საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №6

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები და დამატებები:
1. 141 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„9. გადაცემის ლიცენზიატები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილნი არიან ერთად ან ცალ-ცალკე გააფორმონ სათანადო ხელშეკრულებები ელექტროენერგიის გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის, მრავალწლიანი ხელშეკრულებები) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად.

2. 141 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„91. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულობა და უპირატესობა განისაზღვრება შემდეგი კლებადი თანმიმდევრობით:

ა) ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;

ბ) საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება – მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში;

გ) საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ისეთი ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის და კომერციული გამოყენების დაწყების დღიდან არ გასულა 10 წელი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის არ არის გაფორმებული ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება. ამავე პრიორიტეტულობის ჯგუფს, ასევე განეკუთვნება მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ, გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, თუ:

გ.ა) ასეთი მშენებლობის პროცესში მყოფი ელექტროსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულია შეთანხმება და,

გ.ბ) ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის არ არის გაფორმებული ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება.

დ)        საქართველოს სხვა ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.“

3. მე-141 მუხლის მე-94 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  „94. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობა რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი ამ მუხლის 91 პუნქტის რომელიმე ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის („ბ“, „გ“, ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის) ყველა პრეტენდენტის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობა ნაწილდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.“

4. 141 მუხლის მე–20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ექსპორტიორის, ან ტრანზიტის დამკვეთი პირის შემთხვევაში – ინფორმაცია საჯარო შეზღუდვის არსებობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი არ იმყოფება გაკოტრების, ან ლიკვიდაციის პროცესში, გაცემული სათანდო უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ;

ბ) ექსპორტიორის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:

ბ.ა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე;

ბ.გ) ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე;

ბ.დ) სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე;

ბ.ე) სათანადო წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე;

გ) ტრანზიტის დამკვეთი პირის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:

გ.ა) ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული შესაბამის უფლებამოსილ ლიცენზიატთან;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმღებ პირსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვაზე/მიწოდებაზე;

გ.დ) ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების 148 მუხლით გათვალისწინებული ელ.ენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები;

გ.ე) იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტს არ ახორციელებს თავად ელ.ენერგიის მწარმოებელი პირი, ასევე წარმოსადგენია შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიმწოდებელსა (გამყიდველსა) და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტული ელექტროენერგიის შესყიდვაზე/მიწოდებაზე;

დ) ელექტროენერგიის რეექსპორტის შემთხვევაში ამ მუხლის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე;

ე) ამ მუხლის 91 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ე.ა) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე გადაიხდება დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ანაზღაურება, მიუხედავად იმისა რამდენად სრულად იქნება გამოყენებული და ათვისებული მოპოვებული გამტარუნარიანობა (განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტი). გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც ექსპორტის შეზღუდვა გამოწვეულია დისპეტჩერიზაციის ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით და დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ასანაზღაურებელი საფასურის ოდენობა შემცირდება ბრალეული შეზღუდვის პერიოდში/მოცულობით.

ე.ბ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გამტარუნარიანობის განაწილების შედეგების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება საბანკო გარანტიები ყველა შესაბამისი ლიცენზიატის მიმართ, რომლებიც უნდა ფარავდეს დისპეტჩერიზაცია/გადაცემის მომსახურების მთელ ჯამურ საფასურს (შესაბამისი ლიცენზიატების მიხედვით) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე (ექსპორტის მთლიან პერიოდზე). საბანკო გარანტიის პირობები წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და იგი უნდა იძლეოდეს შესაბამისი ლიცენზიატის პირველივე მოთხოვნისთანავე საგარანტიო თანხის უპირობოდ მიღების შესაძლებლობას. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იქნეს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის, ან ისეთი უცხოური ბანკის მიერ, რომელიც მისაღებად იქნება მიჩნეული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთების ან მონაცემების წარმოდგენა.“

5. 141 მუხლს დამატოს 26–ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„26. ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტულობის ჯგუფის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული/განაწილებული გამტარუნარიანობა გამოიყენება მხოლოდ იგივე ჯგუფის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. გამონაკლისია ასეთი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით საბალანსო ელექტროენერგიის შეძენა იმ ვადით რომელიც საჭიროა სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ხაზის გამორთვის ან ტვირთის შესაბამისად შემცირებისთვის.“

6. წესებს 147 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-148 მუხლი შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 148. ტრანზიტის განხორციელებისას წარმოქმნილი გადახრების იმპორტი და ექსპორტი

ტრანზიტის განხორციელებისას და მისი მიზნებისთვის საქართველოში შემოსულ და გასულ ელექტროენერგიებს შორის სხვაობა (ტრანზიტის გადახრები) წარმოადგენს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს, გარდა იმ ელექტროენერგიისა, რომელსაც შეისყიდის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით. ტრანზიტის გადახრებზე ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმებით, ფორმდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის.“

7. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) გამტარუნარიანობის განაწილების მონაწილეთა მიმართ დამატებით მოთხოვნებს (მათ შორის, ამ წესების 141 მუხლის მე-20 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის დაწესებულ მოთხოვნებს)“.

8. 41-ე მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„5. 2014 წლის საანგარიშო პერიოდებისთვის სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მაქსიმალურად ათვისების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გამტარუნარიანობის განაწილების საერთო პროცესიდან გამიჯნოს უახლოესი ერთი, ან რამდენიმე თანმიმდევრული საანგარიშო პერიოდი და  ასეთი საანგარიშო პერიოდებისთვის შეამციროს ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილების დადგენილი ვადები.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე