„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №8 |
|
2017 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (მხოლოდ წარმოების, განაწილების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის და პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი. ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი გასხვისებულ ელექტროსადგურზე უკვე გაცემულია, მაძიებელს უფლება აქვს, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, წარმოადგინოს მხოლოდ ინფორმაცია აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის რეკვიზიტების შესახებ.“.
2. მე-3 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-73 პუნქტები:
„71. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობის (მათ შორის, ელექტროსადგური/ელექტრომეურნეობის, შემადგენელი ელექტრული ქსელი, ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ამდე) ახალ მფლობელზე გადაცემისას, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გასხვისების შედეგად არ იცვლება გადაცემული ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ი, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძები (მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძები) და ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის დადგმული/მოხმარებული სიმძლავრე, გასხვისებული ენერგეტიკული ობიექტების ახალი მფლობელის (მაძიებლის) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისთვის, იგი (მაძიებელი) ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დამატებით წარუდგინოს შესაბამისი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
72. ამ წესების 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ შესაბამისი ობიექტის ახალი მფლობელის (მაძიებლის) რეგისტრაციის მომენტიდან ახალ მფლობელზე (მაძიებელზე) გადადის ამ ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის მიერთების არსებული და მოქმედი ტექნიკური პირობით, მიერთებაზე არსებული ტექნიკური პროექტით, მიერთებაზე არსებული სათანადო ხელშეკრულებით, აგრეთვე აღრიცხვისა და „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ დაკავშირების ნაწილში არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები. შესაბამისი ობიექტის ახალ მფლობელთან (მაძიებელთან) რომელიმე მითითებულ სფეროში ახალი შეთანხმების გაფორმების ან მიერთების ტექნიკური პირობის მოდიფიცირების შემთხვევაში შესაბამის ნაწილში გამოიყენება ახალი შეთანხმება/მოდიფიცირებული ტექნიკური პირობა.
73. წინამდებარე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია ხორციელდება ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე შესაბამისი უფლების ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო ლიცენზიატის შემთხვევაში – მაძიებლის სახელზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან.“.
3. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძებს და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს (შემდგომში – აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი), რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება:
ა) იმპორტიორის, ექსპორტიორის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე;
ბ) ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაძიებელის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე, იმ პირობით, რომ არსებობს აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი და მათი „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტ(ებ)ი.“
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტს ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:
,,ი) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის მიერ მის მფლობელობაში არსებულ ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე უფლების ახალ მფლობელზე გადაცემა – მითითებულ ენერგეტიკულ ობიექტზე უფლების ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო ლიცენზიატის შემთხვევაში – კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;
კ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღარ აკმაყოფილებს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.“.
|