„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/230 |
|
2018 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი: გ.ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში; გ.ბ) გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.“; 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“. 4. მე-3 მუხლის მე-81 პუნქტის შემდეგ დაემატოს 82 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „82. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში 2018 წლის 1 მაისიდან.“. 5. მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კვალიფიციური საწარმოები – განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.“. 6. მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10 და მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გადამცემ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგის შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობასა და აღნიშნული მიზნებისათვის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“. 7. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11 , 12 და 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“. 8. მე-14 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.“. 9. 161 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: „ტ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობაში და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან შეისყიდოს გადამცემ ქსელში დანაკარგის შესატყვისი საბალანსო ელექტროენერგია; უ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით შეისყიდოს ელექტროენერგია როგორც პირდაპირი ხელშეკრულებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“; 10. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული ელექტროენერგია განისაზღვრება ელექტროენერგიის შესაბამის მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობით, ხოლო გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის შესატყვის ელექტროენერგიის რაოდენობას შეისყიდის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“; 11. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობები გამოითვლება შესაბამის საანგარიშო პერიოდში მყიდველი კვალიფიციური საწარმოების (განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები) ფაქტიურ ჯამურ მოხმარებასა და ელექტროენერგიის ტრანზიტ(ებ)ის მოცულობებზე ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის შესატყვისი ელექტროენერგიის პროპორციული განაწილებით.“. 12. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გადამცემ ქსელში დანაკარგების შესატყვისი ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას და მისი შესყიდვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“; 13. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზენორმატიული დანაკარგის რაოდენობრივი მაჩვენებელი კონკრეტული კალენდარული წლისათვის წარმოადგენს დადებით სხვაობას გადამცემ ქსელში დანაკარგების რაოდენობასა და ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის შესატყვისი ელექტროენერგიის რაოდენობას შორის.“. 14. 41-ე მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,62. 2017-2018 წლებში ამ მუხლის მე-6, 61 და 63 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის ექსპორტის განხორციელების საანგარიშო თვის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეატყობინოს წინასწარი საორიენტაციო ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების კონკრეტული საანგარიშო თვის (თვეების), საექსპორტო სიმძლავრისა და ექსპორტის ხელშეკრულების მოსალოდნელი კონტრაჰენტის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი საორიენტაციო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-6, 61 და 63 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დაზუსტებულ მომართვამდე შეამცირებს საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახული ელექტროენერგიის მოცულობით და არ განახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახულ სიმძლავრეზე გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების შესაბამის პროცედურებს.“. 15. 41-ე მუხლის 62 პუნქტის შემდეგ დაემატოს 63 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „63. საქართველოში ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირების, ასევე ქვეყნის შიდა მიწოდება-მოხმარებაში ელეტროენერგიის უკმარისობის (დეფიციტის) დაფარვის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ თურქეთის რესპუბლიკიდან 2018 წლის მარტის თვეში მიღებული ელექტროენერგიის 2018 წლის ივლისის თვეში დაბრუნების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საექსპორტო მოცულობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ნაწილდება ამ წესების IV1 თავით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შეთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის საანგარიშო თვეში თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკები.“. |
| მუხლი 2 |
გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია, ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ელექტრონერეგეტიკული ბაზრის ოპერატორს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-3 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-14, მე-15 პუნქტების და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|