებს სამუშაოების პროგრამაზე.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორის შენიშვნები სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით იყოფა სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილებად, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილში. სავალდებულო ხასიათის შენიშვნები უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მოქმედი ათწლიანი გეგმის მოთხოვნებიდან თუ სხვა მავალდებულებელი ნორმატივებიდან. გადაცემის ლიცენზიანტი აუცილებელი წესით ითვალისწინებს შენიშვნების სავალდებულო ნაწილს სამუშაოების პროგრამაში. შენიშვნების სარეკომენდაციო ნაწილის ასახვა დამოკიდებულია გადაცემის ლიცენზიანტის შეფასებაზე და შენიშვნების ამ ნაწილის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გახდეს სამუშაოების პროგრამაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
5. გადაცემის ლიცენზიანტი სამუშაო პროგრამაზე შენიშვნების მიღების შემდეგ განიხილავს მათ და სავალდებულო ხასიათის შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ახორციელებს სამუშაოების პროგრამის სათანადო კორექტირებას, ხოლო სარეკომენდაციო შენიშვნების შემთხვევაში - წყვეტს მათი სამუშაო პროგრამაში ასახვის მიზანშეწონილობის საკითხს. გადაცემის ლიცენზიანტი შენიშვნების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების პროგრამის ახალ ვერსიას ხელახლა წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორს.
6. გადამცემი სისტემის ოპერატორი სამუშაო პროგრამის განმეორებით მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მას და სავალდებულო შენიშვნების სრულყოფილად ასახვის შემთხვევაში, გასცემს წერილობით თანხმობას სამუშაოების პროგრამაზე.
7. გადაცემის ლიცენზიანტის სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის სამშენებლო ან აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხორციელდება შესაბამისი გადაცემის ლიცენზიანტის პასუხისმგებლობითა და ხარჯზე. ამასთან, გადაცემის ლიცენზიანტი ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ - პერიოდულად, კალენდარული წლის ყოველი კვარტლის მიხედვით, საანგარიშო კვარტლის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაგეგმილი აქტივობების შესახებ - მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული სამუშაოების პროგრამის გადასინჯვა, თუ აშკარაა, რომ გაწეული საქმიანობები, დაგეგმილი აქტივობები ან შესრულების ხარისხი არ არის საკმარისი სამუშაოების პროგრამის დადგენილ ვადებში სრულყოფილად განხორციელებისთვის.
9. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაოების პროგრამის გადასინჯვის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში შესაბამისმა გადაცემის ლიცენზიანტმა უნდა გამართოს კონსულტაციები გადამცემი სისტემის ოპერატორთან. კონსულტაციების დასრულების შედეგად გადაცემის ლიცენზიანტი გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგენს კორექტირებულ სამუშაოების პროგრამას. კორექტირებული სამუშაოების პროგრამის განხილვა და შეთანხმება ხორციელდება იმავე პროცედურებისა და ვადების დაცვით, როგორც ეს დადგენილია ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით.
10. გადაცემის ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს შეთანხმებული სამუშაოების პროგრამის სრულფასოვნად ასახვა ათწლიანი გეგმის შესაბამისად შემუშავებულ 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც წარედგინება კომისიას”.
|